ფსიქოლოგების განმარტებით, მყარი ქორწინების საიდუმლო დეტალებში იმალება. ურთიერთობის ექსპერტები ამბობენ, რომ ორივე პარტნიორმა ბევრი უნდა გაიღოს მყარი კავშირის შესანარჩუნებლად, თუმცა ამჯერად ყურადღება შევაჩეროთ ქმრებზე.
განვიხილოთ ის დეტალები, რომლებიც მამაკაცებო, უკეთეს მეუღლეებად, უკეთეს რომანტიკულ პარტნიორებად გაქცევთ:
1. ისაუბრეთ თქვენი გრძნობების შესახებ გულწრფელად - როცა საყვარელი ქალი გკითხავთ, როგორი დღე გქონდათ, მოუყევით მას, უთხარით, რატომ ხართ იმედგაცრუებული, ან ბედნიერი. ნუ შემოიფარგლებით მხოლოდ მშრალი წინადადებებით. მაგალითად, მხოლოდ იმის თქმით, რომ კარგი, ან ცუდი დღე გქონდათ.
2. ჰკითხეთ ცოლს, თუ როგორ დღე ჰქონდა და თავს როგორ გრძნობს და მოუსმინეთ მის პასუხს.
3. ნუ გააწყვეტინებთ საუბარს - მოუსმინეთ ყურადღებით, ასე მიხვდებით მის ნამდვილ განცდებს. იმას, თუ რა აწუხებს, რაზე ღელავს და რა აბედნიერებს.
4. ხანდახან მაინც დაალაგეთ და გაასუფთავეთ ის ნივთები, გააკეთეთ ის საქმე, რომლის გაკეთებაც იცით, რომ თქვენს ცოლს არ უყვარს - თანაც არ არის საჭიროყოველ წუთს შეხსენება, რომ საქმე რომელიც მას არ უყვარს, თქვენ გააკეთეთ, გვერწუნეთ, ისედაც შეამჩნევს.
5. დარეცხეთ ჭურჭელი, მაშინ როცა თქვენი რიგი არ არის - საქართველოში შედარებით იშვიათია ისეთი წყვილები, რომლებიც ჭურჭელს მორიგეობით რეცხავენ და ჭურჭლის რეცხვა ქალის საქმედ ითვლება, თუმცა დასავლურ ქვეყნებში, პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები ერთმანეთს ენაცვლებიან და მორიგეობით ასრულებენ ამ საქმეს. ურთიერთობის სიმყარისთვის კარგი იქნება, თუ თქვენც დააწესებთ მორიგეობას და ზოგჯერ მაშინაც გარეცხავთ ჭურჭელს, როცა თქვენი რიგი არ არის. ასეთი ქმედება თქვენს ცოლს ძალიან გაახარებს.
6. იზრუნეთ საკუთარ გარეგნობაზე და ეცადეთ, იყოთ მომხიბვლელი. ივარჯიშეთ. ღიპი არც ისე მიმზიდველია.
7. იყავით თავაზიანი და კეთილგანწყობილი თქვენი მეუღლის მეგობრების მიმართ - არ გჭირდებათ დამატებით მიზეზები მათ მოსაწონებლად. მთავარი მიზეზი ის არის, რომ ისინი თქვენი ცოლის მეგობრები არიან.
8. იყავით კონსტრუქციულები კამათის დროს და ნუ ეტყვით ცოლს ისეთ რამეს, რისი დავიწყებაც გაუჭირდება.
9. ესაუბრეთ საყვარელ ადამიანს იმაზე, რაც მოგწონთ, რაც აღგაფრთოვანებთ.
10. თუ მას ცოტა ხნით მარტო დარჩენა უნდა, მიეცით ამის საშუალება - ნუ მოუწყობთ დაკითხვას, უბრალოდ დატოვეთ მარტო.
11. მოუსმინეთ და თანაგრძნობა გამოიჩინეთ მის მიმართ, როცა პრობლემები აქვს - პრობლემების დროს ყველაზე მეტად თქვენი იმედი აქვს და მარტო ნუ დატოვებთ.
12. ნუ დაიშურებთ კომპლიმენტებს, მერე რა, რომ უკვე წლებია ერთად ცხოვრობთ.
13. მოაწყვეთ ხოლმე რომანტიკული ვახშმები და გაიხსენეთ თქვენი სიყვარულის ისტორია.
14. დაუტოვეთ ხოლმე წერილები სასიამოვნო ტექსტებით.
15. იყავით კეთილი და გულისხმიერი. ისწავლეთ კომპრომისზე წასვლა. ეს უმნიშვნელოვანესია.
16. თუ რაიმეს თქვენთვის იმზადებთ, მაგალთად, ყავას, ჩაის, სენდვიჩს, მოამზადეთ მისთვისაც.
17. შეასრულეთ დანაპირები.
18. ესაუბრეთ იმაზე, თუ რა მოსწონს საწოლში და გაითვალისწინეთ მისი სურვილები.
19. როცა ძალიან გაგაბრაზებთ, სჯობს, ცოტა ხნით გაისეირნოთ სუფთა ჰაერზე - ღრმად ჩაისუნთქოთ და არ დაგავიწყდეთ, რომ ის თქვენ ძალიან გიყვართ, მაშინაც კი, როცა რაღაც საკითხებზე ვერ თანხმდებით.
20. დაურეკეთ ხოლმე ზოგჯერ მხოლოდ იმისთვის, რომ ჰკითხოთ, როგორ არის.
21. ხშირად უთხარით, რომ ძალიან გიყვართ.
თემები: სიყვარული, რჩევები ქალებს, მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, რჩევები
<a href="https://www.yourtango.com">https://www.yourtango.com</a>