LIFE

თანხის უკეთ დაზოგვაში გონების მობილიზება გვეხმარება

თანხის უკეთ დაზოგვაში გონების მობილიზება გვეხმარება

ადამიანის აზროვნებაზე, გრძნობებსა და ქცევაზე ფულს უდიდესი გავლენა აქვს. თუ ექსპერიმენტს ჩაატარებ და ადამიანის ტვინის სკანირებას მოახდენ, გამოჩნდება, რომ, მაგალითად, რამე გემრიელის – ღვინის ან შოკოლადის შეთავაზებისას ტვინის წამახალისებელი ცენტრები ნათდება, ანუ ამ დროს ადამიანი თავს კარგად გრძნობს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დაკვირვების ობიექტს გემრიელ საკვებს მომავალში დაჰპირდები, მისი ტვინის არც ერთი უბანი რეაგირებას არ მოახდენს, რადგან ადამიანის ბუნება ასეთია: თუ რაღაც ხელში არ გვიკავია ან, საჭმლის შემთხვევაში, პირში არ გვიდევს, მასზე ნაკლებად ვფიქრობთ.

თანხის უკეთ დაზოგვაში გონების მობილიზება გვეხმარება

ამ წესის იშვიათი გამონაკლისია ფული: ბოლოდროინდელმა კვლევებმა დაამტკიცა, რომ მას უნიკალური უნარი აქვს, ჩვენი ფიქრის, გრძნობისა და ქცევის სტილზე გავლენა იქონიოს, მაშინაც კი, როდესაც ფული ფიზიკურად არ გვაქვს და მისი გავლენის შესახებ არაფერი ვიცით. მაგალითად, როგორც ადამიანების უმეტესობას ჰგონია, რომ მანქანას სხვებზე უკეთ მართავს, იმავე წარმატებით ბევრი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკების უნარი სხვებზე უკეთ შესწევს, შედეგად კი ვიღაცები მათ ფულს სცინცლავენ. ასევე, თუ პაციენტებს სჯერათ, რომ მათი ტკივილგამაყუჩებელი ძვირი ღირდა, პრეპარატის შედეგს უკეთ გრძნობენ.
თუმცა არსებობს ხერხები, როგორ გავხდეთ მეტად ყურადღებიანი და როგორ დავძლიოთ ფულის გავლენა:
როდესაც ადამიანები ნაღდი ფულით იხდიან, სტატისტიკურად ნაკლებს ხარჯავენ, ვიდრე ბარათით გადახდისას, რადგან ამ დროს განსხვავებას გრძნობენ და ეხებიან. ასევე, სოციალურმა ფსიქოლოგმა სემ მალიომ დაამტკიცა, რომ დანაზოგს ნაკლებად ვაკლებთ თანხას, როდესაც ფული ბანკში გვაქვს შენახული, რომელიც ჩვენი სახლიდან შორსაა; გაბრაზებულ მდგომარეობაში კი შენაძენებს უკეთესი პირობებით ვაკეთებთ.

თანხის უკეთ დაზოგვაში გონების მობილიზება გვეხმარება

ცოდნა, როგორ რეაგირებს ადამიანის გონება ფულზე, მარკეტების იმ ჭკვიანური ტაქტიკის გაშიფვრაშიც დაგეხმარება, როგორ გვაცდუნებენ, უფრო ძვირად ღირებული საქონელი რომ შევიძინოთ: წარმოიდგინე, ახალ ლეპტოპს ყიდულობ. თანაც მნიშვნელობა არ აქვს, ამას ონლაინრეჟიმში აკეთებ თუ ცოცხლად. თუ დააკვირდები, თითქმის ყოველთვის 3 ვარიანტს გვთავაზობენ – იაფიან მოდელს, ოდნავ ძვირიან მოდელს და ყველაზე მოდურ მოდელს, რომელიც ორივე ალტერნატივასთან შედარებით ძვირია. ასეთ დროს 2-ჯერ მეტი ადამიანი საშუალოფასიან ლეპტოპს შეიძენს, ამას „კომპრომისის ეფექტი ჰქვია“. ამიტომაც, სხვა დროს, როდესაც რამე ნივთის 3 ალტერნატივას შემოგთავაზებენ, ყოველთვის „საშუალო ფასის სტრატეგია“ გაიხსენე.


საბოლოოდ კი ყველაზე მნიშვნელოვანი თავსატეხი მაინც ფულის ისეთ რამეში ხარჯვაა, რაც დამტკიცებულია, რომ სიამოვნებას გვანიჭებს. ფსიქოლოგ ელიზაბეტ დუნის განცხადებით, ბედნიერებას უფრო მეტად ყიდვის პროცესში მიღებული გამოცდილება გვანიჭებს, ვიდრე შეძენილი ნივთები. სწორედ ამ დროს მინიჭებულ ბედნიერებას ვუთმობთ მეტ ყურადღებას, რომელიც შემდეგ სასიამოვნო მოგონებად იქცევა. ზუსტად ამ მიზეზით, სულ მალე ჩვენი ახალი ტელევიზორი ახალი სულაც აღარაა ხოლმე. ასეთ შემთხვევაში კი ფსიქოლოგები გვირჩევენ, თანხა წინასწარ გადავიხადოთ და ვეცადოთ, „სიამოვნებით გადახდის“ ჩვევა დავძლიოთ.

თანხის უკეთ დაზოგვაში გონების მობილიზება გვეხმარება



წყარო:&nbsp;<a href="http://time.com/4520935/how-mindfulness-can-save-you-money/?xid=time_socialflow_facebook" target="_blank">time.com</a>