LIFE

ოქროს წესი მათთვის, ვისაც ფინანსების სწორად განკარგვა არ შეუძლიათ

ოქროს წესი მათთვის, ვისაც ფინანსების სწორად განკარგვა არ შეუძლიათ

თეორიულად ყველას გვესმის, რომ შემოსავლები სწორად უნდა გადავანაწილოთ, თუმცა ხშირად ბიუჯეტის შედგენა და დანახარჯების დათვლა გვეზარება. გთავაზობთ მარტივ წესებს, რომლებსაც იოლად დაიმახსოვრებ და დანახარჯებს ეფექტურად გააკონტროლებ:

შემოსავლის 20% დანაზოგისთვის გადადე

ოქროს წესი მათთვის, ვისაც ფინანსების სწორად განკარგვა არ შეუძლიათ

ადამიანების უმეტესობა დანაზოგის გაკეთებას ვერასოდეს ახერხებს და „ხელფასიდან ხელფასამდე“ ცხოვრობს, ზოგი კი მთელ ხელფასს სხვადასხვა საჭიროებას მოახმარს და დანაზოგისთვის მხოლოდ მორჩენილ თანხას გადადებს (თუ საერთოდ რამე დარჩა). დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ მცირე პროცენტი მოქმედებს სწორი პრინციპით: „ჯერ საკუთარ თავს გადაუხადოს და შემდეგ სხვას“, რაც შემოსავლის გარკვეული ნაწილის მომავლისთვის გადადებას გულისხმობს.

შემოსავლის 50% ვალებზე, ტრანსპორტსა და კომუნალურ გადასახადებზე გადაანაწილე

ოქროს წესი მათთვის, ვისაც ფინანსების სწორად განკარგვა არ შეუძლიათ

გირჩევთ, ვალებს, მათ შორის იპოთეკურ სესხს, შემოსავლის 25%-ზე მეტი არ დაუთმო: თუ საჭიროა, ბურღულეულის დიეტაზეც კი უნდა გადახვიდე და ყოველთვიური სესხის გადასახადი იმ დონეზე დაიყვანო, სანამ შენი შემოსავლის 25%-მდე არ ჩამოვა. თუმცა, აქვე გაფრთხილებთ, მხოლოდ ფაფის ჭამით ვალებს მალე ვერ გაისტუმრებ, ამისთვის 4 წესის დაცვა და 5 ნაბიჯის გადადგმა მოგიწევს – თუ მათ დროულად გაითვალისწინებ, ვალები შენი შემოსავლის – 25%-ს, საბოლოოდ კი, საერთოდაც, 0%-ს წაიღებს:

  • როდესაც ერთი კრედიტი გაქვს გასასტუმრებელი, სხვაზე არც იფიქრო
  • არასოდეს აიღო კრედიტი შენი სახელმწიფო ვალუტისგან განსხვავებულ ვალუტაში, რაც არ უნდა დაბალ საპროცენტო განაკვეთს გთავაზობდნენ
  • სესხი მანამ დაფარე, სანამ უპროცენტო ან დაბალპროცენტიანი განაკვეთი გიწევს
  • არასოდეს აიღო სესხი ტანსაცმლისთვის ან გართობისთვის, ამისთვის დანაზოგი არსებობს!
  1. დააგროვე მინიმუმი „შავი დღისთვის“ – ამისთვის 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად შემოსავლის 8,3% უნდა გადადო
  2. უარი თქვი საკრედიტო ბარათებზე
  3. მინიმუმ 1 წლის ბიუჯეტი შეადგინე, რომელიც ძირითად დანახარჯებს მოიცავს – ამის გარეშე, ჩათვალე, რომ ღია ოკეანეში კომპასის გარეშე მიცურავ!
  4. იმოქმედე „კონვერტის მეთოდით“ – დიახ, რამდენიმე კონვერტი სხვადასხვა საჭიროების მიხედვით დაასათაურე და არასოდეს გამოიყენო თანხა მოცემული კონვერტიდან სხვა საქმისთვის
  5. პირველ რიგში, მაღალპროცენტიანი ვალები დაფარე

მოკლედ, შემოსავლის ეს ნაწილი, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ (50%), ისე უნდა განაწილდეს, რომ ნახევარი ვალებს დაუთმო, მეორე ნახევარი კი – ტრანსპორტს, კომუნალურებს, საკვებსა და სხვა ყოველდღიურ ხარჯებს.

30% შენი ცხოვრების წესის აქტივობებში დახარჯე

ოქროს წესი მათთვის, ვისაც ფინანსების სწორად განკარგვა არ შეუძლიათ

სწორედ თანხის ეს ნაწილი უნდა მოახმარო ტანსაცმელს, ტელეფონს, გართობას, სპორტს, ჰობისა და მეგობრებთან ერთად კაფეებში სიარულს; და არა სესხით აღებული თანხები! 

დაბოლოს: გახსოვდეს, ბინის ქირას რაც შეეხება, მისი საფასური შემოსავლის 25%-ს არ უნდა აღემატებოდეს. საბოლოო ჯამში, თანხის ჩვენ მიერ შემოთავაზებული წესებით გადანაწილებაში მცირედი კორექტივების შეტანა თავადაც შეგიძლია – მაგალითად, ტანსაცმელსა და გართობაში ნაკლების დახარჯვა და ბინის ქირაში მეტის გადახდა; თუმცა არავითარ შემთხვევაში არ მოაკლო დანაზოგს ვალების მალე გასტუმრების მიზნით!



წყარო:&nbsp;<a href="http://moneypapa.ru/2016/10/28/pravilo203050/" target="_blank">moneypapa.ru</a>