მშობლები

20 წესი ცხოვრების შესახებ, რომლებსაც მშობლებსა და შვილებს „დისნეის“ ფილმები ასწავლის

20 წესი ცხოვრების შესახებ, რომლებსაც მშობლებსა და შვილებს „დისნეის“ ფილმები ასწავლის

20. ნამდვილი, რეალური ცხოვრება უფრო კარგია, ვიდრე ფანტაზიაში წარმოსახული - „პატარა ქალთევზა“/THE LITTLE MERMAID

20 წესი ცხოვრების შესახებ, რომლებსაც მშობლებსა და შვილებს „დისნეის“ ფილმები ასწავლის

19. აუცილებელია, რომ გავიდეთ კომფორტის ზონიდან - „რაპუნცელი“/TANGLED.

20 წესი ცხოვრების შესახებ, რომლებსაც მშობლებსა და შვილებს „დისნეის“ ფილმები ასწავლის

რაპუნცელი მთელ ცხოვრებას ტყვეობაში ატარებს და ჰგონია, რომ სამყარო მის მიღმა სახიფათო და საშიშია. დედა ასწავლის, რომ ყველაფერი, რაც სჭირდება თავისივე ოთახში აქვს. რაპუნცელი რწმუნდება, რომ სამყარო მისი ოთახის მიღმა გაცილებით მშვენიერი და საინტერესოა.

18. ნუ აიძულებთ შვილებს, რომ თქვენი ცხოვრების წესებს მიჰყვნენ, თქვენი ცხოვრების წესებს დაემორჩილონ - „ვარსკვლავური ომები“/STAR WARS

20 წესი ცხოვრების შესახებ, რომლებსაც მშობლებსა და შვილებს „დისნეის“ ფილმები ასწავლის

ბევრ მშობელს სურს, რომ შვილი გაჰყვეს მის კვალს პროფესიული თვალსაზრისით, იაროს იმავე სკოლაში, სადაც თვითონ დადიოდა, ისწავლოს ის, რაც თვითონ აინტერესებდა. ეს ფილმი ნათლად დაგანახებთ, რომ უნდა მისცეთ შვილებს იმის გაკეთების შესაძლებლობა, რაც მათ მართლა აინტერესებთ.

17. უბედურება გვაძლიერებს - „მულანი“/MULAN

20 წესი ცხოვრების შესახებ, რომლებსაც მშობლებსა და შვილებს „დისნეის“ ფილმები ასწავლის

როგორც წესი, გასაჭირის დროს ვპოულობთ ხოლმე ადამიანები საოცარ შინაგან ძალას, კიდევ უფრო ვძლიერდებით და საკუთარ თავში ახალ, შთამბეჭდავ მახასიათებლებს აღმოვაჩენთ. ამ ანიმაციურ ფილმში კი ყოველივე ნათლადაა აღბეჭდილი.

16. მოიშორე ცხოვრებიდან ყველაფერი ცუდი, იმისთვის, რომ კარგი რაღაცები მოხდეს - „ნემოს ძიებაში“/FINDING NEMO.

20 წესი ცხოვრების შესახებ, რომლებსაც მშობლებსა და შვილებს „დისნეის“ ფილმები ასწავლის

არავის ცხოვრება არ არის სწორხაზოვანი, არავინაა მუდამ ბედნიერი, ან მუდამ უბედური. მთავარია, რას ვაკეთებთ მაშინ, როცა მოწყენილები ვართ. ზოგჯერ ბედნიერების საპოვნელად მსხვერპლშეწირვაც საჭიროა. უნდა მოიშოროთ ცუდი იმისთვის, რომ ახალი და კარგი რაღაცები მოხდეს ცხოვრებაში.

15. საჭმლით თამაში ხანდახან კარგი და სასარგებლოა - „რატატუი“/RATATOUILLE.

20 წესი ცხოვრების შესახებ, რომლებსაც მშობლებსა და შვილებს „დისნეის“ ფილმები ასწავლის

ამ ანიმაციის საშუალებით შეძლებთ შვილებს ასწავლოთ ჭამის წესები და თუ ჭამის დროს ჭირვეულობენ ეს ფილმი, შესაძლოა, პრობლემის მოგვარებაში დაგეხმაროთ კიდეც.

14. ადამიანისთვის, რომელიც გვიყვარს, ყველაფერი უნდა გავწიროთ - „მზეთუნახავი და ურჩხული“/BEAUTY AND THE BEAST.

20 წესი ცხოვრების შესახებ, რომლებსაც მშობლებსა და შვილებს „დისნეის“ ფილმები ასწავლის

მზეთუნახავი მამის გადასარჩენად სწირავს თავისუფლებას, იმედებსა და ოცნებებს, სწირავს ყველაფერს, რაც ძალიან უყვარს. ურჩხულიც კარგავს თავის ძალას, როცა მზეთუნახავი შეუყვარდება. ასე ხდება რეალურ ცხოვრებაშიც უპირობო და ნამდვილი სიყვარულის დროს, რომელიც მშობლებსა და შვილებს შორისაა. მზად ხართ ყველაფერი გასწიროთ შვილებისათვის.

13. გარემო და მაზე ზრუნვა უმნიშვნელოვანესია - „ბედნიერი თათები“/HAPPY FEET.

20 წესი ცხოვრების შესახებ, რომლებსაც მშობლებსა და შვილებს „დისნეის“ ფილმები ასწავლის

ამ ანიმაციის საშუალებით, თქვენს შვილებს ასწავლით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემო და მასზე ზრუნვა.

12. ყოველთვის თქვი სიმართლე - „ალადინი“.

20 წესი ცხოვრების შესახებ, რომლებსაც მშობლებსა და შვილებს „დისნეის“ ფილმები ასწავლის

ალადინს ეშინია საკუთარ თავზე სიმართლე თქვას, მაგრამ მხოლოდ მაშინ ხდება ბედნიერი, როცა გულწრფელობას გამოიჩენს. ამ ანიმაციური ფილმის საშუალებით ასწავლით თქვენს შვლებს, რომ გულწრფელობა და სიმართლის აღიარება ყოველთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

11. ჩვენ არ ვართ ისეთი ადამიანები, როგორებიც გუშინ ვიყავით - „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“/ALICE IN WONDERLAND.

20 წესი ცხოვრების შესახებ, რომლებსაც მშობლებსა და შვილებს „დისნეის“ ფილმები ასწავლის

ფილმი გასწავლით, რომ ყოველი დღე არის შესაძლებლობა იმისა, რომ გაიზარდო, ისწავლო და რაღაც ახალი შეიცნო.

10. მეგობრობას უდიდესი ძალა აქვს - „სათამაშოების ისტორია“/TOY STORY.

20 წესი ცხოვრების შესახებ, რომლებსაც მშობლებსა და შვილებს „დისნეის“ ფილმები ასწავლის

ფილმში ნახავთ ნამდვილი მეგობრობის მაგალითს და დარწმუნდებით, რომ მას საოცარი ძალა აქვს.

9. იყავი ის, ვინც ხარ - „გაყინული“/FROZEN.

20 წესი ცხოვრების შესახებ, რომლებსაც მშობლებსა და შვილებს „დისნეის“ ფილმები ასწავლის

როცა ელსა საკუთარი შეხედულებების მიხედვით იწყებს მოქმედებას და როცა ის არის ისეთი, როგორიც სინამდვილეშია, მაშინ ხდება უკეთესი და და უკეთესი ლიდერი. ასევეა ცხოვრებაშიც, თამაშით და სიყალბით, ვერ მიაღწევთ წარმატებას. უნდა იყოთ ისეთები, როგორებიც სინამდვილეში ხართ.

8. ზოგჯერ მხოლოდ და მხოლოდ შენ შეგიძლია პრობლემების მოგვარება და შენ გარდა სხვა ამას ვერ გააკეთებს - „მამაცი“/BRAVE.

20 წესი ცხოვრების შესახებ, რომლებსაც მშობლებსა და შვილებს „დისნეის“ ფილმები ასწავლის

მერიდა საკუთარ სიმამაცესა და გონიერებას იყენებს რთული სიტუაციიდან გამოსავლის საპოვნელად. მის სიმამაცეს სიფრთხილე და წინდახედულება ახლავს თან, რაც წარმატების მისაღწევად აუცილებელია.

7. დაამარცხე სიბრაზე იმისთვის, რომ იპოვნო სიყვარული - „მოანა“/MOANA.

20 წესი ცხოვრების შესახებ, რომლებსაც მშობლებსა და შვილებს „დისნეის“ ფილმები ასწავლის

6. ტრადიციებს შეუძლიათ ერთმანეთთან დაგვაკავშირონ - „კოკო“/COCO.

20 წესი ცხოვრების შესახებ, რომლებსაც მშობლებსა და შვილებს „დისნეის“ ფილმები ასწავლის

ფილმი დაგარწმუნებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახური ტრადიციები. ის ამყარებს ოჯახურ კავშირებს, ურთიერთობებს. ოჯახის წევრებს კიდევ უფრო მეტად აკავშირებს ერთმანეთთან და სასიამოვნო მოგონებებს ტოვებს. ანიმაცია გაჩვენებთ, რომ ტრადიციები ჩვენი იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილია.

5. ოჯახი ადამიანის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესია - „ლილო და სთიჩი“/LILO & STITCH.

20 წესი ცხოვრების შესახებ, რომლებსაც მშობლებსა და შვილებს „დისნეის“ ფილმები ასწავლის

ფილმი გაჩვენებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახი და ის ადამიანები, რომლებსაც ოჯახად ვთვლით. ოჯახები განსხვავებულია და ოჯახი არ არის მხოლოდ ნათესავების ერთობლიობა. შესაძლოა, გყავდეს ადამიანი, რომელსაც შენთან ნათესაობა არ აკავშირებს, მაგრამ მის გვერდით თავი ისე იგრძნო, როგორც ოჯახში.

4. ადამიანს ნუ განსაზღვრავ ვიზუალის მიხედვით. ყველა ადამიანი იმსახურებს, რომ სამართლიანად შევაფასოთ ისინი - „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“/THE HUNCHBACK OF NOTRE DAME.

20 წესი ცხოვრების შესახებ, რომლებსაც მშობლებსა და შვილებს „დისნეის“ ფილმები ასწავლის

3. ცოდნა ძალაა - „ხმალი ქვაში“/ THE SWORD IN THE STONE.

20 წესი ცხოვრების შესახებ, რომლებსაც მშობლებსა და შვილებს „დისნეის“ ფილმები ასწავლის

ფილმი შეგვახსენებს, რომ როცა რაღაც არ გამოგვდის, ეს ბედისწერას, ან უიღბლობას კი არ უნდა დავაბრალოთ. არამედ იმას, რომ შესაძლოა, შესაბამისი ცოდნა არ გვაქვს.

2. ფული და მატერიალური მდგომარეობა უკეთეს ადამიანად არ გაქცევთ - „ლედი და მაწანწალა“/LADY AND THE TRAMP.

20 წესი ცხოვრების შესახებ, რომლებსაც მშობლებსა და შვილებს „დისნეის“ ფილმები ასწავლის

1. შეასრულეთ დაპირებები, რომლებიც შვილებს მიეცით - „მერი პოპინსი“.

20 წესი ცხოვრების შესახებ, რომლებსაც მშობლებსა და შვილებს „დისნეის“ ფილმები ასწავლის

ზოგჯერ, როცა შვილებს დაპირებებს ვერ უსრულებთ, ვერც კი წარმოიდგენთ როგორ გულგატეხილებსა და იმედგაცრუებულებს ტოვებთ მათ. „მერი პოპინსი“ შეგახსენებთ, რომ შეუსრულოთ შვილებს დაპირებები და თუ იცით, რომ ვერ შეასრულებთ, სჯობს, არაფერს დაჰპირდეთ.



<a href="https://www.moms.com">https://www.moms.com</a>