სტილი

ის რაც ყველა ქალს სურს - რატომ არის კრისტიან ლუბუტენის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები განსაკუთრებულად შთამბეჭდავი?

ის რაც ყველა ქალს სურს - რატომ არის კრისტიან ლუბუტენის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები განსაკუთრებულად შთამბეჭდავი?

როდესაც უმაღლესი კლასის, დახვეწილ, ლამაზ, ელეგანტურ და ხარისხიან მაღლაქუსლიან ფეხსაცმელზე ვსაუბრობთ, ქალების უმეტესობას კრისტიან ლუბუტენის ფეხსაცმელები გვახსენდება.

არ აქვს მნიშვნელობა როგორ სტილს ანიჭებთ უპირატესობას, ეს არის ფეხსაცმელი, რომელიც, ერთი წყვილი მაინც, ყველა ქალის გარდერობში უნდა იყოს და ფეხსაცმელი, რომელიც თითქმის ყველა ქალს სურს.

ის რაც ყველა ქალს სურს - რატომ არის კრისტიან ლუბუტენის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები განსაკუთრებულად შთამბეჭდავი?

კრისტიან ლუბუტინის მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს ვარსკვლავურ ფეხსაცმელებს უწოდებენ.

მელანია ტრამპი, მეგან მარკლი, ქეით მიდლტონი და მსოფლიოს სხვა პოპულარული ქალები, რომლებიც დანარჩენებისთვის სტილის თვალსაზრისით მიბაძვის ობიექტები არიან, სწორედ ლუბუტენის მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს ანიჭებენ უპირატესობას.

BO-2 Instagram Post

ლუბუტენის ფეხსაცმელებს თავისი წითელი ძირით ერთი შეხედვისთანავე იცნობთ.

დიზაინერი მიიჩნევს, რომ სწორედ ეს წითელი ძირი სძენს მის ფეხსაცმელებს განსაკუთრებულ შტრიხს.

BO-3 Instagram Post

მაგრამ რა გახდა დიზაინერისთვის ინპირაციის წყარო, რატომ გადაწყვიტა მან რომ ფეხსაცმელებს წითელი ძირი ჰქონოდა?

Marie Claire წერს, რომ დიზაინერის შთაგონების წყარო ფჩხილის ლაქი გახდა. ლუბუტენმა თავისი ასისტენტის წითელი ფრჩხილის ლაქით შავი ფეხსაცმლის ძირი შეღება და მიღებულმა შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. „არ ველოდი ისეთი ლამაზი შედეგი მივიღე“, - ამბობს ის.

ამის შემდეგ კი წითელი ძირი კრისტიან ლუბუტენის ფეხსაცმელების მთავარი შტრიხი გახდა.

BO-4 Instagram Post

რა თქმა უნდა, დიზაინერი ფრჩხილის ლაქით არ ღებავს ფეხსაცმელებს და არც თქვენ გირჩევთ საკუთარი ხელით მათ წითლად შეღებვას, თუმცა თუ გინდათ, რომ თქვენი მაღალქუსლიანები ფეხსაცმელი „ლუბუტენებს“ დაამსგავსოთ, სხვადასხვა ინტერენ-მაღაზიებში იყიდება სპეციალური საღებავი, რომლითაც საკუთარი ხელით შეძლებთ მიახლოებული ეფექტის მიღებას.



<a href="https://www.harpersbazaar.com">https://www.harpersbazaar.com</a>