1. ყველაფერზე პასუხობს „არას“

ჩვეულ ალერსიანი და დამჯერი პატარა უცბად ყველაფერზე იწყებს უარის თქმას. ყველაზე საყვარელ რაღაცეებსაც კი უარყოფს.

რა ხდება: როგორც წესი, პერიოდი „არა“ გვანიშნებს ე.წ. თვითშეგნების კრიზისის დასაწყისზე, რომელიც დგება დაახლოებით 2,5-3 წლის ასაკში. პატარას ესმის, რომ ის ცალკე პიროვნებაა, და არა მშობლების ნაწილი, და ცდილობს დაიმკვიდროს საკუთარი ადგილი ოჯახში.

რა უნდა გააკეთოთ: აღიჭურვეთ მოთმინებით და ბავშვს მიანდეთ არჩევანი და მიეცით გარკვეული დამოუკიდებლობა. ასე ბავშვი შეიძენს საკუთარი თავის რწმენას და უფრო მეტად გენდობათ.

2. ხშირად იღვიძებს შუაღამისას

თითქოს ძილისა და სიფხიზლის რეჟიმი ბავშვს დიდი ხანია რაც ჩამოუყალიბდა. მაგრამ უცბად ჩვევად ექცა ღამის 3 საათზე თამაში, ხანდახან კი ისტერიკასაც მართავს.

რა ხდება: ძილთან პრობლემები ხშირად ჩნდება მთელი დღის მანძილზე მიღებული ემოციებისა და ინფორმაციის გადაჭარბების გამო. მაგრამ გადაჭარბებული აგზნების მიზეზი შეიძლება იყოს არა მხოლოდ აქტიური თამაშები ძილის წინ, არამედ ახალი უნარების ათვისებაც.

რა უნდა გააკეთოთ: დასაწყისისთვის ყველა აქტიური გართობა უნდა გადაიტანოთ დღის პირველ ნახევარში. თუ ამან არ უშველა, ეცადეთ არ გაბრაზდეთ. გაატარეთ ბავშვთან ერთად ცოტაოდენი დრო - მალე ის დამშვიდდება და დაიძინებს.

3. ცელქობს და მოქმედებს ჯიბრით

დილით გეჩქარებათ სამსახურში, ბავშვი კი საბავშვო ბაღში უნდა მიიყვანოთ - და აქ იწყება სპექტაკლი: პატარა ფაფით ითხუპნება, და იმის მაგივრად, რომ წავიდეს დაიბანოს, მირბის ოთახში, ცელქობს ან კარადაში იმალება.

რა ხდება: ფსიქოლოგ ჯონ გოტმანის აზრით, ის, რაც ჩვენ სიცელქედ გვეჩვენება, ბავშვის პოზიციიდან წარმოადგენს გარკვეულ ახალ განაცხადს თამაშზე. თამაში კი - ჯერჯერობით ბავშვის მთავარი ხერხია მიიღოს ცოდნა სამყაროს შესახებ.

რა უნდა გააკეთოთ: გადახედეთ დღის განრიგს. იქნებ აჯობოს დილით ცოტათი ადრე ადგეთ და დაუთმოთ თამაშებს სათანადო დრო. თუ ასეთი ვარიანტი არ გიხდებათ, მაინც ეცადეთ გაგებით მოეკიდოთ ბავშვის ქმედებებს.

4. ყვირის ნებისმიერ წვრილმანზე

მას შემდეგ, რაც აუკრძალეთ ბავშვებს მულტფილმების ყურება, მიზეზი კი ის გახლდათ, რომ გუშინ სამი საათი უყურებდა. საპასუხოდ კი მიიღეთ ყვირილი, იცით როგორ უნდა მოიქცეთ?

რა ხდება: პატარები სწრაფად ითვისებენ თამაშის წესებს და გულწრფელად არ ესმით, რატომ შეიცვალა უცებ სიტუაცია. და გარკვეული მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობა აღიზიანებთ ბავშვებსაც, და დიდებსაც.

რა უნდა გააკეთოთ: იყავით თანამიმდევრულები, როცა ნებას რთავთ ან უკრძალავთ ბავშვს რაიმეს. არ ღირს პირობების შეცვლა „უფრო ძლიერის უფლებით“ უბრალოდ იმიტომ, რომ ასე გაწყობთ. დაადგინეთ წესები და დაემორჩილეთ მათ პატარასთან ერთად.

5. დაიწყო ცუდად ჭამა

ბავშვი ყოველთვის გამოირჩეოდა კარგი მადით, მაგრამ ბოლო დროს საყვარელ კერძებზეც კი უარს იძახის.

რა ხდება: პედიატრები აღნიშნავენ მადის დაკარგვის რამდენიმე მიზეზს, მათ შორის ცუდად ყოფნა, კბილის ამოჭრა, თამაშის გაგრძელების სურვილი. მაგრამ როგორც აჩვენეს კვლევებმა, საკვებ ჩვევებზე შეიძლება გავლენა მოახდინოს რაციონში ახალი პროდუქტების შემოღებამ. პატარები საკმაოდ კონსერვატიულები არიან, ახალი აშინებთ, ასე რომ მშობლების გადაჭარბებულმა დაჟინებამ შეიძლება უფრო გაამწვავოს პრობლემა.

რა უნდა გააკეთოთ: როგორიც არ უნდა იყოს მიზეზი, ბავშვსა ძალით არ უნდა აჭამოთ. ახალი პროდუქტები რაციონში უნდა შემოიღოთ თანდათან, არ შექმნათ ნეგატიური ასოციაციები საკვებთან და სცადეთ შეინარჩუნოთ რეჟიმი.

როგორ გავუმკლავდეთ ბავშვის ზედმეტ ემოციურობას

როგორც ამერიკელი მეცნიერების ახალმა კვლევებმა აჩვენა, ბავშვის ქცევებსა და ემოციურ მდგომარეობაზე გავლენას ახდენს ხმამაღლა კითხვა. ექსპერიმენტის შედეგების მიხედვით ბავშვები, რომლებსაც მშობლები რეგულარულად უკითხავდნენ წიგნებს, ნაკლებად გახდნენ მიდრეკილები აგრესიის გამჟღავნების მიმართ. მეცნიერები ხსნიან, რომ პროცესები, რომლებიც იწყებენ ამოქმედებას ისტორიის მოსმენისას, პირდაპირ არის დაკავშირებული საკუთარი ქცევების გაკონტროლების უნართან. ენერგია კი, რომელიც ადრე იხარჯებოდა ნეგატიურ ემოციებზე, გადადის შემოქმედებით კალაპოტში.