გაიცანით ქეით მიდლტონის მომხიბვლელი და სექსუალური ძმა, რომელიც „ინსტაგრამის“ ვარსკვლავად იქცა
- 17.01.2019
ქეითისა და პიპა მიდლტონების ძმა, ჯეიმსი, ხშირად ხვდება დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წვეულებებზე და საზოგადოების ყურადღებასაც იპყრობს, მაგრამ აქამდე მისი არცთუ ისე ბევრი ფოტო მოიპოვებოდა ინტერნეტ სივრცეში, რადგანაც „ინსტაგრამის“ პირადი გვერდი საჯარო არ ჰქონდა.
რამდენიმე დღის წინ ჯეიმსმა „ინსტაგრამის“ ფოტოები საჯარო გახადა და ძალიან მალე ამ სოციალური ქსელის ნამდვილ ვარსკვლავად იქცა.
როგორც ჯეიმსის ფოტოებიდან ირკვევა, მას ძალიან უყვარს ბუნებაში ყოფნა და სხვადასხვა აქტივობებით დაკავება.
31 წლის ჯეიმსის „ინსტაგრამიდან“ განსაკუთრებით შესამჩნევია ის, რომ ძალიან უყვარს ძაღლები. აქ უამრავი ძაღლის ფოტოს ნახავთ. ასევე ნახავთ ფოტოებს, რომლებიც ჯეიმსს ბუნებაში, სხვადასხვა აქტივობის დროს აქვს გადაღებული.
უმცროს მიდლტონს თავის დასთან, პიპასთან ერთად გადაღებული ფოტოც აქვს გამოქვეყნებული, თუმცა მის პოსტებს შორის ვერ ნახავთ ვერც ქეითის, ვერც პრინც უილიამისა და ვერც მათი შვილების ფოტოებს.
სექსუალურ და მომხიბვლელ ჯეიმს მიდლტონს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. გოგონები განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც ჯეიმსმა „ინსტაგრამის“ გვერდი გაასაჯაროვა, მაგრამ ვწუხვართ, ის არ არის მარტოხელა.
ჯეიმსი ფრანგ ფინანსურ ანალიტიკოსს ელიზა ტევენეტს ხვდება. ფრანგ შეყვარებულამდე კი ჯეიმსი მსახიობ დონა ეარს ხვდებოდა, მაგრამ წყვილი 2017 წლის დეკემბერში დაშორდა.
ჯეიმსი უმეტეს შემთხვევაში წვერს ატარებს, მაგრამ ინტერნეტში ნახავთ ისეთ სურათებსაც, სადაც მას წვერი არ აქვს. ის ხუმრობს, რომ ყველაზე მეტად მისი წვერი დედას არ მოსწონს, რადგანაც სურს, რომ ყოველთვის მისი პატარა ბიჭი იყოს.
ჯეიმსი გულწრფელი და გულღია ადამიანია და ხშირად საჯაროდ საუბრობს თავისი პრობლემების შესახებ. მისი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა კი დისლექსიით გამოწვეული დეპრესია იყო. დისლექსია არის დაავადება, რომლის დროსაც ადამიანებს უჭირთ რაიმის დამახსოვრება, სწავლა. ის იხსენებს, თუ რა რთული იყო დისლექსიის გამო სკოლის პერიოდი.
„ამიზ გამო არა მხოლოდ სკოლის პერიოდში, არამედ ზრდასრულ ასაკშიც მწვავე დეპრესიაში ვიყავი და ვფიქრობდი, რომ ვერასოდეს განვიკურნებოდი, ვფიქრობდი, რომ ცხოვრება ჩემთვის დამთავრებული იყო. თუმცა ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. ახლა ვფიქრობ, რომ ცხოვრებაზე ხელი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაიქნიო და ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი და ამ ყველაფერს ხმამაღლა იმიტომ ვამბობ, რომ მინდა სხვებისთვის მაგალითი ვიყო“, - ამბობს ჯეიმსი.
თემები: მამაკაცები, წარმატება, მოტივაცია, სამეფო
<a href="https://www.harpersbazaar.com">https://www.harpersbazaar.com</a>