პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა „ვულე ვუმ“ 2019 წლის სიახლეების სეზონი მამაკაცის არომატით გახსნა და პრესას L’HOMME LACOSTE-ის უფრო მძაფრი ვერსია — L’HOMME LACOSTE INTENSE-ი გააცნო.

LACOSTE-ის არომატები ორ ჯგუფად იყოფა: EAU DE LACOSTE L.12.12-ი და CROC-ი. EAU DE LACOSTE L.12.12 შედარებით სპორტული, ახალგაზრდული ხასიათით გამოირჩევა — არომატების ეს ჯგუფი წარმატებული ფრანგი ჩოგბურთელის, პოლო-მაისურების გამომგონებელ რენე ლაკოსტის მაისურის შთაგონებითაა შექმნილი; რაც შეეხება CROC-ის, იგივე „ნიანგის“ ხაზს, ის უფრო ელეგანტური, წარმატებული, ახალგაზრდა პროფესიონალის ხასიათს ატარებს. ფსევდონიმი CROC-იც ბრენდის შემქმნელის სახელს უკავშირდება: რენე ლაკოსტის ეს მეტსახელი ჩოგბურთის შეუპოვარი, აზარტული მოთამაშის სიმბოლოს ატარებდა.

ნათია პაპუაშვილი პრეზენტაციის მსვლელობისას

სწორედ CROC-ის არომატების ოჯახს მიეკუთვნება ახალი სუნამო L’HOMME LACOSTE INTENSE-ი, რომელიც ბრენდის მიერ განმარტებულ ქარიზმატული მამაკაცის საიდუმლოს შესახებ გვიამბობს — ელეგანტურობა, სამართლიანი თამაში და შეუპოვრობა ის თვისებებია, რომელთა დამსახურებითაც რენე ლაკოსტმა საკულტო პერსონის წოდება მოიპოვა.

ნინო ნოდია და ნათია პაპუაშვილი პრეზენტაციის სტუმრებთან ერთად

L’HOMME LACOSTE-ის ინტენსიურ არომატზეც წინამორბედის შემქმნელმა პარფიუმერმა მიშელ ჟირარდმა იმუშავა. ხილის, სანელებლების და ტყის სურნელების ნაზავი ვეტივერის მამაკაცური აკორდისა და ციპრიოლის ნოტებითაა გაძლიერებული.

ზედა ნოტები: კომში, რევანდი, მანდარინი, ფორთოხალი
გულის ნოტები: შავი წიწაკა, ჯანჯაფილი, ჟასმინი, ნუში
საბაზისო ნოტები: კედარი, აკიგალას ხე, ამბრი, ვანილი, ვეტივერი, ციპრიოლი

L’HOMME LACOSTE INTENSE-ის შეძენა პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელ „ვულე ვუში“, 50 და 100-მილილიტრიანი მოცულობით შეგიძლია.