მითი № 1: აცრები შეიძლება გახდეს აუტიზმის მიზეზი

აუტიზმის კავშირი აცრებთან ერთ-ერთი ყველაზე მავნე სამედიცინო მითია. მას არ გააჩნია არავითარი მეცნიერული მტკიცებულება, სამაგიეროდ გააჩნია გაჩენის თარიღი - 1998 წლის თებერვალი, როდესაც სამეცნიერო ჟურნალში The Lancet გამოქვეყნდა ექიმ ენდრიუ უეიკფილდის სტატია. ის ამტკიცებდა, რომ წითელას, ყბაყურასა და წითურას საწინააღმდეგო ვაქცინა იწვევდა აუტიზმს. შემდგომ გაირკვა, რომ კვლევის შედეგები იყო ფალსიფიცირებული, უეიკფილდს ჩამოართვეს ლიცენზია, მაგრამ მითი ჯერ კიდევ ცოცხლობს.

მითი № 2: თუ ბავშვი ქუდის გარეშე ისეირნებს, შეიძლება დაავადდეს მენინგიტით

მენინგიტს იწვევს ვირუსები, ბაქტერიები და სოკო, და ქუდის გარეშე სიარულთან მას არანაირი კავშირი არ აქვს. თებერვლიდან აპრილის ჩათვლით ნამდვილად უფრო ხშირად ავადდებიან, მაგრამ არა იმიტომ, რომ ცივა, არამედ იმიტომ, რომ ადამიანები ამ პერიოდში ხშირად და დიდხანს არიან დახურულ ცუდად განიავებულ შენობებში, ამ დაავადების გადადების საშუალება კი - ჰაეროვან-წვეთოვანია.

მითი № 3: თუ ბავშვს ჩუტყვავილა აქვს, საჭიროა იზოლაცია და ბრილიანტის მწვანე

12 წლამდე ჩუტყვავილა ადვილად მიმდინარეობს, დიდები კი ამ დაავადებას უფრო რთულად იტანენ. ამიტომ დასავლეთის ქვეყნებში არ არის მიღებული კარანტინის გამოცხადება და დაავადების შემთხვევაში ბავშვის იზოლირება: უკეთესი იქნება თუ გარშემომყოფი ბავშვებიც ასევე დროზე მოიხდიან. უმეტეს შემთხვევებში ჩუტყვავილა ადვილად მიმდინარეობს და გააჩნია მკაფიო ვადები, ამიტომ მისი მკურნალობა არ არის საჭირო - შეიძლება მხოლოდ ანტიჰისტამინური პრეპარატების მიღება ქავილისგან ან სიცხისდამწევი საშუალებები (ასპირინის გარდა). ბრილიანტის მწვანეც ასევე არ კურნავს ჩუტყვავილას და მისი გამოყენება არ არის საჭირო.

მითი № 4: სურდოს, ხველისა და სიცხის დროს დატოვოთ ბავშვი სახლში

მსუბუქი სურდო, ხველება და თუნდაც ტემპერატურა 37,5˚ - ეს არ წარმოადგენს მიზეზს დატოვოთ ბავშვი სახლში. ინფექციებით გაცვლა საბავშვო კოლექტივში ეხმარება იმუნიტეტს ვარჯიშში. წელიწადში 6-8-ჯერ ავადმყოფობა რესპირატორული დაავადებებით - ნორმალურია. თუ ბავშვი მხნედ გრძნობს თავს, თავისუფლად შეიძლება გავუშვათ ბაღში ან სკოლაში და საკმარისი იქნება გავატანოთ თან ქაღალდის ხელსახოცების მარაგი.

მითი № 5: ნაკაწრებისა და დაჟეჟილობებისგან შეიძლება განვითარდეს სისხლის მოწამვლა

თუ ბავშვს ნორმალური იმუნიტეტი აქვს, კანზე უმნიშვნელო დაზიანებების გამო პანიკაში არ უნდა ჩავარდეთ: საკმარისია მობანოთ წყლით და დაამუშაოთ ანტისეპტიკით. იმისათვის რომ თავიდან ავიცილოთ ტეტანუსით დაავადება უფრო სერიოზული ტრავმის შემთხვევაში, ბავშვი აუცილებლად უნდა იყოს აცრილი. თუ იმუნიტეტი შესუსტებულია ან ბავშვი ჭუჭყიანი საგნით დაშავდა, მაგალითად შუშის ნატეხით, მნიშვნელოვანია საგულდაგულოდ დაამუშაოთ ჭრილობა. მაგრამ არ გამოიყენოთ იოდი ან ბრილიანტის მწვანე: ისინი აშრობენ კანს და ხელს უშლიან მის შეხორცებას.

მითი № 6: როტავირუსს უნდა ვუმკურნალოთ

ტემპერატურა, ღებინება, დიარეა - როტავირუსულ ინფექციაში სასიამოვნო არაფერია. მაგრამ მკურნალობას ის არ საჭიროებს და 1-5 დღის შემდეგ თვითონ გაივლის. მთავარი, რაც უნდა გააკეთოთ ავადმყოფობის დროს, - მოერიდოთ გაუწყლობას, ამიტომ საშინაო აფთიაქში ყოველთვის უნდა გქონდეთ საშუალებები პერორალური რეგიდრატაციისთვის. ზოგიერთი დასავლური პედიატრები როტავირუსის დროს ურჩევენ დალიონ კოკა-კოლა. ვინაიდან როტავირუსი წარმოადგენს უმძიმეს ნაწლავურ ინფექციას, რეკომენდებულია შესაბამისი აცრის გაკეთება.