15 ყველაზე რომანტიკული მამაკაცი მელოდრამებიდან, რომლებიც მაყურებლისთვის საოცნებო გმირები გახდნენ
- 04.03.2019
თითქმის ყველას გვიყვარს ჰოლივუდური რომანტიკული კომედიების ყურება. ამ ჟანრის ფილმები განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. ფილმების გმირები კი საყვარელი და საოცნებო ადამიანები ხდებიან. ვიხიბლებით მათი ჩვევებით, ქმედებებით, სხვადასხვა საკითხებთან დამოკიდებულებით, რომანტიკული ხასიათით და ცხადია, გარეგნობით.
ვნახოთ, 15 ყველაზე რომანტიკული მამაკაცი მელოდრამებიდან, რომლებიც მაყურებლისთვის საოცნებო გმირები გახდნენ.
15. მისტერ დარსი ფილმიდან „სიამაყე და ცრურწმენა“/“Pride and Prejudice” - რთულია იპოვოთ ადამიანი, ვისაც მისტერ დარსი არ უყვარს. მის როლს მსახიობი მეთიუ მაკფადენი ასრულებს. შესაძლოა, მისი დამოკიდებულება ელიზაბეტ ბენეტის მიმართ თავდაპირველად დიდად მომხიბვლელი არ არის, მაგრამ ის მალე წარმოგვიდგება შეყვარებულ გმირად, რომელიც მზად არის ყველაფერი გააკეთოს საყვარელი ქალისთვის. ზოგადად, როგორც წესი, წიგნის წაკითხვის შემდეგ, რთულია მისი ეკრანული ადაპტაციით მოიხიბლო, მაგრამ ეს სულ სხვა შემთხვევაა და ძნელია, გამოვარჩიოთ „სიამაყე და ცრურწმენა“ - წიგნი სჯობს, თუ კინოსურათი.
14. ბენჟამინ ბარი ფილმიდან „როგორ დავშორდე მამაკაცს 10 დღეში“/How to Lose a Guy in 10 Days” - მომხიბვლელი მენჟამინის როლს მსახიობი მეთიუ მაკკონაჰი ასრულებს. შეუძლებელია ეს სექსუალური, რომანტიკული და ძალიან მხიარული პერსონაჟი არ შეგიყვარდეთ. ის არის შარმიანი და სექსუალური მამაკაცი და თითქმის ყველა ის თვისება აქვს, რაც ქალს კაცში ხიბლავს.
13. ჩარლზი ფილმიდან „ოთხი ქორწინება და ერთი დაკრძალვა“/Four Weddings and a Funeral” - ჰიუ გრანტი რომანტიკული მელოდრამების ნამდვილი ვარსკვლავია და ჩარლზი მისი ერთ-ერთი გამორჩეული გმირია. ეს ფილმი მტკიცებულებაა იმისა, რომ ნებისმიერი მომხიბვლელი მამაკაცი კიდევ უფრო მომხიბვლელი ხდება, თუ მას სათვალე უკეთია. გარდა ამ აქსესუარისა, ჩარლზი განსაკუთრებული შარმით გამოირჩევა. დახვეწილი, რომანტიკული მანერები არის ის, რის გამოც ქალებს ძალიან უყვართ და მაყურებლისთვის ის საოცნებო გმირია.
12. მეთ ფლამჰაფი ფილმიდან „13-დან 30-ში“/13 Going on 30 - მეთის გმირს მსახიობი მარკ რუფალო ასრულებს. ფილმი გვჩვენებს, რომ ერთი შეხედვით სულელი ბიჭი შეიძლება იყოს ის, ვისაც ყველაზე უკეთ ესმის ქალების და ზუსტად იცის, რა სურთ მათ. ფილმის გმირი ძალიან მგრძნობიარე და ამავდროულად, საოცრად სექსუალურია, ფანტასტიკურად ცეკვავს და შეუძლებელია, ფილმი ერთხელ ნახო და ის არ შეგიყვარდეს.
11. ჯეკ გალაჰანი ფილმიდან „სანამ შენ გეძინა“/While You Were Sleeping - ჯეკის როლს მსახიობი ბილ ფულმანი ასრულებს. ჯეკი რომანტიკული და დახვეწილი მანერების მქონე კაცია, იდეალური შეყვარებულია და სწორედ ამის გამო უყვარს ის მაყურებელს. რა დროც უნდა გავიდეს ადამიანებისთვის ეს ფილმი ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ რომანტიკულ კომედიად დარჩება.
10. ქუმალი ფილმიდან „დიდი ავადმყოფობა“/The Big Sick - ამ სიაში ალბათ ეს ყველაზე რეალისტური გმირია, ისეთი გმირი, რომლის მსგავსებიც რეალურ ცხოვრებაშიც არსებობენ. ფილმში გადმოცემულია მარტოხელა ბიჭის ისტორია, რომელსაც ტრადიციული ოჯახი, მუსულმანი მშობლები ჰყავს და რომლის ცხოვრებაც მოსაწყენია, სანამ თეთრკანიანი გოგონა არ შეუყვარდება.
9. პატრიკ ვერონა ფილმიდან „ჩემი სიძულვილის 10 მიზეზი“/10 Things I Hate About You - ამ ფილმში მსახიობმა ჰიტ ლეჯერმა დაუვიწყარი სახე შექმნა, სწორედ ის ასრულებს პატრიკის როლს. რა დროც უნდა გავიდეს, ეს იქნება ადამიანების დიდი ნაწილის საყვარელი რომანტიკული კომედია, ხოლო პატრიკი კი, გმირი, რომელის საოცნებოდ დარჩება მაყურებლისთვის. უამრავი მიზეზი გაქვთ პატრიკ ვერონას სიყვარულის, მათ შორის კი ერთ-ერთი მთავარი ვიზუალური მხარე, მისი გრძელი, ხუჭუჭა თმა და ლოყებზე ორმოებია.
8. ჯოშ ლუკასი ფილმიდან „სულელი“/Clueless - ჯოშ ლუკასის როლს ფილმში პოლ რუდი ასრულებს. ეს თავზეხელაღებული გმირი მაყურებლის საყვარელი რომანტიკული პერსონაჟია.
7. კლიფ პენტონი ფილმიდან „მიაღწიე წარმატებას“/Bring It On - კლიფ პენტონის როლს მსახიობი ჯეს ბრედფორდი ასრულებს. ის ქარიზმატული, შარმიანი და კრეატიულია. თინეიჯერი ბიჭებისთვის კლიფის სტილი და მანერები დღემდე მისაბაძია და რაც შეეხება გოგონებს - „ძვირფასო, შენ ის ხარ, ვინც ჩვენ გვჭირდება“.
6. ჰარი ბარნსი ფილმიდან „როცა ჰარი შეხვდა სალის“/ When Harry Met Sally... - ჰარის როლს მსახიობი ბილი კრისტალი ასრულებს. ეს შედარებით განსხვავებული გმირია და არ ახასიათებს ზუსტად ისეთი ჩვევები, როგორიც რომანტიკული კომედიების გმირებს, განსხვავებულია და სწორედ ამის გამო მოსწონთ ძალიან. ჰარი ყველა სხვა რომანტიკული კომედიის გმირებისგან გამორჩეული გმირია და ამიტომ, მაყურებლისთვის დაუვიწყარი გახლავთ.
5. მაქსი ფილმიდან „საკუთარი ბავშვი“/Obvious Child - მაქსის როლს მსახიობი ჯეიკ ლეისი ასრულებს. მისი ღიმილი და ჭკვიანი გამომეტყველება კი, ადამიანებს გულს იპყრობს. მას არ შეუძლია, რომ ქალს გული ატკინოს და სწორედ ამიტომ იკავებს სიაში მეხუთე ადგილს. ამ თვისების გამოა მაქსი ბევრი ქალისთვის საოცნებო.
4. ნიკ იანგი ფილმიდან „არანორმალურად მდიდარი აზიელები“/Crazy Rich Asians - ნიკის როლს მსახიობი ჰენრი გოლდინგი ასრულებს. ნიკი სინგაპურელი ვარსკვლავია. ის არის რომანტიკული ჯენტლმენი, რომელსაც თავდავიწყებით უყვარს თავისი გერლფრენდი. არის შარმიანი, ქარიზმატული, მდიდარი, რომანტიკოსი და ყველა ის თვისება აქვს, რაც ქალებს კაცებში მოსწონთ.
3. მარკ დარსი ფილმიდან „ბრიჯიტ ჯონსის დღიურები“/Bridget Jones’s Diary - მარკის როლს შეუდარებელი კოლინ ფერტი ასრულებს. ის არის კაცი, რომელსაც საყვარელი ქალი უბრალოდ უყვარს ისეთი, როგორიც არის. სწორედ ამიტომ, ის საოცნებო და გამორჩეულად საყვარელი გმირია მაყურებლისთვის.
2. უილიამ „უილ“ თაკერი ფილმიდან „ნოტინგ ჰილი“ – „ნოტინგ ჰილი“ გამორჩეულია რომანტიკულ მელოდრამებში და დარწმუნებულები ვართ, რომ ვეღარც ითვლით იმდენჯერ გაქვთ ის ნანახი. ჰიუ გრანტის გმირი იდეალურია და საოცნებო მაყურებლის დიდი ნაწილისთვის. ჭკვიანი, ინტელექტუალი, რომანტიკული, შარმიანი, რომელმაც იცის, როგორ უნდა მოიქცეს საყვარელი ქალის გვერდით და როგორ ასიამოვნოს მას.
1. პიტერ კავინსკი ფილმიდან „ყველა ბიჭისთვის, ვინც ოდესმე მიყვარდა“/To All the Boys I’ve Loved Before - პიტერის როლს მსახიობი Noah Centineo ასრულებს. პიტერი მომხიბვლელი, სექსუალური, შარმიანი, იუმორის გრძნობით სავსე, რომანტიკული გმირია, რომელმაც მაყურებლის დიდი სიყვარული დაიმსახურა. ის არ ცდილობს საყვარელი გოგონას შეცვლას და იღებს ისეთს, როგორიც არის. უყვარს უპირობოდ და სწორედ ამიტომ, ის ბევრისთვის საოცნებო გმირია.
თემები: მამაკაცი, მამაკაცები, ფილმები, მსახიობები
<a href="https://www.huffingtonpost.com/">https://www.huffingtonpost.com/</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია