თუ თქვენი შვილი მარტში დაიბადა, ან სულაც თავად ხართ მარტში დაბადებული, ბედნიერი ადამიანი ხართ, რადგანაც კვლევის თანახმად, წელიწადის ამ თვეში დაბადებულები განსაკუთრებულები არიან და თანაც, ბევრი მიზეზით.

მარტი არის თვე, რომლითაც ზამთარი დავიწყებას ეძლევა და წელიწადის გამორჩეულად ლამაზი დრო, გაზაფხული იწყება. სწორედ ამიტომ, მარტი განახლების, ახალი ცხოვრების და ცვლილებების სიმბოლოა.

ამბობენ, რომ მარტს ეს სახელი მარსის გამო დაერქვა. მარსი გარდა პლანეტისა, რომაული ღმერთების პანთეონში, ომის ღმერთსაც ჰქვია. სწორედ ამიტომ, ამ სახელს გაცილებით ღრმა და მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს.

უამრავი მიზეზია იმისთვის, რომ მარტში დაბადებულებმა იამაყოთ იმით, რომ სწორედ ამ თვეში დაიბადეთ. კვლევის თანახმად, მარტში დაბადებულები გამოირჩევიან სხვებთან შედარებით მეტი პასუხისმგებლობის გრძნობით და არიან იღბლიანები.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მარტში დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან განსაკუთრებულად კარგი მხედველობით, მათში მცირეა ასთმის გაჩენის რისკი და არ არიან ალერგიულები.

მაგრამ ის, რაც მათ დანარჩენებისგან განსაკუთრებით გამოგარჩევთ, არის ერთი მახასიათებელი - უშრეტი ოპტიმიზმი.

თუ მარტში დაიბადეთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენთან მეგობრობა ყველას სურს თქვენი პოზიტივის, სითბოსა და კეთილი განწყობის გამო. თუ მარტში დაიბადეთ, თქვენ ხართ ის, ვინც ცხოვრებაში აუცილებლად გაიმარჯვებს.