მშობლები

აღზრდის 5 მეთოდი იაპონელი მშობლებისგან, რომლებიც დაგეხმარებათ, რომ მშვიდი და თავაზიანი შვილი გაზარდოთ

აღზრდის 5 მეთოდი იაპონელი მშობლებისგან, რომლებიც დაგეხმარებათ, რომ მშვიდი და თავაზიანი შვილი გაზარდოთ

იაპონელი ბავშვები აღფრთოვანებას იწვევენ. როგორც წესი, ისინი განსაკუთრებული ზრდილობით გამოირჩევიან, არიან მეგობრულები და სხვა ბავშვებისგან განსხვავებით, ემოციებს მძაფრად არ გამოხატავენ. იაპონიაში იშვიათად ნახავთ ბავშვს, რომელიც მაღაზიაში ტირის და მშობელს რაიმის ყიდვას სთხოვს.

ასე იმიტომ ხდება, რომ იაპონელ მშობლებს აღზრდის განსაკუთრებული მეთოდები აქვთ. გთავაზობთ აღზრდის 5 წესს, რომლებიც მშვიდი, თავაზიანი, გაწონასწორებული შვილის აღზრდაში დაგეხმარებათ.

1. დედისა და შვილის ურთიერთობა მჭიდროა - ქართველ დედებს შვილებთან მჭიდრო ურთიერთობით ალბათ ვერავინ გააკვირვებს, მაგრამ იაპონიაში დედა-შვილის ურთიერთობა გამორჩეულად ძლიერია. მათ ერთად სძინავთ. დედა მაღაზიაშიც კი არ მიდის ბავშვის გარეშე და ერთი წამითაც არ ტოვებს მარტო. ყოველთვის ხელში ჰყავს, ან მის სიახლოვესაა.

აღზრდის 5 მეთოდი იაპონელი მშობლებისგან, რომლებიც დაგეხმარებათ, რომ მშვიდი და თავაზიანი შვილი გაზარდოთ

დედა ეთანხმება შვილს ყველაფერზე, უსრულებს ყველა სურვილს, თუმცა ასე ხდება მხოლოდ 5 წლის ასაკამდე. კვლევის თანახმად სწორედ ამგვარი დამოკიდებულების გამო, ბავშვში პრობლემური ფსიქოლოგიის განვითარების რისკი ქრება და მათ არ უვითარდებათ ფსიქოლოგიური დარღვევები.

2. იაპონიის აღზრდის სისტემა - იაპონიაში ყველა ადამიანი ერთმანეთის თანასწორად მიიჩნევა და სწორედ ამას ასწავლიან ბავშვებს, ამ იდეოლოგიიით ზრდიან. აღზრდის სისტემის მიხედვით 5 წლამდე ასაკის ბავშვები სრულყოფილებად მიიჩნევიან და როგორც უკვე ვთქვით, მათ ყველა სურვილს უსრულებენ. 5-დან 15 წლამდე მოზარდებს აღიქვამენ ისე, როგორც მსახურებს, რასაც სხვა ეროვნების ადამიანები, როგორც წესი, სწორად ვერ იგებენ ხოლმე.

აღზრდის 5 მეთოდი იაპონელი მშობლებისგან, რომლებიც დაგეხმარებათ, რომ მშვიდი და თავაზიანი შვილი გაზარდოთ

ეს ფილოსოფია მიზნად ისახავს კოლექტიური საზოგადოების წევრის აღზრდას, სადაც ადამიანის პირადი ინტერესები არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამით იაპონელი მშობლები ცდილობენ აღზარდონ ადამიანი, რომელიც საკუთარ თავთან ჰარმონიას იპოვნის, რომელიც შეძლებს იპოვნის საკუთარი მიზანი და არ დაკარგოს ღირებულებები.

აღზრდის პირველ საფუხერზე მშობლები შვილებს უსასრულო სიყვარულსა და მზრუნველობას აჩვენებენ.

მეორე ეტაპზე კი ასწავლიან შვილებს წესების მიხედვით ცხოვრებას და ცდილობენ, ცხოვრების მიზანი აპოვნინონ. დედასა და შვილს შორის აღზრდის პირველ ეტაპზე იმდენად ძლიერი კავშირი ჩნდება, რომ აღზრდის მეორე ეტაპზე ბავშვი ცდილობს ყველაფერი გააკეთოს სწორად იმის გამო, რომ დედა არ გაანაწყენოს.

აღზრდის მესამე ეტაპზე მოზარდი საზოგადოების სრულფასოვანი წევრი ხდება.

3. ოჯახი ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა - იაპონელი მშობლები ტრადიციული კიმონოს ტარებას გოგონებს ადრეული ასაკიდანვე აჩვევენ. როგორც წესი, ბავშვის აღზრდაში მთავარი როლი ამ ქვეყანაში დედებს აქვს. ისინი დიდ დროს ატარებენ შვილების გვერდით. იაპონელები ფიქრობენ, რომ მოზარდი საბავშვო ბაღში 3 წლამდე არ უნდა მიიყვანოთ. მშობლები, უმეტეს შემთხვევაში, უარს ამბობენ ძიძაზე.

აღზრდის 5 მეთოდი იაპონელი მშობლებისგან, რომლებიც დაგეხმარებათ, რომ მშვიდი და თავაზიანი შვილი გაზარდოთ

სამაგიეროდ, ბავშვები დიდ დროს ატარებენ ბებიებთან, ბაბუებთან და ნათესავებთან ერთად. მათი ურთიერთობა ოჯახის წევრებთან საოცრად თბილია. ოჯახის წევრები მიიჩნევიან ადამიანებად, რომლებიც ყოველთვის მხარს დაუჭერენ, გვერდით დაუდგებიან და დაიცავენ ერთამენთს და ამას ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე ასწავლიან.

4. მშობელი, როგორც მაგალითი - სპეციალისტებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელშიც იაპონელი და ევროპელი მშობლები და მათი შვილები მონაწილეობდნენ. ესპქრიმენტის მონაწილე ბავშვებს პირამიდის კონსტრუქციის აგება სთხოვეს. იაპონელმა მშობლებმა ჯერ თავად ააგეს კონსტრუქცია და ამით პრაქტიკულად აჩვენეს შვილებს, თუ როგორ უნდა შეესრულებინათ ეს საქმე.

აღზრდის 5 მეთოდი იაპონელი მშობლებისგან, რომლებიც დაგეხმარებათ, რომ მშვიდი და თავაზიანი შვილი გაზარდოთ

ევროპელმა მშობლებმა კი მხოლოდ განუმარტეს შვილებს როგორ უნდა აეგოთ პირამიდა და შემდეგ სთხოვეს რომ თავად ეცადათ გაკეთება. აქედან გამომდინარე, იაპონელი მშობლები შვილებს საკუთარი მაგალითით ასწავლიან. იაპონელი მშობლები არ შემოიფარგლებიან მხოლოდ თეორიული განმარტებებით. შვილებს პრაქტიკული მაგალითებით ასწავლიან ამა თუ იმ საკითხს.

5. ემოციები - იმისთვის, რომ ბავშვი საზოგადოების ღირსეულ წევრად ჩამოყალიბდეს, მნიშვნელოვანია, რომ ისწავლოს სხვების გრძნობებისა და ინტერესების პატივისცემა. იაპონელი მშობლები პატივს სცემენ თავიანთი შვილების გრძნობებს და ასწავლიან, როგორ გაუგონ სხვა ადამიანებს და ზოგჯერ საგნებსაც კი. მაგალითად, თუ ბავშვი მანქანის დამსხვრევას ცდილობს, იაპონელი მშობელი მას ეტყვის - „საწყალი მანქანა, ეტკინება, იტირებს“, ევროპელი მშობელი კი ასეთ შემთხვევაში ამბობს - „შეწყვიტე ამის გაკეთება, ეს ცუდი საქციელია“.

აღზრდის 5 მეთოდი იაპონელი მშობლებისგან, რომლებიც დაგეხმარებათ, რომ მშვიდი და თავაზიანი შვილი გაზარდოთ

იაპონელები არ მიიჩნევენ რომ აღზრდის მათი მეთოდები საუკეთესოა. დღეს დასავლური ღირებულებები მათ კულტურაზეც დიდ გავლენას ახდენს, მაგრამ იაპონური აღზრდის მთავარი კონცეპტი - იყავი მშვიდი და აჩვენე შვილს უსაზღვრო სიყვარული, უცვლელია.



<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>