ადამიანის ცხოვრებაში ძილის საჭიროებასა და მნიშვნელობაზე ბევრს არ ვისაუბრებ. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ ვინც არ უნდა იყოთ, როგორც არ უნდა გენანებოდეთ დრო ძილისთვის ან, საერთოდაც, არ გიყვარდეთ ის, თბილი გადასაფარებლის ქვეშ შეძრომა და კარგი გამოძინება ზოგჯერ ყველას ძალიან გვჭირდება.
გადატვირთული დღის რეჟიმი, პირადი თუ საყოფაცხოვრებო საჭიროებები, სანერვიულო და საფიქრალი, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და სხვ. ხანდახან იმ ადამიანებსაც კი უშლით ხელს კარგად გამოძინებაში, რომლებსაც ძილი ძალიან უყვართ. ასეთ დროს, ადამიანები სხვადასხვა დამამშვიდებელ საშუალებებს სვამენ, ან ბალახისა და გვირილის ჩაის ანიჭებენ უპირატესობას.
თუ თქვენც მათ შორის ხართ, ვისაც დამამშვიდებელი ჩაიც კი ვერ ეხმარება კარგად გამოძინებაში, მაშინ, გაიზიარეთ ჩვენი რჩევები და ეცადეთ, სასიამოვნოდ გამოიძინოთ!
1. თუ დაძინება გიჭირთ
უარი თქვით ყავასა და ჩაიზე საღამოს 7 საათის შემდეგ. ივარჯიშეთ ყოველ დილით.
2. თუ ხვრინვა გტანჯავთ
დაძინებამდე ხელები თავქვეშ ამოიდეთ. მოერიდეთ ალკოჰოლს და დაძინებამდე გამოიყენეთ ცხვირის სპრეი სუნთქვის გაუმჯობესების მიზნით.
3. თუ კისრის ტკივილი გაწუხებთ
წელიწადში მინიმუმ ორჯერ შეცვალეთ ბალიშები. უპირატესობა მიანიჭეთ ლატექსის ბალიშებს.
4. თუ ღამით ხშირად გეღვიძებათ
ზოგადად და განსაკუთრებით საღამოს საათებში მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას. აკონტროლეთ ოთახის ტემპერატურა. სასურველია, 20-22 გრადუსამდე ტემპერატურაში იძინოთ.
5. თუ გულძმარვა გტანჯავთ
უპირველესად, მიმართეთ ექიმს. დაიძინეთ მარცხენა მხარზე და თავქვეშ ამოიდეთ ხელები. შეარჩიეთ დიდი და კომფორტული ბალიში.
6. თუ მხარი გტკივათ
ეცადეთ, ყოველთვის ზურგზე დაიძინოთ და მუცლით ბალიშს ჩაეხუტოთ.
7. თუ გაღვიძება გიჭირთ
ყოველდღიურად, დასვენების დღეებშიც კი, ეცადეთ, ზუსტად ერთსა და იმავე დროს ადგეთ.
8. თუ ფეხის კუნთები და სახსრები გტკივათ
სცადეთ პრობლემური ადგილების მასაჟი ძილის წინ.
9. თუ ზურგი გაწუხებთ
დაიძინეთ მუცელზე და ამოიდეთ ბალიში მუცლის ქვეშ. თუ მუცელზე ვერ იძინებთ, ზურგზე ძილის შემთხვევაშიც, ბალიშით ძილია რეკომენდებული.
თემები: ძილი, ჯანმრთელობა, ქალები, რჩევები
<a href="http://bit.ly/2iAjNUt">http://bit.ly</a>