1. მორიელი - თქვენ ყოველთვის გადაჭარბებით მიირთმევთ, ვერასოდეს იგებთ, როდის უნდა გაჩერდეთ. ჭამა უდიდეს სიამოვნებას განიჭებთ. ის სტრესის დაძლევაში და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში გეხმარებათ. როცა გშიათ, წარმოუდგენლად რთულია თქვენთან ურთოერთობა. მას კი, ვისაც თქვენი გულის მოგება სურს, ვურჩევთ, კარგად გაგიმასპინძლდეთ.
2. მერწყული - ჭამა გაბედნიერებთ. ამავდროულად, გურმანიც ხართ და საჭმელების მომზადებაც კარგად გამოდგით. ადამიანებს თავიანთი კულინარიული შესაძლებლობებით აფასებთ. როცა გაბრაზებული ხართ, ყველაზე მარტივად გემრიელი კერძის მირთმევა გამშვიდებთ.
3. ტყუპები - გემრიელად ჭამა თქვენვის განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. გიყვართ მთელი დღის გან,ავლობაში ტკბილულის მირთმევა, სულ რაღაცას მიირთმევთ. დიეტა თქვენთვის არ არსებობს.
4. სასწორი - ჭამა დეპრესიის დაძლევაში გეხმარებათ. თუ დეპრესიაში არ ხათ, ჩვეულებრივად იკვებებით, მაგრამ დეპრესიის დროს თავის გაკონტროლება გიჭირთ და ზოგჯერ გაუცნობიერებლად მიირთმევთ დიდი რაოდენობით საჭმელს.
5. ქალწული - თქვენ ცდილობთ სწორად იკვებოთ, მაგრამ გადაჭარბებულ მცდელობას მოაქვს ის, რომ მართალია ჯანსაღ საკვებს, მაგრამ ძალიან დიდი რაოდენობით მიირთმევთ.
6. თევზები - თქვენც იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნებით, რომელთათვისაც გემრიელად ჭამას ბედნიერება მოაქვს. კარგად გამოგდით საჭმელების მომზადებაც და მათი მირთმევაც გიყვართ, გხიბლავთ სხვადასხვა უცხო და უცნაური კერძების დაგემოვნება.
თემები: ზოდიაქო, ჰოროსკოპი, მორიელი, ასტროლოგია, ტყუპები, თევზები, მერწყული, ქალწული, სასწორი
<a href="https://www.yourtango.com">https://www.yourtango.com</a>