ვნახოთ 5 საუკეთესო წიგნი ქალებისთვის, რომლებსაც სურთ სექსზე უფრო მეტი იცოდნენ.
1. „როგორ გახდეთ საუკეთესო შეყვარებული“/HOW TO BE A GREAT LOVER (ავტორი, LOU PAGET) - ამ წიგნით დაიწყეთ. ავტორი წერს რეალური გამოცდილების შესახებ, რომლებიც მას ასობით ქალმა და მამაკაცმა გაუზიარა. მასში ამოიკითხავთ სექსის გაკვეთილებს და სექსის შესახებ ბევრ საიდუმლოს გაიგებთ.
2. GREAT SEX MADE SIMPLE, ავტორები მარკ მიშელი და პატრიცია ჯონსონი - წიგნის ავტორები ქალი და მამაკაცი არიან და ის კარგი რესურსია სექსის ტიპების უკეთ გასაგებად. მისი საშუალებით სექსზე ბევრ ახალ რამეს გაიგებთ და თქვენი სექსუალური ცხოვრება უფრო საინტერესო გახდება.
3. THE LITTLE BOOK OF KINK: SEXY SECRETS FOR THRILLING OVER-THE-EDGE PLEASURE - წიგნის ავტორია სექსოლოგი ჯესიკა ო’რეილი და მასში ყველაზე სარწმუნო და კომპეტენტური ინფორმაციაა მოცემული სექსის შესახებ. ის დაგეხმარებათ, რომ თქვენი ყველა სექსუალური ფანტაზია რეალობად აქციოთ.
4. GUIDE TO GETTING IT ON - გარდა იმისა, რომ ამ წიგნით სექსის შესახებ განათლებას მიიღებთ, ამასთანავე, ბევრს იცინებთ, რადგანაც იუმორითაა დაწერილი.
5. SEX TIPS FOR STRAIGHT WOMEN FROM A GAY MAN - კიდევ ერთი წიგნი სექსის შესახებ, რომელიც იუმორისტული ენითაა დაწერილი. მისი საშუალებით გაიგებთ, თუ რა სურთ სექსის დროს კაცებს.
თემები: სიყვარული და სექსი, წყვილი, გენეტიკური კოდი, სექსუალური მიზიდულობა, ქალები
<a href="https://books.allwomenstalk.com">https://books.allwomenstalk.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია