ჰოროსკოპი

2020 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

2020 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

2020 წელი არ იქნება მარტივი ზარმაცი ადამიანებისთვის, მათთვის ვისაც შრომა ეზარება. ვირთხა გახლავთ შრომისმოყვარე ცხოველი და საკმაოდ წყნარი, ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ წელს, დათმობებზე წასვლა მოგიწევთ, სამაგიეროდ სამყარო ამისთვის დაგაჯილდოვებთ.

პოზიტიური ცვლილებების წელია, არ დაიზაროთ და აიღეთ პასუხიმგებლობა ყველა საქმეზე, რომელსაც შემოგთავაზებენ და ამისთვის გექნებათ ფინანსური ანაზღაურება. ვირთხა ზოდიაქოს პირველი ნიშანია და ამიტომ ძალიან კარგია იდეალური და ამბიციური ადამიანებისთვის. შეიცვალეთ სამსახური, დაიწყეთ ახალი ბიზნესი, ჩადეთ ახალ საქმეში ინვესტიცია და იღბალი დასახულ მიზნისკენ მიგიყვანთ.

თუ მოგზაურობის მოყვარული ხართ, 2020 წლის ჰოროსკოპი მწვანე შუქს გინთებთ იმისთვის, რომ ბევრი ახალი ქვეყანა მოინახულოთ.

ვერძი (21 მარტი-20 აპრილი)

2020 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

მთელი წლის განმავლობაში გექნებათ იმის განცდა, რომ რაღაც დიდ სიმაღლეზე ადიხართ, მაგრამ ამისთვის სერიოზული შრომა მოგიწევთ. ამ რთული გასეირნების დროს, გახადეთ თქვენი ცხოვრება მრავალფეროვანი, გადაჭერით ყველა პრობლემა, რომელიც წლების მანძილზე დაგიგროვდათ. ვირთხა ძალიან დაგეხმარებათ დაუსრულებელი საქმეების გადაწყვეტაში. წლის ბოლოს მადლიერი დარჩებით რომ არცერთი შემოთავაზებული ცხოვრებისეული შანსი არ გაუშვით ხელიდან. უბრალოდ ეცადეთ, რომ წელს მთელი თქვენი ენერგია კარიერას მოახმაროთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

2020 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

პასუხიმგებლობა და წინდახედულება - ეს არის ორი რამ, რასაც მთელი წლის მანძილზე უნდა დაეყრდნოთ. დროებით გადადეთ გართობა და ისეთი საქმეები, რომელიც მხოლოდ პირად სიამოვნებას მოგიტანთ და არ იქნება ფინანსურად მომგებიანი. დაისახეთ ამბიციური გეგმები, ვირთხა სერიოზულ კარს გიხსნით ბიზნესის კუთხით. საქმე, რომელსაც წელს წამოიწყებთ, მომავალში, რამდენიმე წლის განმავლობაშ მოგიტანთ სერიოზულ მოგებას.

ტყუპები (22 მაისი-21 ივნისი)

2020 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

თუ შარშან არაკომუნიკაბელური იყავით და ბიზნესზე იყავით ორიენტირებული, წელს თქვენს ცხოვრებაში მეგობრობა და სიყვარული შემოვა. ნუ ჩქარობთ ყველასთვის გული გახსნას, გაითვალისწინეთ რომ ადამიანები, რომლებიც თქვენს ცხოვრებას შეცვლიან, ახლო გარემოცვაში უნდა ეძებოთ და არა ახალ ნაცნობებში. წელს აუცილებლად დაამარცხებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც ოდესმე შეურაცხყოფა მოგაყენეს. შეიძინეთ ახალი საგნები, პირადი მოხმარებისთვის, განაახლეთ ავეჯი სახლში, იყიდეთ ახალი სამკაულები, რომლებსაც კი არ დადებთ, არამედ ყოველდღიურად მოიხმართ. იფიქრეთ შემოსავლის ახალ წყაროზე, კარგია წელს სამსახურის შეცვლა.

კირჩხიბი (22 ივნისი-22 ივლისი)

2020 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

2020-ში ყველაზე მეტად ხელს შეგიშლით სიჩქარე და ბრაზი. ასევე გადაანაწილეთ სწორად დრო და ოჯახის წევრებსაც დაუთმეთ. წელს განსაკუთრებულად მოგეჩვენებათ, რომ ვერაფერს ასწრებთ და თქვენი გეგმები თავდაყირა დადგება. რეალურად კი დროის ნაკლებობას მხოლოდ თქვენს მიერ შექმნილი ქაოსი გამოიწვევს. ბევრი მუშაობის გამო შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემა შეგექმნათ, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ ნერვულ სისტემასა და გულს. ძალიან კარგი წელია პირადი ურთიერთობების მოსაგვარებლად და კარიერული წინსვლისთვის.

ლომი (23 ივლისი-23 აგვისტო)

2020 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ფულის სწორად განკარგვაში წელს პრაქტიკული ვირთხა ლომს ძალიან დაეხმარება. ის ძალას მისცემს, რომ მის ცხოვრებაში შემოსული ახალი ხალხი სარფიანად გამოიყენოს. ასევე ძალიან დიდი ემოციები გელოდებათ ახალი საქმეებიდან. პირსისხლიან და ცივ ლომს, წელს შეიძლება თავდავიწყებით შეუყვარდეს და ამ რომანმა მის შემდგომ ცხოვრებაზე განსაკუთრებულად იმოქმედოს. გაითვალისწინეთ ერთადერთი რამ, რომ სიყვარულისთვის ფულს ნუ დახარჯავთ, თორემ ეს მხოლოდ ნერვული სისტემის დაზიანებას მოგიტანთ.

ქალწული (24 აგვისტო-23 სექტემბერი)

2020 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მოიკრიფოთ გონება და ფხიზლად შეაფასოთ ის შემოთავაზებები, რომლებიც შემდგომ წელს განვითარების შანს მოგცემთ. აუცილებლად შეადგინეთ სურვილების სია და მიჰყევით ბეჯითად მის შესრულებას. დაიწყეთ სახლში რემონტი, შეიცვალეთ სამსახური და პარტნიორები. გადადით სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად. ეს წელი სერიოზული ცვლილებებისთვის გამოიყენეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა დაკარგოთ საკუთარი თავი და სერიოზულ დეპრესიაში ჩავარდეთ. ამიტომ ქალწულებო, ცვლილებების დროა და ყველაფერი კარგად იქნება.

სასწორი (24 სექტემბერი-23 ოქტომბერი)

2020 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ყვითელმა ღორის წელიწადმა საკმაოდ მძიმედ დაგამჩნიათ თავისი ჩლიქები. წელს კი ყველაზე გონივრული რამ, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ ყველა წამით ისიამოვნოთ. ბედნიერებისთვის ყველაფერი გექნებათ, ასე რომ შეიმუშავეთ წლის გეგმა და ნელა იმოძრავეთ ერთი წერტილიდან მეორემდე. თქვენი ანალიტიკური უნარები და სწრაფი გონება, საბოლოოდ სწორ გზაზე გაგიყვანთ და დიდია შანსი შეხვედეთ საყვარელ ადამიანსაც. დაოჯახდეთ ან შვილი შეგეძინოთ. ამიტომ ყურადღება მიაქციეთ ყველა იმ შემოტავაზებას, რომელიც პაემანს ეხება.

მორიელი (24 ოქტომბერი-22 ნოემბერი)

2020 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ძნელი წარმოსადგენია იმაზე რთული გაერთიანება, როგორიცაა ვირთხა და მორიელი. ასე რომ, მოემზადეთ განსაცდელისთვისთვის, რომელსაც 2020 წელი მოგიტანთ. თუმცა არ შეგესინდეთ, თუ ვირთხას ერთსულოვნებას აჩვენებთ, ისე გადაუფრენთ ამ წელს, როგორც კომეტა. მთავარია არ გაჩერდეთ და დაბრკოლებებმა არ შეგაშინოთ. უცნობი ძალა ისე გატარებთ, რომ დასახულ მიზნამდე მაინც მიგიყვანთ. ყურადღება გამოიჩინეთ საყვარელი ადამიანების მიმართ. სწორედ მათგან იკვებებით სასიცოცხლო ენერგიით. და ბოლოს, ნუ გეშინიათ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი-21 დეკემბერი)

2020 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

მშვილდოსანი უკვე მიჩვეულია მოულოდნელ წარმატებებს და ამიტომ ეს წელიც არ იქნება გამონაკლისი, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ვირთხის წელში შესაძლებელია მოგიწიოთ კომფორტის ზონიდან გამოსვლა და ისეთი გზების ძიება, რომელიც უფრო მეტ ფინანსურ სტაბილურობას მოგიტანთ, ვიდრე ახლა გაქვთ. ეს ბრძოლა საშუალებას მოგცემთ არ დაკარგოთ უკვე მოპოვებული წარმატება და პირიქით, ძალიან ბევრი რამე ისწავლოთ. დაეხმარეთ საყვარელ ადამიანებს უფრო მეტად ვიდრე აქამდე, ეს გრძნობა ჰო უდიდეს ბედნიერებას განიჭებთ. გიყვართ მარტოობა? - დარჩით მარტო...

თხის რქა (22 დეკემბრი-20 იანვარი)

2020 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

წლის დასაწყისშ შესაძლოა ღალატისა და ტყუილის შესახებ შეიტყოთ, რაც ცხადია მარტივი არ იქნება და კომფორტის ზონიდან გამოგიყვანთ. სამაგიეროდ ეს მოგცემთ სრულიად ახალ გამოცდილებას, რომელიც გასწავლით როგორ გადახვიდეთ ცუდი „პალასიდან“ დადებითზე. ახალი ცოდნის შეძენა, ახალ გზებს დაგანახებთ ცხოვრების შესაცვლელად. ამიტომ ორიენტაცია მხოლოდ სწავლაზე აიღეთ. პირადი ცხოვრება წელს ყველაზე სტაბილური გექნებათ. საყვარელი ადამიანი არ დაგაკლებთ სითბოსა და სინაზეს. 2020 წელს ნათელი შთაბეჭდილებებით დაამთავრებთ.

მერწყული (21 იანვარი-19 თებერვალი)

2020 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

წელს მერწყულებმა შეგიძლიათ დაივიწყოთ რა არის მშვიდობა. მუდმივი დაბრკოლებები დაგეხმარებათ რომ თქვენი ხასიათი უფრო მტკიცე და გამოცდებისადმი მდგრადი გახდეს. კოლეგებთან კონფლიქტი და სირთულეები - ესაა, რაც მთელი წლის მანძილზე გელოდებათ, მაგრამ გაგახარებთ, ძალიან ლამაზად გამოხვალთ ყველა სიტუაციიდან. წლის მეორე ნახევარში შეძლებთ წარმატებული შენაძენის გაკეთებას, რაც სამომავლოდ კიდევ უფრო დიდ მოგებას მოგიტანთ. თავი შეიკავეთ აზარტული თამაშებისა და გართობისგან, თორემ იმაზე ფიქრი, რომ თავად გაჩერდებით, როცა მოგბეზრდებათ, სისულელეა.

თევზები (20 თებერვალი-20 მარტი)

2020 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

თუ თქვენ გაქვთ საიდუმლო ოცნება, რომლის განხორციელებაზეც ბოლო დროს აღარც ფიქრობდით, მაშინ გეტყვით, რომ ახლა თქვენი დროა. თუ მზად ხართ თავგადასავლებისთვის, მცირეოდენი დისკომფორტისთვის და სანუკვარი ოცნებების კარგად „გაყიდვისთვის“, ჩათვალეთ, რომ წელს ჯეკპოტს მოიგებთ. დიდია შანსი, რომ ისეთი ქვეყანა ნახოთ, სადაც აქამდე არასოდეს ყოფილხართ. ძლიერი ენერგიის წყალობით, მიზსნისკენ წინ მიიწევთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ხელის შეშლა მხოლოდ ძილს შეუძლია. არავის მიაყენოთშეურაცხყოფა, თავი შეიკავეთ სიბრაზისგან, სანამ სასურველ ჰორიზონტზე არ გადახვალთ, სადაც ბუდეს აიშენებთ და წლის ბოლომდე კვერცხებსაც დადებთ.