სილამაზე

როგორ უნდა მოუაროთ კანს კარანტინში იმისთვის, რომ არ გამოგიშრეთ - უნიკალური ნიღაბი ყველა ტიპის კანისთვის

როგორ უნდა მოუაროთ კანს კარანტინში იმისთვის, რომ არ გამოგიშრეთ - უნიკალური ნიღაბი ყველა ტიპის კანისთვის

ახლა, როცა კარანტინში ვართ და დროის უმეტეს ნაწილს სახლებში ვატარებთ, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც შეიძლება შეგვექმნას, კანის გამოშრობაა. როგორც წესი, სახლში ჰაერის ტენიანობა არ არის კანისთვის შესაბამისი, ოთახის მშრალი გარემო მასზე უარყოფითად მოქმედებს, რაც კანის გამოშრობას, გაღიზიანებას, სიწითლესა და აკნეს იწვევს.

იელის მედიცინის სკოლის დერმატოლოგი, ექიმი კეტლინ სუზი ამბობს, რომ დამატენიანებელ საშუალებებს და მათ რეგულარულად გამოყენებას ახლა განსაკუთრებული როლი აქვს. ის გვირჩევს, გამოვიყენოთ ჰიალურონის მჟავის შემცველი პროდუქტები და კვირაში ერთხელ მაინც დამატენიანებელი ნიღაბი.

როცა ადამიანი სახლიდან არ გადის, ერთგვარად მოშვებულია და შეიძლება თავის მოვლის რუტინა დაივიწყოს, რაც დაუშვებელია. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც კანზე, შესაძლოა, პრობლემები გაგიჩნდეთ. არ თქვათ უარი მზისგან დამცავი კრემის გამოყენებაზე. გახსოვდეთ, რომ მზის სხივებმა მაშინაც შეიძლება გავნოთ, როცა სახლში ხართ.

როგორ უნდა მოუაროთ კანს კარანტინში იმისთვის, რომ არ გამოგიშრეთ - უნიკალური ნიღაბი ყველა ტიპის კანისთვის

„სახლში, შენობაში ყოფნა არ ნიშნავს, რომ დაცულები ხართ მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან“, - ამბობს დერმატოლოგი ჯოშუა ზეიხნერი. მისივე თქმით, კანზე უარყოფითად მოქმედებს ტელეფონისა და კომპიუტერის ეკრანის გამოსხივება, სახლში ყოფნის დროს კი, დროის დიდ ნაწილს ციფრულ მოწყობილობებთან ვატარებთ.

დერმატოლოგები გვირჩევენ, რომ ვეცადოთ შევამციროთ მათთან ურთიერთობის დრო.

როგორ უნდა მოუაროთ კანს კარანტინში იმისთვის, რომ არ გამოგიშრეთ - უნიკალური ნიღაბი ყველა ტიპის კანისთვის

აუცილებელია კანი დავასვენოთ კოსმეტიკური საშუალებებისგან. ახლა ამისთვის შესანიშნავი შესაძლებლობა გვაქვს. დერმატოლოგები გვეუბნებიან, რომ არ გავიკეთოთ მაკიაჟი.

სახლში ყოფნის დროს, კარანტინის პერიოდში, შესაძლოა, არ გქონდეთ ძვირადღირებული და ხარისხიანი დამატენიანებელი საშუალებები, ამიტომაც დერმატოლოგები გვირჩევენ უმარტივესად მოსამზადებელ კიტრის დამატენიანებელ ნიღაბს, რომელიც ყველა ტიპის კანისთვის სასარგებლოა და სუპერეფექტურია. შეგიძლიათ ეს ნიღაბი კვირაში 2-ჯერ, ან 3-ჯერ გაიკეთოთ.

როგორ უნდა მოუაროთ კანს კარანტინში იმისთვის, რომ არ გამოგიშრეთ - უნიკალური ნიღაბი ყველა ტიპის კანისთვის

მომზადების წესი:

გახეხეთ, ან დააბლენდერეთ ერთი ცალი კიტრი.

დაიბანეთ სახე, ყელი, და მხრები თბილი წყლით და ამ ადგილებზე წაისვით დაბლენდერებული კიტრი. გაიჩერეთ ის 15 წუთი, ჩამოიბანეთ თბილი წყლით და გაიმშრალეთ რბილი პირსახოცით, ხელის ნაზი მოძრაობით.

კარგი იქნება, თუ ნიღბის გამოყენებამდე მას მაცივარში კარგად გააცივებთ და კანზე ცივ მასას წაისვამთ. დერმატოლოგების თქმით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო და მარტივად მოსამზადებელი ნიღაბი, რომლის გაკეთებაც სახლის პირობებში ნებისმიერს შეგიძლიათ.



<a href="https://www.insider.com/">https://www.insider.com/</a>