ჯანმრთელობა

რა არის სირტუინის დიეტა, რომლითაც ადელმა 22 კილო დაიკლო

რა არის სირტუინის დიეტა, რომლითაც ადელმა 22 კილო დაიკლო

გოგონა, რომელიც წლების წინ საზოგადოებამ გაიცნო მუდმივად ჭარბი წონის პრობლემებით იტანჯებოდა.

ერთი კვირის წინ ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ფოტოზე სასწაულად გამხდარი ადელი ფანებმა პირველად ნახეს. ცმნობილმა მომღერალმა 22 კი­ლოგ­რა­მის დაკ­ლე­ბა შეძ­ლო. იმის­თვის, რომ ამ შე­დე­გის­თვის მი­ეღ­წია, მას დი­ე­ტა და ვარ­ჯი­ში კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლად დას­ჭირ­და.

BO-1 Instagram Post

ადელ­მა წო­ნა­ში სირ­ტუ­ი­ნის დი­ე­ტით და­იკ­ლო, რო­მე­ლიც ინ­გლი­სელ­მა ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გებ­მა, აი­დან გო­გინსმა და გლენ მა­ტენ­მა შე­ი­მუ­შა­ვეს და 2016 წელს თა­ვი­ან­თი რე­ცეპ­ტე­ბის წიგნ­ში შე­ი­ტა­ნეს.

რა არის სირტუინის დიეტა, რომლითაც ადელმა 22 კილო დაიკლო

დი­ე­ტა კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლია სირ­ტუ­ი­ნებ­ზე, იმ პრო­ტე­ი­ნებ­ზე, რო­მე­ლიც ორ­გა­ნიზ­მის ჯან­მრთე­ლო­ბას და ჯან­საღ მე­ტა­ბო­ლიზმს გა­ნა­პი­რო­ბებს.

სირ­ტუ­ინს შე­ი­ცავს ისე­თი საკ­ვე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა - ქე­ი­ლი (ხუ­ჭუ­ჭა კომ­ბოს­ტო), უმ­წი­ფა­რი ზე­თის­ხი­ლის­გან მომ­ზა­დე­ბუ­ლი ზეთი, წი­წი­ბუ­რა, არ­გუ­ლა, მატ­ჩა, მოც­ვი. დი­ე­ტუ­რი მე­ნიუ ასე­ვე შე­ი­ცავს წი­თელ ღვი­ნოს, ყა­ვას და შავ შო­კო­ლადს.

რა არის სირტუინის დიეტა, რომლითაც ადელმა 22 კილო დაიკლო

გლენ მე­თე­ნის თქმით, ზე­მო­თჩა­მოთ­ვლილ საკ­ვებს თუ მი­ირ­თმევთ, ერთ კვი­რა­ში 3 კგ-ს და­იკ­ლებთ.

თავ­და­პირ­ვე­ლად, ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში საკ­ვე­ბი მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით უნდა მი­ირ­თვათ, ერთი კვი­რის ულუ­ფე­ბი უმ­ნიშ­ვნე­ლოდ უნდა გა­ზარ­დოთ, ხოლო შემ­დეგ მი­ირ­თვათ იმ­დე­ნი, რამ­დე­ნიც მო­გე­სურ­ვე­ბათ.

დღის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლი ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა მი­ი­ღოთ სამი ფინ­ჯა­ნი სირ­ტუ­ი­ნით მდი­და­რი სას­მე­ლი - შე­იძ­ლე­ბა ეს იყოს მატ­ჩას, ან მოც­ვის ჩაი, ერთი ულუ­ფა საჭ­მე­ლი, რო­მე­ლიც მდი­და­რი იქ­ნე­ბა სირ­ტუ­ი­ნით.

თუ დი­ე­ტას უფრო ხან­გრძლი­ვად და­ი­ცავთ, არ არ­სე­ბობს კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მა - შე­გიძ­ლი­ათ მი­ირ­თვათ სა­სურ­ვე­ლი რა­ო­დე­ნო­ბის სირ­ტუ­ი­ნით მდი­და­რი საკ­ვე­ბი ნე­ბის­მი­ერ დროს. ასე­ვე, არ გეკ­რძა­ლე­ბათ სხვა საკ­ვე­ბის მცი­რე დო­ზით მი­ღე­ბაც.

დი­ე­ტო­ლო­გე­ბის თქმით, ასე­თი დი­ე­ტა ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა, რად­გა­ნაც მისი წყა­ლო­ბით თავს იგ­რძნობთ უფრო ჯან­მრთე­ლად და ენერ­გი­უ­ლად.

BO-4 Multipic:

რაც შე­ე­ხე­ბა ადელს, გარ­და იმი­სა, რომ დღემ­დე სირ­ტუ­ი­ნის დი­ე­ტას იცავს, ამავდრო­უ­ლად, რე­გუ­ლა­რუ­ლად ვარ­ჯი­შობს პი­ლა­ტესს.