ჯანმრთელობა

თუ ძალიან გადაიღალეთ - 3 რჩევა, როგორ დაიბრუნოთ ენერგია

თუ ძალიან გადაიღალეთ - 3 რჩევა, როგორ დაიბრუნოთ ენერგია

ყოველ დილით ემოციურად და გონებრივად დაღლილი იღვიძებთ? გამუდმებით ენერგიის ნაკლებობას განიცდით? ძილი ერთადერთია, რისი სურვილიც გაქვთ? მარტო ნამდვილად არ ხართ.

მიმდინარე პანდემიამ ადამიანების ცხოვრებაში ნამდვილად ბევრი რამ შეცვალა. განსაკუთრებით კი ემოციურად. გაზრდილმა საზოგადოებრივმა წნეხმა, მონიტორთან გატარებულმა დღეებმა, დისტანციურად მუშაობამ და ცხოვრების ბალანსის გაქრობამ ადამიანთა უმრავლესობა გამოფიტვამდე მიიყვანა.

თუ ძალიან გადაიღალეთ - 3 რჩევა, როგორ დაიბრუნოთ ენერგია

უკანასკნელი კვლევების მიხედვით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, დასაქმებულთა 54% სწორედ გადაღლასა და გამოფიტვას უჩივის.

გაეცანით ჩვენს 3 რჩევას, როგორ დაიბრუნოთ ენერგია და ხალისი, როგორც სამსახურში, ასევე პირად ცხოვრებაში.

1. სიმშვიდის შეგრძნება

ცხოვრების ამ ეტაპზე, ადამიანთა უმრავლესობა უმრავლესობა შფოთვით, ბრაზითა და შიშითაა აღსავსე. ეს ემოციები სხეულს როგორც გონებრივ, ასევე ფიზიკურ გამოფიტვას უწყობენ ხელს. ამიტომ აუცილებელია ემოციური ბალანსი, რათა სტრესი ადვილად დაძლიოთ. იოგა, ფიზიკური აქტივობები, აუდიო და ვიზუალური თერაპიები ნამდვილად დაგეხმარებათ გონების გადატვირთვაში. 20 წუთის განმავლობაში გასეირნებაც კი შვებას მოგიტანთ!

თუ ძალიან გადაიღალეთ - 3 რჩევა, როგორ დაიბრუნოთ ენერგია

დაიმახსოვრეთ, რომ სიმშვიდის შეგრძნება არის ემოციური და მენტალური ენერგიის მთავარი საწყისი.

2. საკვები

გამოფიტვის დროს ძალიან მნიშვნელოვანია გამოკვებოთ გონება. ცხიმების, პროტეინებისა და ნახშირწყლების ჯანმრთელი მიქსი სასიცოცხლო ენერგიის წყაროა.

თუ ძალიან გადაიღალეთ - 3 რჩევა, როგორ დაიბრუნოთ ენერგია

მიიღეთ მარცვლეული, ხილი, ბოსტნეული და თხილეული. დალიეთ საკმარისი რაოდენობის წყალი. უარი თქვით ალკოჰოლზე. მოერიდეთ ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა თეთრი პური, თეთრი ბრინჯი, შაქრიანი სასმელები და სხვა სახის მავნე საკვები. ნუ მიირთმევთ დაძინებამდე 4 საათით ადრე.

ფიზიკური კარგად ყოფნა, გონებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას ნამდვილად შეუწყობს ხელს. შედეგს ძალიან მალე თავადაც შენიშნავთ.


3. მცირე შესვენებები

დანერგეთ მცირე შესვენებების პრინციპი მუშაობისას. ყოველი 1.5-2 საათი მუშაობის შემდეგ, ორგანიზმი დასვენებას ითხოვს. ეს გამოიხატება წყურვილისა და შიმშილის, კონცენტრაციის დაკარგვის შეგრძნებით. ამიტომ, გამოეთიშეთ სამუშაოს და შეისვენეთ 10-20 წუთი.

თუ ძალიან გადაიღალეთ - 3 რჩევა, როგორ დაიბრუნოთ ენერგია

მუსიკის მოსმენა, სეირნობა, სერიალის ყურება - გააკეთეთ ნებისმიერი რამ, რაც თქვენს გონებას სრულად გათიშავს სამსახურეობრივი საქმიანობებისგან.



<a href="https://www.psychologytoday.com/">https://www.psychologytoday.com/</a>