„სიყვარული მხოლოდ ერთი ჩვეულებრივი სიტყვაა, სანამ ადამიანი მას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ მიანიჭებს“ - ავტორი უცნობია.

ფსიქოლოგების აზრით, ცხოვრებაში მხოლოდ სამი ადამიანი გვიყვარდება და თითოეულ სიყვარულის ისტორიას განსაკუთრებული მიზეზი აქვს.

პირველი მამაკაცი, რომელსაც ჩვეულებრივ, თინეიჯერობის პერიოდში ვხვდებით ან დაახლოებით საშუალო სკოლაში სწავლის დროს. ეს არის უდანაშაულო, ბავშვური სიყვარული, ის ხშირად ისეთია სიყვარულია, როგორსაც ზღაპრებში ვკითხულობთ.

ეს არის სიყვარული, რომელიც საზოგადოების მოლოდინებს არ ამართლებს, და არც ჩვენი ოჯახის. ამ დროს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, რას ფიქრობენ სხვები ჩვენზე, ვნერვიულობთ, განვიცდით და მნიშვნელობას ვანიჭებთ საზოგადოებრივ აზრს.

სიყვარული მთავრდება, ჯერ კიდევ მაშინ, სანამ თინეიჯერობის ასაკში შევაბიჯებთ.

მეორე, ეს არის მკაცრი სიყვარული - ის, რომელიც ჩვენთვის გაკვეთილად იქცევა ხოლმე. ეს არის სიყვარული, რომელიც სავსეა სიცრუით, ტკივილითა და მანიპულაციებით.

თავიდან ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენი არჩევანი იმაზე უკეთესია, ვიდრე პირველი სიყვარული იყო, მაგრამ ხშირად ასეთი ურთიერთობა კრახით სრულდება.

მეორე სიყვარულმა შეიძლება ჩვენს გარშემო შექმნას მანკიერი წრე, რომელსაც ხშირად თავს ვერ ვაღწევთ. მეორე სიყვარული ყოველთვის პირველზე უარეს წლის

მას შეუძლია მოგიტანოთ არაჯანსაღი ურთიერთობა და იმედგაცრუება. ხშირად შეიძლება გახდეთ ფიზიკური და ემოციური ძალადობის მსხვერპლი. ეს ის სიყვარულია, რომელიც გვსურდა საუკეთესო ყოფილიყო, მაგრამ...

მესამე სიყვარული - არის ყველაზე მძიმე. ეს არის ის, როდესაც ყველაფერი არასწორად გამოიყურება და ეწინააღმდეგება ჩვენს ყველა იდეალს იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს სიყვარული. ეს სიყვარული იმდენად მარტივად მოდის, რომ ზოგჯერ არარეალურია. ეს არის კავშირი, რომლის ახსნაც შეუძლებელია, რადგან ის არასოდეს არის დაგეგმილი.

ეს არის სიყვარული წესების გარეშე, რომლისგანაც საკუთარ თავს ვერ ვიცავთ. ხშირად ადამიანებს უკვირთ თუ რა მოგეწონათ იმ ადამიანში, მაგრამ ნამდვილი სიყვარული ჰო, აუცილებელი არ არის საზოგადოებრივ ნორმებში ჯდებოდეს.

ეს არის სიყვარული, რომლის კართანაც დგახართ, მიუხედავად იმისა, არ იცით, რამდენი ხანი დასჭირდება პასუხს. ეს არის სიყვარული, რომელიც შეგაძლებინებთ რომ საკუთარი თავი საუკეთესო ვერსიად აქციოთ.

ზოგიერთ ჩვენგანს წლები სჭირდება ლოდინი, რომ რომელიმე მათგანი იპოვოს. არიან ისეთებიც, რომლებიც მესამე სიყვარულს სიბერეში პოულობენ. ხომ გინახავთ ბებია-ბაბუების საყვარელი სურათები, რომლებიც ფოტოებზე თინეიჯერებივით იქცევიან.

მაგრამ ვინ ახერხებს იპოვოს მესამე და ნამდვილი სიყვარული? - ისინი ვინ პირველ ორ სიყვარულს გამოცდის.

ჩვენ შეიძლება შევარჩიოთ პირველი სიყვარული გარეგნობით, მეორე სიყვარული ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით, იმისთვის, რომ მესამე სიყვარული მოვიდეს, სხვანაირად ლოდინი არ ღირს.