სტილი

"მოქარგული" სურვილების დროა

"მოქარგული" სურვილების დროა

რა არის საჭირო განსაკუთრებული საჩუქრისთვის? იდეა, პლუს ინდივიდუალიზმი და შემოქმედებითობა. ამ ყველაფერს, ერთ მომსახურებად ქართული ბრენდი "მოქარგული" გთავაზობთ.

"მოქარგული" ნებისმიერი ასაკის, ნებისმიერი სქესის ადამიანების "სურვილებს ქარგავს" და შესაძლებლობას გაძლევთ, გქონდეთ თქვენი პერსონალიზირებული ნივთი, რომელსაც ჩაიცვამთ, კონკრეტულ სიტუაციებში მოირგებთ, აქსესუარად გამოიყენებთ ან შეუცვლელ საჩუქრად აქცევთ.

ხელსაქმე, რომელსაც საქართველოში მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, და მეტიც, რამდენიმე ქართველი ცნობილი მოაზროვნე (მაგ: ივ.ჯავახიშვილი), მიიჩნევდა, რომ ჩვენს ქვეყანაში ქსოვამქარგველობა ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში იყო განვითარებული, მეგობრებმა, ნინო ასათიანმა და მარიამ ნოზაძემ თანამედროვე რეალობას მოარგეს და ნებისმიერი მსურველისთვის, ნებისმიერი სურვილის მოქარგვას მიჰყვეს ხელი.

უფრო კონკრეტულად რომ აგიხსნათ, "მოქარგული" ქარგავს ნებისმიერ ნივთზე, მაგალითად, მაისურზე, ბავშვის ტანისამოსზე, წინსაფრებზე - როგორც ბავშვებისთვის, ასევე იმ ზრდასრულთათვისაც, ვინც კულინარიით არის გატაცებული. რისი მოქარგა არის შესაძლებელი? ნებისმიერი რამის: დღე, სახელი, მონოგრამი, სლოგანი, ფრაზა და ა.შ. ამით შეძლებთ ხაზი გაუსვათ თქვენთვის მნიშვნელოვან მოვლენას, ოჯახის შექმნას, შვილის დაბადებას, ახლობლის დაბადების დღეს და აქციოთ მნიშვნელოვანი თარიღები კიდევ უფრო მნიშვნელოვნად!

თანამედროვე სამყაროში, რომელიც არჩევანის მრავალფეროვან გზებსა და საშუალებებს გვთავაზობს, რთულია საკუთარი თავის პოვნა, საკუთარი ადგილის დამკვიდრება, მნიშვნელოვანი მოვლენებისა და დღეების განსაკუთრებულად და განსხვავებულად აღნიშვნა. თუმცა, "მოქაგული" სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ თქვენი ინდივიდუალიზმი გახადოს თვალშისაცემი, თქვენი სურვილებისა და ჩანაფიქრების კვალდაკვალ თქვას სიტყვა, რომელიც შეუმჩნეველი და გაუგონარი არავისთვის დარჩება. საჩუქრები, რომლებსაც "მოქარგული" კონკრეტულად თქვენთვის ან თქვენი საყვარელი ადამიანისთვის ქმნის, იქცევა ყველაზე სამსახსოვრო ნივთად, თავად თქვენ კი საჩუქრის ყველაზე დაუვიწყარ ავტორად გაქცევთ!

სურვილების მოქარგვა ბრენდის ფეისბუქ გვერდის მეშვეობით შეგიძლიათ, რეალობად ქცეულ სურვილებს "მოქარგული" ადგილზე მოგართმევთ. აღსანიშნავია, რომ ბრენდი, გაყიდვებთან დაკავშირებულ სიახლეებს უახლოეს მომავალში გვპირდება!

TREND-ს აქვს პატივი პირველმა გამცნოთ იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც "მოქარგული" გთავაზობთ, ხოლო თავად ბრენდს, უსურვებს, რეალობად ქცეულ, უამრავ, შესანიშნავ, ნაქარგ სურვილს!



Trend.ge