მშობლები

ბავშვებზე გავრცელებული სტერეოტიპები მედიასა და საზოგადოებაში

ბავშვებზე გავრცელებული სტერეოტიპები მედიასა და საზოგადოებაში

არის თუ არა თანამედროვე მედია თავისუფალი სტერეოტიპებისგან? იყენებს თუ არა მედია თავის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ იარაღს - საზოგადოებაზე გავლენის მოხდენის უდიდეს ძალას - სწორად? მედიის როლი საზოგადოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაში ძალიან დიდია. მედია საშუალებებს შეუძლიათ შექმნან პროდუქტი, რომლითაც საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებს დაამხსხვრევენ. აღნიშნული ხელს შეუწყობს საზოგადოების მენტალურ ზრდას.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა, რომელიც თანამედროვე მედიას გააჩნია, ბავშვთა საკითხების გაშუქება და ბავშვთა საკითხებთან დაკავშიებული სტერეოტიპების გამყარებაა. ჩვენს საზოგადოებაში, სადაც მყარად აქვს ფესვები გადგმული კაცის კულტს, კაცს, როგორც სამყაროს ცენტრს, ბიჭს, როგორც ყველაზე სასურველ შვილს, მედია არ ითავსებს განმანათლებლის ფუნქციას და არ ცდილობს ამ ჩარჩოების ჩამოშლას, რისი უნარიც, მას ნამდვილად აქვს!

ბავშვებზე გავრცელებული სტერეოტიპები მედიასა და საზოგადოებაში

მედია საშუალებები და მოზარდები გაუცნობიერებლად უნერგავენ ბავშვებს ისეთ სტერეოტიპულ შეხედულებებს, როგორიც არის გენდერთან დაკავშირებული საკითხები: რითი უნდა ითამაშოს გოგომ და რითი უნდა ითამაშოს ბიჭმა, როგორია ქალის როლი საზოგადოებაში, არის თუ არა კაცი ქალზე ძლიერი და ა.შ.

ბავშვებზე გავრცელებული სტერეოტიპები მედიასა და საზოგადოებაში

1. ხშირად მშობლები ცდილობენ, არ მიუთითონ თავიანთ შვილებს როგორი სათამაშოთი ითამაშონ და უტოვებენ მათ არჩევანის თავისუფლებას. თუმცა, თუ ბავშვს კითხვა გაუჩნდება, თუ რატომ არ არის დაქორწინებული მათი ნათესავი ესა თუ ის მამაკაცი, მშობლები ეგრევე პასუხობენ, რომ ამის მიზეზი ქალების გამუდმებული წუწუნისგან თავის დაღწევაა. შესაძლოა, მოზარდებიც და მედია საშუალებებიც, წინასწარ განსაზღვრული მიზნის გარეშე, მართლაც გაუცნობიერებლად ავრცელებენ სტერეოტიპებს, მაგრამ, მნიშვნელოვანი ის არის, რომ უფროსების ნათქვამმა და ტელევიზორის ეკრანიდან გაგონილმა "ჭეშმარიტებებმა" მათზე, შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს. ამიტომ ყურადღებით უნდა შეირჩეს თითოეული სიტყვა, რომელსაც ბავშვებთან საუბრისას ვიყენებთ.

ბავშვებზე გავრცელებული სტერეოტიპები მედიასა და საზოგადოებაში

2. ბავშვების სათამაშოები, ძირითადად, გენდერის მიხედვით იყოფა. ლურჯ და ვარდისფერ ფერებად, ვარდისფერი სათამაშოები განკუთვნილია გოგონათათვის, ხოლო ლურჯები ბიჭებისთვის. აღნიშნული ტენდენცია ყოველთვის ასეთი არ ყოფილა. მაგალითად, 70-იანი წლების ამერიკაში სათამაშოები ბავშვებისთვის, ძირითადად ნეიტრალურ ფერებში მზადდებოდა და შეეძლო ეთამაშა ნებისმიერი სქესის ბავშვს. დღესდღეობით კი ძალიან რთული გახდა დაარწმუნო საკუთარი პატარა ბიჭი ითამაშოს ფერადი სათამაშოთი, მაგალითად ფერადი სამზარეულოთი.

ბავშვებზე გავრცელებული სტერეოტიპები მედიასა და საზოგადოებაში

3. ბიჭებსაც სჭირდება დახმარება. დღევანდელი მედიისა და სამყაროს ყურადღება, რატომღაც გოგონათა სქესის ბავშვებზეა გადატანილი. ესეც, სავარაუდოდ, სტერეოტიპებით არის გამყარებული, ვინაიდან, გოგონებს სუსტ სქესად მიიჩნევენ, ხოლო ბიჭებს პირიქით. რის შედეგადაც, ფიქრობენ, რომ მამაკაცი ვერასოდეს გახდება დისკრიმინაციის მსხვერპლი, რომ მამაკაცს არ სჭირდება მხარდაჭერა და ა.შ. მნიშვნელოვანია, სამყარომ თანაბრად გადაუნაწილოს ყურადღება ორივე სქესს, როგორც მასკულანურ ისე ფემინურ მახასიათებლებს. აუცილებელია, ბიჭებმა იცოდნენ, რომ მათ აქვთ უფლება იყვნენ ისეთები, როგორებიც რეალურად არიან. ასევე, აუცილებელია, გოგონები თავიანთი უფლებებით სწორად სარგებლობის გამო არ ხდებოდნენ დისკრიმინაციის მსხვერპლნი.

ბავშვებზე გავრცელებული სტერეოტიპები მედიასა და საზოგადოებაში

4. არ დაიშუროთ ფული თქვენი შვილის სათამაშოებისთვის. მთავარია ეცადოთ, რომ ისევე, როგორც ბიჭებს, გოგონებსაც ნეიტრალური ფერის სათამაშოები შეურჩიოთ. ეცადეთ ფერადი ასაშენებელი ბლოკები ხშირად უყიდოთ გოგონებს, ხელოვნებასთან და აზროვნებასთან დაკავშირებული სათამაშოები კი როგორც გოგონებს, ასევე ბიჭებსაც. ამით შეძლებთ, ის სტერეოტიპული შეხედულებები, რომლებიც მათ საზოგადოებისგან ელით, თქვენ თავიდანვე დაუმსხვრიოთ და ასწავლოთ, უპირველესად დაფიქრდნენ იმაზე, თუ რა სურთ მათ!



parents.com