სილამაზე

3 პროდუქტი, რომელიც აკნესთან ბრძოლაში დაგეხმარებათ

3 პროდუქტი, რომელიც აკნესთან ბრძოლაში დაგეხმარებათ

აკნე თანამედროვე სამყაროს დაავადებაა. უამრავია ადამიანი იტანჯება სახის კანზე არსებული გამონაყარით. არსებობს სახის მოვლისა და მკურნალობის უამრავი საშუალება, რომელიც ეფექტურად ებრძვის აკნეს. ამ დაავადების გამომწვევი მიზეზის დადგენა ადვილი სულაც არ არის. როგორც წესი, სახის კანი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის კარგი ილუსტრაციაა.

აკნესთან ბრძოლისთვის არსებობს 100% ნატურალური და სასარგებლო პროდუქტები, რომლებიც არამხოლოდ სახის კანის მდგომარეობას, არამედ ზოგად ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებენ.

გოგრა

3 პროდუქტი, რომელიც აკნესთან ბრძოლაში დაგეხმარებათ

გოგრა შეიცავს ისეთ ელემენტებს, როგორებიცაა A და B ვიტამინები, თუთია, ნიაცინი და ფოლიუმის მჟავა. ამ ნივთიერებების კომბინაცია აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, კანის უჯრედების განახლებას და სასარგებლოა აკნეს მკურნალობისთვის. თუთია აკონტროლებს კანის ცხიმიანობას, ხოლო A და B ვიტამინები ხელს უწყობს აკნეს ნაწიბურებს წარმოქმნას.

ლიმონი

3 პროდუქტი, რომელიც აკნესთან ბრძოლაში დაგეხმარებათ

ლიმონი ბუნებრივად ანტიკომოდეგენური საშუალებაა. ყოველ დილით 1 ჭიქა ლიმონიანი წყლის მიღება აუმჯობესებს კანის ფორების მდგომარეობას. გარდა ამისა, ლიმონს გააჩნია დამცველობითი ფუნქციაც - ის ხელს უწყობს სიმსივნური დაავადებების პრევენციას.

ყვავილოვანი კომბოსტო

3 პროდუქტი, რომელიც აკნესთან ბრძოლაში დაგეხმარებათ

ყვავილოვანი კომბოსტო C ვიტამინისა და ჰისტინის წყაროა. ეს ნივთიერება კანს მზის UV სხივების უარყოფითი ზემოქმედებისგან იცავს. ცნობილია, რომ ეს სხივები კიდევ კანისთვის ძალიან მავნებელია. ხოლო C ვიტამინი თავისუფალი რადიკალების მავნე შედეგებისგან გვიცავს, ეხმარება ორგანიზმს რკინის გადამუშავებაში და ნაწიბურებისა თუ ნაიარევების სწრაფი მოშუშების გარანტიაა.