1. კანი
იქამდე სანამ მაკიაჟის წასმას დაიწყებ, აუცილებელია მოუარო შენ სახის კანს. კარგი სახის კანი კი მთლიანად შეცვლის მაკიაჟის ვიზუალს. აუცილებელია კანის დატენიანება, მითუმეტეს ზამთარში, როცა კანი გამოშრობას იწყებს.
2. დამატენიანებლები
არ დაგენანოს ფულის გადახდა ისეთ კრემებში, რომლებიც არბილებენ და უვლიან შენს კანს! როგორც უკვე ვახსენეთ, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია კანის მოვლის რუტინაში. არ აქვს მნიშვნელობა, როგორი კანის ტიპი გაქვს: ცხიმიანი, მშრალი, T-ზონა თუ სხვა. დამატენიანებლის შეძენა ყველგან არის შესაძლებელი ნებისმიერ ფასად!
3. კონსილერი
ტონალური კრემის ნაცვლად, წაისვი კონსილერი პრობლემურ ადგილებში. საოცარია თუ როგორ შეუძლია მხოლოდ ამ 1 პროდუქტს შენი მთლიანი გარეგნობის შეცვლა. თვალების ქვეშ ჩაშავებულ ადგილებს კარგი კონსილერი მარტივად გაუმკლავდება.
4. წარბები
გამოიყენე წარბის ფანქარი და გელი, რაც შენ წარბებს კიდევ უფრო მეტ მოცულობას მისცემს! მოდაშია ნატურალური, არც თუ ისე ნატიფი წარბები, ამიტომაც არ დაგჭირდება სალონში ზედმეტი ფულის გადახდა! თუკი შენი წარბის შესაბისი ფერის ფანქარს ვერ შოულობ, სჯობს 1 ტონით ღია სცადო, ვიდრე მუქი, რადგან მუქი წარბების ფანქარი ზედმეტ დრამატულობას შესძენს შენს იერს.
5. წამწამები
თავი აარიდე წედმეტი ტუშის ხმარებას, ნატურალური მაკიაჟისთვის ერთი ფენა ტუში სავსებით საკმარისია. სცადე Clinique Lash Power Flutter-to-Full ან Covergirl the super sizer fibers ტუში.
6. ვარსიფერი ლოყები
იმისთვის რომ ვარდიფერი ლოყები კიდევ უფრო ბუნებრივად გამოიყურებოდეს, სცადე კრემოვანი რუჟი. წაისვი ლოყებზე და შეაზავე კანის ფერთან. ღია ვარდიფერი მსგავს შემთხვევებში შეიძლება უკეთესი გადაწყვეტილება აღმოჩნდეს, ვიდრე მუქი ვარდიფერი.
7. ტუჩები
და ბოლოს: გამოიყენე პიგმენტიანი ტუჩის ბალზამი. ის ბევრად ბუნებრივია, ვიდრე ნებისმიერი ტუჩსაცხი და ამავდროულად ატენიანებს, არბილებს შენს ტუჩებს.
თემები: კანის მოვლა, მაკიაჟი, კოსმეტიკა, მაკიაჟის კეთება, ბუნებრივი
<a href="http://allwomenstalk.com/p/587ac7b3b532a9032c8b4569">http://allwomenstalk.com</a>