სილამაზე

ყინულის სასარგებლო თვისებები

ყინულის სასარგებლო თვისებები

ყინულის გარეშე ზაფხულის ცხელ დღეებში არავინ იცის, რას გავხდებოდით, თუმცა, დღეს მის გამაგრილებელ ფუნქციაზე საუბარს არ ვაპირებთ.

TREND გთავაზობთ ყინულის კანისა და სხეულისთვის სასარგებლო თვისებების შესახებ ჩამონათვალს, რაზეც, შესაძლოა, აქამდე არაფერი გსმენიათ:

1. ებრძვის მუცლის ცხიმებს

ყინულის სასარგებლო თვისებები

თუ კრიოთერაპიის (სხეულის ყინულებით გაგრილებით მკურნალობა) ნამდვილ პროცედურებს თქვენი შემოსავალი ვერ წვდება, გთავაზობთ ალტერნატივას, რომელსაც სახლის პირობებში განახორციელებთ.

დაიდეთ ყინულის ნატეხები მუცლის მიმდებარედ და გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში. მოიშორეთ ყინული მუცლიდან მხოლოდ 3 წუთით და ეს პროცედურა გაიმეორეთ ერთი საათის განმავლობაში. ყინულის პაკეტებს შეგიძლიათ შეურიოთ შავი ან მწვანე ჩაი, ასევე ყავა და როზმარინიც.

ყინული თეთრი ცხიმის უჯრედებს ყავიფერი ცხიმის უჯრედებად გარდაქმნის. ყავისფერი ცხიმოვანი უჯრედების შემცველი ცხიმები კი გაცილებით მარტივად და სწრაფად იწვება.

გახსოვდეთ: ეს მეთოდი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ეფექტური, თუ ამის პარალელურად დაიცვათ დიეტას და ივარჯიშებთ.

2. ამცირებს შეშუპებას

ყინულის სასარგებლო თვისებები

მთელი ღამის განმავლობაში ტიროდით და შეშუპებული თვალებით გაგეღვიძათ? ახლა კი სამსახურში გაგვიანდებათ და არ იცით რა მოიმოქმედოთ? უამრავი მიზეზი არსებობს, რაც თვალის შეშუპებას იწვევს, მაგრამ ნუ იღელვებთ. ყინული ამ პრობლემას მოაგვარებს!

შეახვიეთ ყინული რბილ ქსოვილში, ყველაზე შეშუპებულ ადგილებში ძალიან ნაზად, წრიული მოძრაობებით შეიზილეთ და შედეგს თავად იხილავთ!

3. ავიწროებს ღია ფორებს

ყინულის სასარგებლო თვისებები

ყინულის ნატეხები 2-3 წუთის განმავლობაში გაიჩერეთ სახეზე. გაიმაორეთ ეს პროცედურა 2 დღის განმავლობაში. თუ დაკვირვებული ბრძანდებით, რამდენიმე დღეში ღია ფორების შევიწროებას აუცილებლად შეამჩნევთ.

4. ამცირებს ნაოჭებს

ყინულის სასარგებლო თვისებები

ეს მარტივი მეთოდი მუშაობს შემდეგნაირად: ყინული აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უშლის ნაადრევ დაბერებასა და ნაოჭების წარმოქმნას. თქვენ შეგიძლიათ, ყოველდღიურად, დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში, დაიმასაჟოთ სახის კანი. სასურველია ეს პროცედურა ჩაიტაროთ მაკიაჟის გაკეთებამდე.

5. ამცირებს აკნეს

ყინულის სასარგებლო თვისებები

ყინულის თერაპია არის ერთ-ერთი საუკეთესო იმისთვის, რომ თავი დავიცვათ აკნესგან. დაიბანეთ სახე, დაიდეთ 1 ცალი ყინული და დაიმუშავეთ სახის სუფთა და რბილი ქსოვილი. პროცედურა განაგრძეთ 3-5 წუთამდე.

6. ამცირებს შავ ლაქებს თვალის ირგვლივ

ყინულის სასარგებლო თვისებები

ისევე, როგორც შეშუპებული თვალები, თვალის ირგვლივ სიშავეებიც ყინულის მეშვეობით ქრება.

ყინული ავიწროებს სისხლძარღვებს, კანი ინარჩუნებს ბუნებრივობას და მცირდება მუქი ლაქები თვალის ირგვლივ. ყინული ასევე ხელს უშლის კანის მოშვებასა და მოდუნებას და არის ერთ-ერთი საუკეთესო კანის დამატენიანებელი საშუალება.

7. ამცირებს და აუფერულებს ლაქებს სახეზე

ყინულის სასარგებლო თვისებები

ყინული საუკეთესოა ცხიმიანი კანისთვის და ებრძვის მასზე წარმოქმნილ ლაქებს. ასევე, ყინულის გამოყენებით თქვენ შეამცირებთ გამოყოფილი ცხიმის რაოდენობასაც, რადგან მისი დახმარებით ხდება ცხიმის გამოყოფის რეგულირება. მარტივად აშუშებს გაღიზიანებულ ადგილებს და აქრობს სიწითლეს.

8. სექსუალურ ცხოვრებას ამრავალფეროვნებს

ყინულის სასარგებლო თვისებები

ოდესმე გიფიქრიათ, რომ ყინული და აღგზნებადობა შეიძლებოდა კავშირში ყოფილიყო? ეს არის აბსოლუტური სიმართლე. ყინული ამშვიდებს და ახშობს აღგზნებადობას.

9. ებრძვის კბილის ტკივილს

ყინულის სასარგებლო თვისებები

შესაძლოა იფიქროთ, რომ ყინული ვერაფერს გახდება ისეთ ძლიერ ტკივილთან, როგორიც კბილის ტკივილია, თუმცა, გვერწმუნეთ, ყინული ებრძვის მას! დაიდეთ ყინული მგრძნობიარე ადგილას. იგი ამშვიდებს გაღიზიანებულ ნერვებს და ტკივილიც ცოტახნით ჩერდება!

10. ამცირებს დამწვრობას და აშორებს რუჯს

ყინულის სასარგებლო თვისებები

საჭიროზე მეტი დრო გაატარეთ მზის სხივების ქვეშ? დაიდეთ მტკივნეულ ადგილას და იგი არა მარტო გამოიტანს სიცხეს და ანთებას დამწვრობის ადგილიდან, არამედ დაატენიანებს კიდეც თქვენს კანს.

ყინული ხომ დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს, რაც კანის, სხეულისა და ჯანმრთელობისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო ნივთიერებაა!



allwomenstalk.com