თუ ფიქრობთ, რომ სამყაროში უკანასკნელი მეოცნებე ხართ, ძალიან ცდებით. კვლევებით დასტურდება,რომ მოსახლეობის 96% ყოველდღიურად ოცნებობს. ეს არის ისეთი რამ, რაც შეიძლება შემოიპაროს თქვენს ცხოვრებაში და ვერც კი გააცნობიეროთ. სანამ ამას აღმოაჩენთ, თქვენ უკვე დაკარგული იქნებით ოცნებების სამყაროში და სავარაუდოდ, საათებსაც კი დახარჯავთ!
უფრო ხშირად, ოცნება არ განიხილება, როგორც სერიოზული საკითხი ან პრობლემა, რისი გადაჭრაც სასწრაფოდ გჭირდებათ. თუმცა დაიმახსოვრეთ, რომ ყურადღებით უნდა აკონტროლოთ დრო, რომელსაც ოცნებაზე ხარჯავთ. თუ ამას რეგულარულად აკეთებთ, შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს განწყობაზე, კარიერაზე და მთელს ცხოვრებაზეც კი.
რატომ არ უნდა იოცნებოთ?
ფუჭად დაკარგული დრო
ყველამ ვიცით, რომ დრო შეზღუდული რესურსია, რომლიც ადეკვატურად უნდა შევაფასოთ. მაგრამ ადამიანთა უმეტესობა ამ ფაქტს შეგნებულად არ აცნობიერებს. ოცნება კი ერთ – ერთი მთავარი გზაა, რომლითაც ადამიანები კარგავენ ძვირფას დროს. კვლევების მიხედვით, ადამიანებს შეუძლიათ დაკარგონ თავიანთი აქტიური საათების 50% -ზე მეტი და იოცნებობენ ისეთ მოვლენებზე, რაც რეალურ ცხოვრებაში არ მოხდება!
როდესაც დროს კარგავთ, გავიწყდებათ თქვენი მიზნები და მისი მიღწევის გზები. ვინ იცის, შეიძლება საერთოდ შეწყვიტოთ მისკენ სვლაც კი. ცხოვრება ხანმოკლეა და ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს. აუცილებელია ისწავლოთ, როგორ უნდა გამოიყენოთ ყოველი დღე მაქსიმალურად და ამის ერთ-ერთი გზაა ოცნების მინიმალურ მაჩვენებლამდე დაყვანაა.
მოწყენილობა და დეპრესია
ოცნების დროს, ადამიანები ფანტაზიორობენ უაღრესად არარეალურ რამეებზე, რაც, სავარაუდოდ, არასოდეს მოხდება. ამ წარმოსახვით სამყაროში ცხოვრება კი შეიძლება სასიამოვნოა, მაგრამ საბოლოოდ უკმაყოფილების მიზეზია. ეს იმიტომ ხდება, რომ საბოლოოდ აცნობიერებთ, თქვენი სრულყოფილი წარმოდგენები არ მოხდება.
ჰარვარდის ბოლოდროინდელი კვლევის შედეგად, ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ ოცნება დაკავშირებულია ბედნიერების დაბალ დონესთან. ის ადამიანები, ვინც ძალიან დიდ დროს უთმობენ ოცნებას, უფრო მეტად მოწყენილები და დეპრესიულები არიან.
რეალობას მოწყვეტილი
თავდაცვის ეს მოქმედება ნიშნავს, რომ ფანტაზიის სამყაროში იძირებით. თქვენ არსებითად ქმნით ოცნების სამყაროს, რომელსაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თქვენი რეალურ ცხოვრებაში. თუ ამას ყოველდღიურად გააკეთებთ, შეიძლება უბრალოდ მოწყდეთ რეალობას.
როგორ გადავლახოთ ეს მავნე ჩვევა?
დაკავდით გონებრივად
უსაქმური გონება ეშმაკის სახელოსნოა. ალბათ ადრეც გსმენიათ ამ გამონათქვამის შესახებ. ეს იდეალურად ერგება ამ სიტუაციას - თქვენი გონება თავისუფალია, ან თუ რაიმე მნიშვნელოვან საქმეს არ აკეთებთ, თქვენი გონება შეიძლება ხეტიალს შეუდგეს და დაიწყოთ ოცნება. ამის მიზეზი ის არის, რომ გონების თვისებაა აქტიურობა და რაღაცის გაკეთება.
იმისთვის, რომ იგი ფანტაზიის სამყაროში არ გადაცხოვრდეთ, აუცილებელია ის რომელიმე პროდუქტიული დავალების შესრულებით დააკავოთ. წინასწარ დაგეგმეთ თქვენი დღეები, რათა შეძლოთ და შეავსოთ ისინი მნიშვნელოვანი დავალებებით. ხოლო ოცნებისთვის მინიმალური დრო დატოვოთ.
გადააქციეთ ოცნება გეგმად
ოცნება ყოველთვის არ არის ცუდი. სინამდვილეში, მას შეუძლია თქვენი მოტივაციის ამაღლება. ამის მიზეზი ისაა, რომ თქვენ ოცნებობთ იმაზე, რაც გსურთ, რომ გქონდეთ. ხშირად ეს შეიძლება ეხებოდეს თქვენს ოცნების საქმეს, გარკვეულ ფინანსურ სტატუსს, მოგზაურობას და ა.შ. ეს დაგეხმარებათ იმის წარმოდგენაში, თუ როგორი იქნებოდა რეალურად ამ მიზნების მიღწევა.
თქვენი ეს ოცნებები შეგიძლიათ დაყავით სამოქმედო გეგმებად. რადგან მათ აქვთ სენტიმენტალური ღირებულება, თქვენ სავარაუდოდ გადადგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს მათი მიღწევისკენ. ამასთან, უნდა გააცნობიეროთ, რომ გარკვეული მომენტის შემდეგ, თქვენ უნდა შეწყვიტოთ ოცნება და მხოლოდ მოქმედებაზე გადახვიდეთ.
შესვენება
თუ ისევ და ისევ ოცნებობთ, მიუხედავად თქვენი მაქსიმალური მცდელობისა დარჩეთ კონცენტრირებული თქვენს საქმიანობაზე, ეს შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ უნდა დაისვენოთ. ოცნება არის სიგნალი იმისა, რომ თქვენს ტვინს დასვენება სჭირდება. თუ ხანგრძლივი დასვენების დღეების ან შვებულების აღებას ვერ ახერხებთ, სასურველია ყოველდღიური პატარა „შესვენებები“ მოიწყოთ: გაისეირნოთ გარეთ, წაუძინოთ 30 წუთის განმავლობაში, ესაუბროთ თქვენს კოლეგას ან ოჯახის წევრს და იგრძნოთ განახლება.
თემები: ურთიერთობა, ქალები, რჩევები, ოცნება
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია