როგორ გავიწმინდოთ ორგანიზმი 3 ნატურალური პროდუქტის დახმარებით და ავიმაღლოთ იმუნიტეტი?
- 08.02.2021
ჩვენი იმუნური სისტემის 80% კონცენტრირებულია ნაწლავში. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ თუ ჩვენი სხეული სწორად ახდენს დეტოქსიკაციას და ნაწლავებში სასარგებლო ბაქტერიები წონასწორობაშია, ჩვენ გვაქვს ბუნებრივი ზესახელმწიფო, რათა ანტიბიოტიკების გარეშე შევებრძოლოთ გაციებასა და გრიპს. ზოგიერთ საკვებს, ასევე შეუძლია სისხლი მძიმე მეტალებისგან გაწმინდოს და დაგვეხმაროს თრომბის თავიდან აცილებაში, ხოლო ზოგიერთ ბუნებრივ პროდუქტს შეუძლია უსიამოვნო სუნისგან დაგვიცვას.
ანანასი ამცირებს ქოლესტერინს დონეს
ანანასი არის ხილი, რომელიც შეიცავს ბუნებრივ ცხიმსაწვავ ბრომელაინს, რაც ხელს უწყობს ჩვენს ორგანიზმს ცილების დაშლასა და მონელებაში. ანანასი განსაკუთრებით ეფექტურია ქოლესტერინის დაშლისა და ორგანიზმიდან გამოყოფისთვის. ის ათხელებს სისხლს და ანადგურებს თრომბებს. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ დაკონსერვებულ ანანასს არ გააჩნია იგივე სასარგებლო თვისებები, რადგან კონსერვირების პროცესში ფერმენტი ბრომელაინი ნადგურდება.
გრეიფრუტი ზრდის ენერგიის დონეს
გრეიფრუტი შეიცავს ნოოტკატონებს - ქიმიური ნაერთებს, რომლებიც აძლიერებენ მეტაბოლიზმს და ხელს უწყობენ წონის დაკლებას. ის ასევე მდიდარია ბოჭკოებით, რომელიც გეხმარებათ სისხლში შაქრის დონის დაბალანსებაში. გრეიფრუტის დეტოქსიკის საფუძველია შემდეგი ოქროს წესი: ისიამოვნეთ ნახევარი გრეიფრუტით ყოველ კვებასთან ერთად, ერთი კვირის განმავლობაში, რათა მიიღოთ ისეთი საკვები ნივთიერებების დამატებითი დოზა, როგორებიცაა ბოჭკოები, A და C ვიტამინები.
კიტრი ბუნებრივად განაახლებს სუნთქვას
კიტრის სითხე ხელს უშლის პირის სიმშრალეს და ასევე შესანიშნავად რეცხავს არასასურველი საკვების ნარჩენებს, რომლებიც ჭამის შემდეგ პირის ღრუში რჩება. ის ხელს უწყობს ნერწყვის წარმოქმნას, რაც პირის ღრუს საუკეთესო დამატენიანებელი საშუალებაა. სინამდვილეში, კიტრის დაჭერა თქვენს ენასა და სასას შორის, ხელს უშლის უსიამოვნო სუნის წარმოქმნას. ხრაშუნა ბოსტნეული ასევე ხელს უწყობს კბილებსა და ღრძილებზე ნადების მოცილებას, რომლის საშუალებითაც ბაქტერიები იკვებებიან. შედეგად კი შეძლებთ თავიდან აიცილოთ უსიამოვნო კარიესი.
თემები: ჯანსაღი კვება, სილამაზე ყველა ასაკში, პრობლემები, ჯანმრთელობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი