მშობლები

რჩევები მარტოხელა დედებს

რჩევები მარტოხელა დედებს

ქალს სამყაროში ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, იგი არის დედა! იყო საწყისი ახალი სიცოცხლის და პასუხი აგო როგორც საკუთარ, ასევე შვილის კეთილდღეობაზე, მარტივი სულაც არ არის. განსაკუთრებით რთულია, იყო მარტოხელა დედა, მარტომ შეეჭიდო ამ პასუხისმგებლობას, აღზარდო ღირსეული შვილი და შეუქმნა მას ყველა პირობა.

TREND მარტოხელა დედებს გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც გაგიადვილებთ შვილის აღზრდის პროცესს და შეგიმსუბუქებთ პასუხისმგებლობებს:

1. გაანალიზეთ საკუთარი შესაძლებლობები

რჩევები მარტოხელა დედებს

ყველაზე მნიშვნელოვანია, კარგად გააცნობიეროთ რა შეგიძლიათ და რაში იზღუდებით. ყველას გვესმის, რომ ხართ დედა თუ არა, თქვენ პირველ რიგში ქალი ბრძანდებით, რომელსაც აქვს საკუთარი ცხოვრება, პირადი მოთხოვნილებები და სურვლები. თუმცა, როცა მარტოხელა დედა ხდებით, ისიც უნდა გაიაზროთ, რომ შესაძლოა ძალიან გსურდეთ რაიმეს გაკეთება, მაგრამ ვერ მოახერხოთ.

გახსოვდეთ, დახმარება სჭირდებათ ყველაზე მაგარ დედებსაც კი. ამიტომაც, აბსოლუტურად ნორმალურია, თუ დახმარებას ეძებდეთ, მაშინ, როცა სირთულეებს აწყდებით, თქვენი კომფორტის ზონა ირღვევა ან არ გაქვთ საკმარისი ცოდნა ამა თუ იმ საკითხის შესახებ. მაგალითად, შესაძლოა, შვილის ავადმყოფობამ დაგაბნიოთ, ან ვერ გადაწყვიტოთ, როგორ მიუდგეთ შვილს, რომელიც სკოლაში ცუდად სწავლობს. სთხოვეთ დახმარება დედას, დას, მეგობარს ან ნებისმიერ ადამიანს, რომელიც, ფიქრობთ, რომ დაგეხმარებათ.

2. ითხოვეთ მხარდაჭერა

რჩევები მარტოხელა დედებს

ქალებს ძალიან გვიჭირს მხარდაჭერა ვითხოვოთ, მაშინ, როცა საქმე მხოლოდ ჩვენ არ გვეხება. თუმცა ძალიან გვამხნევებს იმის გაცნობიერება, რომ მარტოები არ ვართ. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ თქვენ არ ხართ ერთადერთი დედა, რომელიც შვილის აღზრდას მარტო უმკლავდება. მიმოიხედეთ ირგვლივ და გაამხნევეთ საკუთარი თავი.

3. დათანხმდით შემოთავაზებულ დახმარებას

რჩევები მარტოხელა დედებს

რამდენადაც რთულია დახმარების თხოვნა სხვისთვის, იმდენად რთულია შემოთავაზებულ დახმარებაზე თანხმობის თქმაც. თუმცა, სირთულე არ გამორიცხავს საჭიროებას.

დათანხმდით შემოთავაზებულ დახმარებას. დაუტოვეთ ბავშვი ახლობელს, როცა დრო საკუთარი თავისთვის გჭირდებათ.

4. კეთილად განეწყვეთ საკუთარი თავის მიმართ

რჩევები მარტოხელა დედებს

მარტო შვილის აღზრდა მხოლოდ ძლიერ ქალებს შეუძლიათ. ნუ ჩათვლით, რომ თქვენს მხრებზე განთავსებული პასუხისმგებლობების სიმძიმე თქვენი სისუსტეა. შესაძლოა, თვითკრიტიკული იყოთ, რადგან ყველა დედას თავისი შვილისთვის საუკეთესო სურს, მაგრამ თუ კარგად დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ შეცდომების მიუხედავად, თავს საკმაოდ კარგად ართმევთ ამ მნიშვნელოვან საქმეს. შეცდომების დაშვების უფლება, გახსოვდეთ, ყველას გვაქვს!

5. ნუ გააცნობთ შვილებს თქვენს პარტნიორებს

რჩევები მარტოხელა დედებს

როგორც უკვე აღვნიშნე, ხართ დედა თუ არა, პირველ ყოვლისა, ქალი ბრძანდებით და გაქვთ სრული უფლება იზრუნოთ საკუთარ პირად ცხოვრებაზეც, იაროთ პაემნებზე და გაერთოთ კიდეც.

უბრალოდ, გაითვალისწინეთ, რომ არ არის აუცილებელი ყველა თქვენი პარტნიორი გააცნოთ შვილს. დაელოდეთ ისეთ ურთიერთბებს, რომლებიც სერიოზულ ფორმას მიიღებს და მხოლოდ ამის შემდეგ წარუდგინეთ შვილს პარტნიორი.

6. იმეგობრე სხვა მარტოხელა დედებთან

რჩევები მარტოხელა დედებს

ჩვენ ერთმანეთის ამბებს ჩვენი თავიდან გამომდინარე ვისმენთ, ვიზიარებთ და ვიგებთ. ამიტომაც ვმეგობრობთ ისეთ ადამიანებთან, რომლებთანაც, საერთო ინტერესები და მგავსი ცხოვრების წესი გვაქვს. იმეგობრეთ მარტოხელა დედებთან, თქვენ გაქვთ ერთი დიდი საერთო: ეს არის გამოწვევა, მარტომ აღზარდოთ შვილი!

7. იყავით დარწმუნებული საკუთარ თავში

რჩევები მარტოხელა დედებს

ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა, რომლის უგულებელყოფა არამც და არამც არ შეიძლება. იყავით თავდაჯერებულები და გწამდეთ საკუთარი თავის! თქვენ ხართ მაგალითი არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ გარშემომყოფთთვისა და საკუთარი შვილისთვის! საკუთარ თავთან სწორედ ამ დამოკიდებულებით შეძლებთ აღზარდოთ ღირსეული შვილი!



allwomenstalk.com