შეთანხმებისა და კომუნიკაციის ნაკლებობა არის ყველაზე გავრცელებული მიზეზები, რის გამოც, ადამიანები შორდებიან. არადა, ისტორიის დასაწყისში, ისინი მთელი ცხოვრების ერთად გატარებაზე ოცნებობდნენ. ამიტომ აუცილებელია, წყვილმა წინასწარ განიხილოს რამდენიმე საკითხი და მხოლოდ ამის შემდეგ გააფორმონ ოფიციალური დოკუმენტი.
1. „როგორ ვაპირებთ ფინანსების გაერთიანებას?“
მნიშვნელოვანია დაგეგმოთ, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეთ ფინანსურ საკითხებს. რამდენი ფულია საჭირო ყოველთვიურად? რამდენია ჩვენი ხელფასები? როგორ შეგვიძლია ხარჯების განაწილება? როგორ გადავინახოთ ფული მოგზაურობისთვის? - ეს არის კითხვები, რომლებზე პასუხიც აუცილებელად ქორწინებამდე უნდა იცოდეთ. ასევე, სასურველია იმის გადაწყვეტა, თუ როდისაა შესაძლებელი თქვენი ერთობლივი დანაზოგის გამოყენება.
2. „რამდენი ვალი/სესხი გვაქვს?“
ერთმანეთის რეალური დავალიანების გარკვევა დაგეხმარებათ, რომ ორივე დაგეგმოთ წინასწარ, თუ როგორ აპირებთ მათ გასტუმრებას. არავის ესიამოვნება დაქორწინების შემდეგ მეუღლის ვალების „აღმოჩენა“. თუ მხოლოდ ქორწილის შემდეგ შეიტყობთ მეუღლის სესხისა თუ ვალის შესახებ, ამან ნამდვილად შეიძლება გავლენა იქონიოს პარტნიორის მიმართ ნდობაზე.
3. „ვაპირებთ შვილების გაჩენას?“
ყველას, ვისაც დაქორწინება სურს, არ სურს შვილების ყოლა. მაშინაც კი, თუ ორივე მეუღლეს სურს შვილები, გასარკვევია, მაგალითად, როდის გეგმავთ შვილის ყოლას ან რამდენი ბავშვის გაჩენა გსურთ. მნიშვნელოვანია შეთანხმება აღზრდის სტილისა და ბავშვთან დაკავშირებული სხვა დაბრკოლებების შესახებ.
4. „რა მოხდება, თუ ვერ შევძლებთ შვილების გაჩენას?“
ზოგიერთისთვის ბავშვების ყოლა სავალდებულოა. მაგრამ, სამწუხაროდ, ყველა ადამიანისთვის არ არის ადვილი ბავშვის გაჩენა. ასე რომ, თუ წყვილს არ შეუძლია შვილების ყოლა, მათ უნდა იფიქრონ იმაზე, თუ რა მოხდება ამ შემთხვევაში - აირჩევთ ბავშვის აყვანას, სუროგატი დედის დახმარებას თუ უბრალოდ, განქორწინდებით.
5. „როგორ გავინაწილებთ საოჯახო საქმეებს?“
ერთი შეხედვით, საოჯახო საქმეები ტრივიალური სალაპარაკო საკითხია, მაგრამ ეს შეიძლება გახდეს სამომავლო ჩხუბის მიზეზი. არავის სიამოვნებს საოჯახო საქმეების მხოლოდ საკუთარ თავზე აღება. იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, რომ სახლში მშვიდობაა, უმჯობესია ისაუბროთ იმ საოჯახო საქმეებზე, რომელსაც თითოეულ ადამიანს ევალება.
6. „რა არის შენი ოცნებები და სამომავლო გეგმები?“
”სად ხედავ თავს 5-30 წლის შემდეგ?” - ეს შეიძლება ჟღერდეს როგორც შეკითხვა გასაუბრებიდან, მაგრამ ადამიანის მისწრაფებები შეიძლება არ შეესაბამებოდეს პარტნიორის იდეას. მაგალითად, შეიძლება ერთს სურდეს თავგადასავლებით სავსე დინამიკური ცხოვრება, ხოლო მეორეს უბრალოდ სტაბილური ცხოვრება და სტაბილური შემოსავალი. ამ კითხვის დასმა დაგეხმარებათ გაარკვიოთ, თუ როგორი იქნება თქვენი ერთობლივი ცხოვრება.
7. „რა არის ყველაზე აუტანელი თვისება?“
ყველა ადამიანს აქვს საკუთარი ახირება. ამიტომ აუცილებელია, ერთმანეთს გაუზიაროთ, რა არის ის, რაც თანაცხოვრებისას აუტანელი იქნება. მაგალითად, ადამიანს შეიძლება ჰქონდეს მოთხოვნილება, ყველაფერი წესრიგში იყოს, ხოლო პარტნიორი კი, უფრო ქაოტურ გარემოში გრძნობდეს სიმშვიდეს. თუ ამ ყველაფერს წინასწარ განიხილავთ, კომპრომისის მიღწევა შესაძლებელი გახდება.
თემები: ოჯახი, ურთიერთობა, წყვილი, ქორწინება