LIFE

P.S. მე შენ მიყვარხარ - 7 მწარე სიმართლე სიყვარულზე

P.S. მე შენ მიყვარხარ - 7 მწარე სიმართლე სიყვარულზე

1. თქვენ გიყვართ იდეა და არა ადამიანი 

P.S. მე შენ მიყვარხარ - 7 მწარე სიმართლე სიყვარულზე

ეს ყველა ადამიანს შეუმჩნევია, მათ შორის იმათაც, ვინც ამაყობს, რომ სხვა ადამიანის მიღება შეუძლია. ვინმეს ჭეშმარიტად გაცნობა ეტაპობრივად ხდება და ამას დიდი დრო სჭირდება - რამდენიმე წელიც კი. როდესაც პირველად გაიფიქრეთ, „ღმერთო, შეყვარებული ვარ!“ ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანს, ამ ეტაპზე, ნამდვილად არ იცნობდით. თქვენ უბრალოდ გქონდათ მოლოდინი, რომ ეს ადამიანი, თქვენს იმედს გაამართლებდა. თქვენი გონება უცნობ ნაწილს წარსული გამოცდილებისა და სიყვარულის შესახებ არსებული იდეების საშუალებით ავსებს.

2. ადამიანებს (მათ შორის თქვენც) ეგოისტური მიზეზების გამო უყვარდება 

P.S. მე შენ მიყვარხარ - 7 მწარე სიმართლე სიყვარულზე

და იცით რა? ეს წარმოუდგენლად მართებული, ადამიანური ხასიათის მოვლენაა, რადგან ჩვენ ყველას ვცდილობთ ვუყვარდეთ, დაგვაფასონ და მოგვეფერონ. ეს არ ნიშნავს, რომ სიყვარულში ყოველთვის ეგოისტი იქნებით და მხოლოდ სარგებლის მიღებას შეეცდებით. მაგრამ თქვენი ურთიერთობის სურვილი, პირველ რიგში, თქვენი ეგოისტური მიზეზები იქნება. 

3. თქვენ აუცილებლად ატკენთ ერთმანეთს 

P.S. მე შენ მიყვარხარ - 7 მწარე სიმართლე სიყვარულზე

ეს არ ნიშნავს, რომ ან თქვენ ან თქვენი პარტნიორი, ცუდი ადამიანი ხართ. უბრალოდ, ხანგრძლივ ურთიერთობაში, სხვანაირად ვერ გამოვა. ტკივილი სიყვარულის განუყოფელი ნაწილია, ამიტომ მზად იყავით, რომ ცხოვრება მუდამ პეპლებითა და ყვავილებით არ იქნება სავსე. ზოგჯერ, საკუთარი თავმოყვარეობის გადალახვა და პატიებაც მოგიწევთ. 

4. იქნება ცუდი დღეებიც 

P.S. მე შენ მიყვარხარ - 7 მწარე სიმართლე სიყვარულზე

თქვენ ვერ გამოხატავთ პარტნიორის მიმართ გიჟურ სიყვარულს ყოველდღიურად. ზოგჯერ, იარსებებს დღეები, როდესაც გაღიზიანებული იქნებით და შესაძლოა, მისი დანახვაც კი არ გინდოდეთ. ეს არც თქვენი ბრალია და არც თქვენი საყვარელი ადამიანის. არსებობს ცუდი დღეები, როდესაც არაფერი არ გიხარიათ, არ მოგწონთ და ეს ძალიან ბუნებრივი მოვლენაა. 

5. შეუძლებელია სიყვარულის განცდა, შიშის გარეშე 

P.S. მე შენ მიყვარხარ - 7 მწარე სიმართლე სიყვარულზე

ადამიანის სიყვარული ნიშნავს, რომ თქვენ მას მთელს შინაგან სამყაროს, შიშებს, მოლოდინებსა თუ ოცნებებს უზიარებთ. ეს კი, თავისთავად, დაშავების, ზიანის მოყენების შესაძლებლობას გულისხმობს. გული რომც არ გატკინოთ, ყოველთვის იქნება ალბათობა, რომ შესაძლოა უბრალოდ გადაუყვარდეთ ან უფრო უარესი, გარდაიცვალოს. ამიტომ ადამიანის დაკარგვის შიში, სიყვარულის განუყოფელი ნაწილია.

6. მხოლოდ სიყვარული საკმარისი არ არის 

P.S. მე შენ მიყვარხარ - 7 მწარე სიმართლე სიყვარულზე

ვერასოდეს შექმნით კარგ ურთიერთობას, თუ თქვენს შორის არ იარსებებს კომუნიკაცია, ნდობა, ურთიერთგაგება და პატივისცემა. მხოლოდ სიყვარული, არასოდესაა საკმარისი. 

7. თქვენი პარტნიორი ერთ დღესაც მოკვდება, თქვენც მოკვდებით და წარმოდგენა არ გაქვთ ეს როდის ან როგორ მოხდება 

P.S. მე შენ მიყვარხარ - 7 მწარე სიმართლე სიყვარულზე

ამიტომ, არასოდეს გადადოთ სათქმელი ხვალისთვის. მოეფერეთ, ჩაეხუტეთ და გამოხატეთ სიყვარული დღეს, რადგან ურთიერთობებში, არც ერთი წამი არ არის გარანტირებული.



<a href="https://thoughtcatalog.com/">https://thoughtcatalog.com/</a>