LIFE

რას უნდა ელოდოთ, თუ მალე 40 წლის ხდებით? 7 პოზიტიური ასპექტი მეცნიერებისგან

რას უნდა ელოდოთ, თუ მალე 40 წლის ხდებით? 7 პოზიტიური ასპექტი მეცნიერებისგან

ადამიანის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ოცდაათიანი წლები, ჩვენი ცხოვრების საუკეთესო წლებია, მაგრამ შესაძლოა ეს სიმართლეს არ შეესაბამება. სინამდვილეში, ჩვენი ცხოვრების საუკეთესო წლები 40-ის შემდეგ იწყება, რადგან ამ დროს, ჩვენ ვართ ფინანსურად ძლიერები, ბედნიერები, შეგვიძლია მეტი დრო გამოვნახოთ ჰობისთვის და გავაკეთოთ ყველაფერი, რისი გაკეთებაც გვინდოდა.

1. თქვენ უფრო ნაკლებ დროს ხარჯავთ სოციალურ ქსელებში და უკეთ იყენებთ დროს

ყველამ იცის, რამდენად შრომატევადია სოციალური მედიაში აქტიურობა და რამდენად ადვილია საათობით დროს დაკარგვა აპლიკაციიდან აპლიკაციაში გადასვლაში. ამასთან, ორმოც წელს გადაცილებულ ადამიანები უფრო ნაკლებად კარგავენ დროს, რადგან მათ უკვე ისწავლეს დროის სწორი და ჯანმრთელი მენეჯმენტი.

2. თქვენ უკეთ აბალანსებთ სამსახურსა და პირად ცხოვრებას

20-30-იან წლებში სამუშაოსა და ცხოვრების ბალანსი თითქმის ყველა ადამიანის პრობლემაა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ 34-დან 44 წლის ასაკში, პროფესიონალთა 57% კმაყოფილია მათი სამუშაოსა და პირადი ცხოვრების ბალანსით.

3. ნაკლები ძილი გჭირდებათ

კიდევ ერთი კარგი რამ, რაც ორმოცი წლის შემდეგ გელოდებათ, არის ის, რომ თქვენი სხეული უფრო ნაკლებ ძილს მოითხოვს, ვიდრე ახალგაზრდობაში. გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 40-დან 55 წლამდე ადამიანებს, დაახლოებით 23 წუთით ნაკლები სძინავთ ვიდრე 40 წლამდე ასაკის ადამიანებს. ეს შეიძლება არც ისე ბევრი ჩანდეს, მაგრამ დროის უკეთ გამოყენების შემთხვევაში, შეგიძლიათ უფრო მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ თავს.

4. თქვენი ურთიერთობები უფრო ბედნიერი და ჯანმრთელია

ქორწინება მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ბუნებრივია, რომ ადამიანთა უმრავლესობას აშინებს ცოლქმრული ცხოვრება. ამასთან, პოპულარული რწმენის საწინააღმდეგოდ, დაქორწინება გვიანი არასდროსაა. სინამდვილეში, კვლევის თანახმად, გვიან დაქორწინება საუკეთესო გადაწყვეტილებაა ხანგრძლივი ბედნიერებისთვის. გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც დაქორწინდნენ უფრო გვიან, ვიდრე თანატოლები, გამოხატავდნენ ბედნიერების და თვითშეფასების უფრო მაღალ დონეს. ასევე, მათ შემთხვევაში ნაკლები იყო ქორწინების შემდგომი დეპრესიის მაჩვენებელი.

5. უფრო თავდაჯერებული ხართ

ჰარვარდის კვლევა გვთავაზობს, რომ ჩვენი თავდაჯერების დონე პიკს უახლოვდება, 40 წლის ასაკში. ეს არის ამ ასაკის ერთ-ერთი საუკეთესო სარგებელი, რადგან ბედნიერებაა, მოგწონდეს ის, ვინც ხარ და კმაყოფილი იყო საკუთარი ცხოვრებით.

6. ხანდაზმულ ასაკში მშობიარობა დაგეხმარებათ უფრო დიდხანს იცოცხლოთ

ბავშვის გაჩენას ამ ასაკში თავისი სარგებელი აქვს. ჟურნალ „მენოპაუზაში“ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ქალებს, რომლებსაც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინეს, ორჯერ მეტი შანსი აქვთ, მიაღწიონ 90 წელს, ვიდრე იმ ქალებს, ვინც ბავშვი 29 წლამდე გააჩინეს.

7. თქვენ უფრო დამშვიდებული და კონცენტირებული ხართ

40 წლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სარგებელი კონცენტრირების უნარის გაუმჯობესებაა. ჟურნალ „ფსიქოლოგიურ მეცნიერებაში“ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, თქვენი კონცენტრაციის უნარი პიკს აღწევს 43 წლის ასაკში. ამ დროს ჩვენ ნაკლებად გვაწუხებს ყურადღების გაფანტვის პრობლემები და უფრო მეტად ვკონცენტირდებით ჩვენთვის მნიშვნელოვან საქმეებსა თუ მოვლენებზე.