რატომ შეუძლია ზოგიერთ სურნელს ნოსტალგიური მოგონებების გამოღვიძება?
- 23.07.2021
ოდესმე შეგიმჩნევიათ, როგორ გიბრუნდებათ მოგონებები მას შემდეგ, რაც კონკრეტულ სურნელს შეიგრძნობთ? კონკრეტულად, რომელი სუნი აღვიძებს ნათელ მოგონებებს?
ძალიან ხშირად, რიგით საცხობთან ჩავლის შემდეგ, დარიჩინის ფუნთუშების სურნელი საყვარელ ბებიასა და მასთან გატარებულ ზამთრის ცივ საღამოებს გახსენებთ... ან ეს შეიძლება იყოს დედათქვენის საყვარელი სუნამო, რომელიც მოულოდნელად შეიგრძენით.... მართლაც საოცარია, თუ როგორ შეიძლება სუნებმა გამოიწვიოს ყველაზე ნათელი მოგონებებისა და მასთან დაკავშირებული ძლიერი ემოციების გამოღვიძება...
ტვინის ანატომია მჭიდროდ აკავშირებს სურნელსა და მეხსიერებას
ტვინის იმ ნაწილს, რომელიც სუნებს უკავშირდება, ყნოსვის ბოლქვი ეწოდება. ეს არის ცენტრი, სადაც ცხვირის ღრუში განლაგებული ყნოსვის რეცეპტორები აგზავნიან თავიანთ სიგნალებს. ეს სტრუქტურა შემდგომში ინფორმაციას აგზავნის თავის ტვინის სხვა ნაწილებზე, კერძოდ, ჰიპოკამპზე, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს ახალი მოგონებების შექმნაში. ჩვენს ტვინში, ყნოსვის ბოლქვი და ჰიპოკამპი ერთმანეთთან ახლოს მდებარეობს.
ყნოსვითი ბოლქვი ასევე ადვილად ახერხებს ამიგდალას, თავის ტვინის სხვა სტრუქტურის გააქტიურებას, რომელიც პასუხისმგებელია მოგონებებსა და ემოციურ რეაქციებზე. სუნის ბოლქვის ადგილმდებარეობა მოგონებებთან და ემოციებთან არის დაკავშირებული, სწორედ ამიტომ, სურნელს შეუძლია მოგონებები გააღვიძოს.
ჩვენ შეიძლება ცხოვრების კონკრეტულ მომენტებში არც კი განვსაზღვროთ განსაკუთრებული სუნი, მაგრამ ჩვენი ტვინი ამ სუნებს ინახავს და მოგვიანებით მოგონებებთან აკავშირებს.
ასევე, გემოებს შეუძლიათ მოგონებების გამოღვიძება
მეცნიერების აზრით, საჭმლის არომატიზატორები სინამდვილეში გემოს (მაგალითად, ტკბილი) და სუნის კომბინაციაა. ამიტომ ნოსტალგიამ შეიძლება ძლიერი დარტყმა მოგაყენოთ, როდესაც მიირთმევთ ისეთ რამეს, რასაც თქვენი ტვინი ცხოვრების გარკვეულ პერიოდს უკავშირებს.
სურნელი დაგეხმარებათ თქვენი ტვინის გავარჯიშებაში
ჩვენი ყნოსვა იმდენად მჭიდროდაა დაკავშირებული ტვინთან, რომ სუნის ძალა შეიძლება გამოყენებულ იქნას ჩვენი გონებისა და შემეცნებითი უნარების გასაუმჯობესებლად. სხვადასხვა სურნელი, მათი დამახსოვრება და იდენტიფიკაცია აუმჯობესებს კოგნიტურ შესაძლებლობებს.
არსებობს ე.წ. "სუნის ტრენინგები", სადაც ხალხი სხვადასხვა სურნელის, მათი იდენტიფიკაციისა და დამახსოვრების გზით აუმჯობესებენ ტვინის ფუნქციონირებას. მაგალითად, სუნს შეუძლია გამოიწვიოს ტვინის უჯრედებს შორის ახალი კავშირების წარმოქმნა ან არსებული კავშირების გაძლიერება.
ვინ იფიქრებდა, რომ სურნელს ამდენი კავშირი ექნებოდა ჩვენს ტვინში მომხდარ პროცესებთან?
თემები: ურთიერთობა, პირველი შეგრძნებები, მოგონებები, სურნელი
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია