ცხოვრების 11 მნიშვნელოვანი წესი, რომელიც ყველა ზრდასრულმა უნდა დაიცვას
- 23.07.2021
1. ნუ დაელოდებით ვინმეს, რომ გითხრათ, რისი მიღწევა შეგიძლიათ და რისი არა. თქვენ შინაგანად უნდა გქონდეთ რწმენა, რომ მონდომების შემთხვევაში, ყველა გეგმისა თუ მიზნის განხორციელება შეგიძლიათ.
2. ყოველთვის გქონდეთ საკუთარი თავის იმედი. არაუშავს, თუ თქვენი ერთადერთი გულშემატკივარი თქვენვე ხართ... არაუშავს, თუ მიზნისკენ სავალ გზაზე ვერ შეხვდებით მხარდაჭერებს... არაუშავს, თუ არავის მოსწონს თქვენი გადაწყვეტილებები... მთავარია, თქვენ გქონდეთ საკუთარი თავის რწმენა და იმედი, რომ ყველაფერი გამოგივათ.
3. ისწავლეთ მეტი ფსიქოლოგიის შესახებ. ეს დაგეხმარებათ ისწავლოთ საკუთარი თავის, ემოციებისა და ფიქრების მართვა. ასევე, ეს დაგეხმარებათ სხვა ადამიანებთან კომუნიკაციაში.
4. თქვენი ვალდებულება არ არის სხვისი გამოსწორება. ზოგჯერ, შესაძლოა გრძნობთ, რომ ეს გარკვეულწილად თქვენი პასუხისმგებლობაა, მაგრამ სინამდვილეში, ეს თქვენ არ გეხებათ.
5. ისწავლეთ როდის უნდა წამოხვიდეთ და ნუ იდარდებთ ამაზე. ერთ-ერთი საუკეთესო რამ, რაც შეგიძლიათ ამ ცხოვრებაში ისწავლოთ, ისაა, რომ აანალიზებდეთ თუ როდის დატოვოთ სამსახური, ურთიერთობა, ცხოვრების წესი და ნებისმიერი სხვა რამ, რაც არ გჭირდებათ, ან არ მოგწონთ.
6. სპონტანურობა კარგი რამეა, თუმცა აუცილებელია გეგმის ქონაც. თქვენ ცხოვრებაში ორივეს ნაზავი გჭირდებათ. თუ თქვენს ცხოვრებას არ დაგეგმავთ, დიდი შანსია, რომ ყოველთვის სხვისი გეგმის ნაწილი იყოთ. ამასთან, ნუ მოიქცევით ისე, რომ თქვენს ცხოვრებაში სპონტანურობისთვის ადგილი არ დატოვოთ.
7. გააანალიზეთ თქვენი ენერგია. ოთახში შესვლისთანავე, ადამიანებს თქვენი ენერგიის შეგრძნება შეუძლიათ. ეს არის ის, რაც მყისიერად იგრძნობა და გარკვეულწილად გადამდებია. იზრუნეთ თქვენს ენერგიაზე, გააძლიერეთ და დაიცავით იგი, რადგან ის ხშირად იმაზე მეტს საუბრობს, ვიდრე სიტყვებითაა შესაძლებელი.
8. თუ გსურთ რეალური ცვლილებები, მაშინ უნდა იმოქმედოთ. თქვენ უნდა აითვისოთ ახალი სფერო, დაიწყოთ ვარჯიში და გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან. შექმნათ ყოველდღიური რუტინა და იმუშავოთ საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე. სხვაგვარად, რეალურ ცვლილებებს ვერ დაინახავთ.
9. ფული ცხოვრებაში ყველაფერი არ არის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია. ეს დაგეხმარებათ მოიპოვოთ თავისუფლება და დამოუკიდებლობა; მიაღწიოთ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. მხოლოდ ფული ვერ გამოასწორებს თქვენს პრობლემებს და ვერც სასწაულებრივ ბედნიერებას მოგიტანთ, მაგრამ მას შეუძლია გაზარდოს თქვენი ცხოვრების ხარისხი და მოგცეთ განვითარების საშუალება.
10. ყველა თქვენი დროის ღირსი არ არის. და ეს არის წესი, რომლის დაცვაც ძალიან რთულია. ეს არ ნიშნავს, რომ ან ძალიან გამორჩეული, ან ამპარტავანი ადამიანი ხართ. ეს ნიშნავს, რომ თქვენ აფასებთ თქვენს დროს და ირჩევთ ვინ იმსახურებს თქვენს ყურადღებას და ვინ არა. ასევე, უნდა აღიაროთ, რომ ყველა ადამიანს არ მოწონება თქვენი გადაწყვეტილება. მაგრამ ესეც ზრდასრული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
11. თქვით "არ ვიცი" უფრო ხშირად. არ არის სირცხვილი, რომ რაღაც არ იცით. თქვენ არ უნდა გრცხვენოდეთ, რომ ჯერ არ გაქვთ გამოცდილება ან არ ფლობთ ინფორმაციას. სირცხვილია საკუთარი განათლებისა ან უნარების შესახებ ტყუილის თქმა, მაგრამ აღიარება, რომ არ ხართ კომპეტენტური - ეს ყველაზე ბუნებრივი რამაა ამ ქვეყნად.
თემები: სიყვარული, სასიყვარულო ურთიერთობა, ურთიერთობა, თავდაჯერებულობა, რჩევები