„სერიოზული და ხანგრძლივი ურთიერთობის საფუძველი მხოლოდ თავდაპირველი სიყვარული არ არის. უფრო მეტიც, ასეთ ურთიერთობას დაუსრულებელი მშენებლობა სჭირდება“.
თქვენ თანასწორები ხართ
ჯანსაღ ურთიერთობაში, თქვენ ორივე თანაბარ დონეზე დგახართ. თქვენ იზიარებთ ურთიერთობის პასუხისმგებლობას და მოვალეობას. ასევე, თქვენ ორივე გამოთქვამთ მოსაზრებებს და მათ თანაბარი წონა აქვთ.
მაგრამ, თანასწორობა ყოველთვის არ ნიშნავს მკაცრ 50/50 გაყოფას. ეს ნიშნავს, რომ ორივე პარტნიორი თანაბრად გასცემს ემოციებს, სიყვარულს, ზრუნვას, თანადგომას და იგივეს იღებს მეორე ადამიანისგან.
თქვენ ბუნებრივები ხართ
ჯანსაღ ურთიერთობაში თქვენ ხართ თავისუფალი იყოთ საკუთარი თავი. თქვენ არ გჭირდებათ წარმოდგენის შექმნა ან იმ ადამიანად გარდასახვა, ვინც სინამდვილეში არ ხართ. ამის ნაცვლად, თქვენ შეგიძლიათ გამოხატოთ თქვენი ნამდვილი გრძნობები და აზრები, ყოველგვარი უარყოფის შიშის გარეშე.
თქვენ შეგიძლიათ თქვათ „არა“
ჯანსაღი ურთიერთობა გულისხმობს საკუთარი საზღვრების პატივისცემას. ტოქსიკურ სიტუაციაში, თქვენმა პარტნიორმა შეიძლება ხშირად გიბიძგოთ გააკეთოთ ის, რისი გაკეთებაც არ გსურთ და იგნორირება მოახდინოს, როდესაც უარს იტყვით.
პარტნიორი, რომელიც პატივს გცემთ, ასევე პატივს სცემს თქვენს საზღვრებს და საშუალებას გაძლევთ თქვათ უარი და არ ჩაერთოთ ისეთ საქმეებში, რისი გაკეთებაც არ გსურთ.
თქვენ ზრუნავთ ერთმანეთის გრძნობებზე
კარგი ურთიერთობა გულისხმობს მგრძნობელობის მაღალ ხარისხს და ზრუნვას იმაზე, თუ რას გრძნობს სხვა ადამიანი. ჯანმრთელ ურთიერთობებში მუდმივად არსებობს დიალოგი გამოცდილებისა და ემოციების შესახებ და ორივე მხარე, ყოველთვის ღიაა შეცვალოს ის, რაც არ მუშაობს.
თქვენ კარგად ხართ
ჯანსაღ ურთიერთობას აქვს თავისი აღმართები და დაღმართები. რა თქმა უნდა, ასეთი ურთიერთობა არც კონფლიქტებს გამორიცხავს. ეს სავსებით ნორმალურია. თუმცა, კარგ ურთიერთობას უფრო მეტი დადებითი ემოცია მოაქვს ვიდრე ნეგატიური.
თქვენ შეგიძლიათ დაუშვათ შეცდომები
ყველა ადამიანი უშვებს შეცდომებს. ჯანმრთელ ურთიერთობაში თქვენ იცით, რომ გაქვთ შეცდომის დაშვების, ბოდიშის მოხდისა და სიტუაციის გამოსწორების უფლება. ამავე დროს, თქვენს პარტნიორსაც უნდა ჰქონდეს იგივე თავისუფლება.
თქვენ შეგიძლიათ იყოთ დაუცველი
მიუხედავად იმისა, რომ დაუცველობის განცდა ასოცირდება სისუსტესთან. სინამდვილეში, დაუცველობა ნებისმიერ ახლო ურთიერთობაში მნიშვნელოვანია. როდესაც ჩვენ თავს ვაძლევთ უფლებას, დავივიწყოთ თავდაცვა და ემოციურად დავუკავშირდეთ სხვა ადამიანს, ჩვენ ნამდვილად ვამყარებთ ღრმა კავშირს. როდესაც ჩვენ მოწყვლადი ვართ, ჩვენ შეგვიძლია გავიზიაროთ და გამოვავლინოთ ჩვენი ნამდვილი თავი.
ჯანსაღ ურთიერთობაში თქვენ თავს კომფორტულად გრძნობთ და იცით, რომ ნამდვილად უსაფრთხო ადგილზე ხართ.
თემები: მამაკაცები, ურთიერთობა, წყვილი, პრობლემები, ქალები