მაჰათმა განდი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური და სულიერი ლიდერია. მისი უნიკალური აზროვნება და ცხოვრებისეული გზა უამრავი ადამიანის შთაგონების მთავარი წყაროა.
1. პატიება გვაძლიერებს
„სუსტ ადამიანებს პატიება არ შეუძლიათ. პატიება ძლიერი ადამიანების თვისებაა“.
პატიება რთული არჩევანია - შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ თუ ადამიანის პატიებას ავირჩევთ, მაშინ სუსტები ვართ, მაგრამ სინამდვილეში პირიქითაა.
პატიება გვაძლევს საშუალებას დავდგეთ სიტუაციაზე მაღლა და ვიპოვოთ ცხოვრების გაგრძელების ძალა, რადგან ის, წყენის ტვირთისგან გვათავისუფლებს.
2. ყველა ცვლილება თქვენს თავში იწყება
„იყავი ცვლილება, რომლის დანახვაც გსურს სამყაროში“.
მართალია ჩვენ არ შეგვიძლია, გლობალური საკითხების შეცვლა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ გვაქვს ძალა, შევცვალოთ ჩვენს ირგვლივ არსებული სამყარო. თუ გვსურს, რომ სამყაროში მეტი სიკეთე იყოს, მაშინ თავად უნდა გავხდეთ კეთილი ადამიანები და დავაკვირდეთ, როგორ გარდაქმნის ის არა მხოლოდ ჩვენს, არამედ სხვების ცხოვრებასაც.
3. გონება ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღია
„ადამიანი საკუთარი ფიქრების შედეგია. რასაც ფიქრობს, ის ხდება“.
გონებრივი სიძლიერე გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ფიზიკური. მისი საშუალებით, შეგვიძლია მივაღწიოთ იმაზე ბევრად მეტს, ვიდრე ოდესმე წარმოგვედგინა. ჩვენი გონებრივი ძალა კი, ჩვენივე ფიქრებიდან მოდის. თუ ჩვენ მუდმივად გავამახვილებთ ყურადღებას უარყოფითზე და არ მივცემთ თავს უფლებას დაიჯეროს, რომ ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია, მაშინ უბრალოდ სუსტ ადამიანებად გადავიქცევით.
4. მაქსიმალურად გამოიყენეთ ყოველი დღე
„იცხოვრე ისე, თითქოს ეს უკანასკნელი დღე იყოს შენს ცხოვრებაში. ისწავლე ისე, თითქოს უკვდავი ხარ“.
განდი გვახსენებს, რომ ცხოვრება სამუდამოდ არ გრძელდება, ამიტომ უფრო მეტად უნდა ვისიამოვნოთ ყველაფრით და გამოვიყენოთ თითოეული შესაძლებლობა. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ნებისმიერი შანსი: ვისწავლოთ, ვიცოცხლოთ და შევქმნათ რაიმე ახალი, რადგან ეს არის ცხოვრების ერთადერთი აზრი.
5. სიყვარული ყველაზე მნიშვნელოვანია
„სადაც სიყვარულია, სიცოცხლეც სწორედ იქ არის“.
სიყვარული ნებისმიერი ჩვენგანის მთავარი ღირებულებაა. ეს არის ის, რაც გვაძლევს სიცოცხლეს და რაც გვაძლევს მნიშვნელობას. თუ თავს დაცარიელებულად ან გადატვირთულად გრძნობთ, კონცენტრირდით იმ სიყვარულზე, რომელიც თქვენს ცხოვრებაში არსებობს. შედეგად კი თქვენ აღმოაჩენთ, რომ სიყვარული, ეს ცხოვრების მთავარი ძალაა.
თემები: ურთიერთობა, რჩევები, დალაი ლამა