ზოდიაქოს ყველაზე ობსესიური ნიშნები: გაიგეთ, ვის ახასიათებს აკვიატება ყველაზე მეტად
- 06.10.2021
ალბათ, ჩვენს უმრავლესობას გამოუცდია ეს სიტუაცია - ადამიანს ისე უყვარხართ, რომ მხოლოდ თქვენზე ფიქრობს. თქვენ ხართ მისი მთელი სამყარო. ხშირად, ეს საკმაოდ შემაწუხებელია, ზოგჯერ კი პირიქით, სასიამოვნო.
აკვიატება ყოველთვის არ არის საშიში ან არაჯანსაღი. ხშირად, ის მხოლოდ დიდი გატაცების ან სიყვარულის გამოხატულებაა. თუმცა ფაქტი ერთია, ზოგიერთ ადამიანებს უფრო მეტად ახასიათებს ობსესიური ფიქრები, იგივე აკვიატება, ვიდრე სხვებს...
მორიელი
ზოდიაქოს ყველაზე ობსესიური ნიშანი მორიელია. ამ ნიშნის წარმომადგენლები, იმდენად მგზნებარე, ვნებით სავსე და დამცველი ადამიანები არიან, რომ შეუძლებელია, აკვიატება არ ახასიათებდეთ.
როდესაც ისინი შეპყრობილნი არიან რაღაცით ან ვიღაცით, ის მთლიანად იპყრობს მათ გონებას; მათ სუნთქვისა და ცხოვრებისთვის სჭირდებათ მიიღონ ის, რაც ასე ძალიან სურთ. ისინი მთელს დროს, ენერგიას და ხშირად ფინანსებსაც ერთი საკითხისკენ მიმართავენ. ამ პროცესში კი, მათი სიმტკიცე, უბრალოდ გამაოგნებელია.
თუმცა აქ ერთი პრობლემა იმალება - როდესაც მორიელს გულს ტკენენ ან უარყოფენ, ისინი ზოდიაქოს ყველაზე სასტიკი შურისმაძიებლები ხდებიან...
კირჩხიბი
კირჩხიბი უკიდურესად ორიენტირებულია ურთიერთობებზე. როდესაც მათ ვინმე მოსწონთ, ისინი ყველაზე მესაკუთრე ადამიანები ხდებიან.
ასეთ დროს, კირჩხიბი უბრალოდ მაკონტროლებლად გადაიქცევა, ხოლო მისი აკვიატება უფრო და უფრო საშიში ხდება. „მე შენ ისე მიყვარხარ, უბრალოდ ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება შენს გარეშე“ - ალბათ, ეს წინადადება შეყვარებული კირჩხიბის მოგონილია... რადგან ისინი კარგად იცნობენ საკუთარ ემოციებს და ზუსტად იციან რა სურთ, ამიტომ არც მწველი, ვნებიანი სიყვარულის იდეა აშინებთ.
თუმცა კირჩხიბებმა აუცილებლად უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე, რადგან არსებობენ ადამიანები, რომლებიც მათი დიდი გულით, უბრალოდ, ბოროტად ისარგებლებენ...
კურო
ალბათ უჩვეულოა ამ სიაში სტაბილური და გაწონასწორებული კუროს ხილვა, მაგრამ დაგვიჯერეთ, თუ რაღაცით ან ვიღაცითაა შეპყრობილი, ძალიან ჯიუტია იმისთვის, რომ უარი თქვას მის მიღებაზე. ამ დროს, მისი აზროვნება უბრალოდ სხვა ყველაფერს ბლოკავს...
როდესაც კურო შეპყრობილია, ის არასოდეს არ გადაიტანს ყურადღებას სხვა საკითხზე. თანაც, მისი მიწიერი ხასიათი კიდევ უფრო მეტად უბიძგებს დაგეგმოს, თუ როგორ მოიპოვოს სასურველი. ეს მისთვის ერთგვარი სიამოვნებაა.
კურომ იცის, რას იმსახურებს და სწორედ ამიტომ, ვერც ერთი დაბრკოლება ვერ შეძლებს მის შეჩერებას. როგორც წესი, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები. ადრე თუ გვიან, აუცილებლად აღწევენ საწადელს...
თემები: ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი