LIFE

ჭკვიანი ქალი არასოდეს შეიყვარებს იმ მამაკაცს, რომელსაც უკვე უყვარს სხვა

ჭკვიანი ქალი არასოდეს შეიყვარებს იმ მამაკაცს, რომელსაც უკვე უყვარს სხვა

სამყაროში უამრავი ქალი არსებობს, რომელიც შეყვარებულია იმ მამაკაცზე, რომლის გულიც უკვე დაკავებულია. თითოეულმა ასეთმა დაკავებულმა მამაკაცმა კი იცის, რომ არსებობს ქალი, რომელიც მას გაჰყვება. და ყოველი ისეთი სიტუაციის მიღმა, სადაც ქალი სასოწარკვეთილად მისდევს ემოციურად მიუწვდომელ მამაკაცს, დგას კაცი, რომელიც უკვე შეყვარებულია სხვაზე...

დაიმახსოვრეთ, ისეთი ადამიანის შეყვარება, რომელსაც უკვე უყვარს სხვა, ტკივილის მომტანია ყველა ჩართული მხარისთვის. 

თუ ის არ ამთავრებს ურთიერთობას თავის პარტნიორთან, მაშინ თქვენ, სიმართლის გაგების შემთხვევაში, ყველა შეგიძულებთ. ხოლო თუ თქვენ საერთოდ არ გაქვთ ურთიერთობა, მაგრამ გრძნობებს ვერაფერს უხერხებთ, არც ეს სიტუაციაა უკეთესი. ორივე შემთხვევაში, თქვენ დროს კარგავთ იმ ადამიანთან, რომლისთვისაც არასოდეს გახდებით პრიორიტეტი. 

ჭკვიანი ქალი არასოდეს შეიყვარებს იმ მამაკაცს, რომელსაც უკვე უყვარს სხვა

მართალია ძალიან რთულია აღიარება, მაგრამ ადამიანს, რომელსაც უკვე ჰყავს შეყვარებული (პარტნიორი ან ცოლი) , უკვე განსაზღვრული აქვს საკუთარი პრიორიტეტები. მნიშვნელობა არ აქვს, თქვენ რამდენად გსურთ ეს ურთიერთობა, ან რამდენად შეეცდებით მის შენარჩუნებას, თქვენ მისთვის არ გახდებით პრიორიტეტი.

არსებობს ორი მიზეზი, რის გამოც ასეთი ურთიერთობები, ბედნიერად იშვიათად მთავრდება. 

პირველ რიგში, ის უკვე დაინტერესებულია სხვა ადამიანით იმაზე მეტად, ვიდრე თქვენით. მან უკვე გააკეთა თავისი არჩევანი და ეს თქვენ არ ხართ. გარდა ამისა, თქვენი მარადიული მოლოდინი და მცირე ყურადღებით აღფრთოვანება, უბრალოდ ზედმეტია. მას უკვე გაუგზავნეთ შეტყობინება, რომ თქვენ ერთ-ერთი ვარიანტი ხართ. 

ასეთ ურთიერთობაში დარჩენით, თქვენ მას „ეუბნებით“, რომ მზად ხართ დაელოდოთ მის ყურადღებას, რომელიც იმდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის, მის მოსაპოვებლად საკუთარ ბედნიერებას მსხვერპლად გაიღებთ. უფრო მეტიც, თქვენ ასევე ამბობთ, რომ თქვენ არ აფასებთ საკუთარ თავს იმდენად, რომ დაიცვათ საკუთარი თავი. 

ჭკვიანი ქალი არასოდეს შეიყვარებს იმ მამაკაცს, რომელსაც უკვე უყვარს სხვა

თუ გსურთ დაიცვათ თავი, არ შეიყვაროთ ადამიანი, რომელსაც რომელიც უკვე დაკავებულია ან ყოფილს მისტირის. მართალია ადვილი არ არის გრძნობების სრული კონტროლი, თუმცა სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია.

მუდამ გახსოვდეთ, რომ ასეთ სიტუაციებში აუცილებლად დადგება მომენტი, როდესაც მხოლოდ მისი გამოხედვა გახდება ცრემლების მიზეზი. ამიტომ, როგორი ძნელიც არ უნდა იყოს ამის გაკეთება ახლა, იცოდეთ, რომ მომავალში უფრო რთული გახდება. 

კი მაგრამ, როგორ უნდა დაივიწყოთ ადამიანი, რომელიც გიყვართ? პირველ რიგში, თქვენ მას უნდა დაშორდეთ არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ გონებრივ დონეზე. რაც უფრო დიდი გახდება მანძილი თქვენსა და მას შორის, როგორც ურთიერთობის, ასევე ფიქრების დონეზე, მით მეტად დასუსტდება გრძნობები. თუ ეს შეუძლებელია, საუკეთესო გამოსავალია გაამახვილოთ ყურადღება მის უარყოფით თვისებებზე, ან თუნდაც უბრალოდ გაბრაზდეთ. 

ჭკვიანი ქალი არასოდეს შეიყვარებს იმ მამაკაცს, რომელსაც უკვე უყვარს სხვა

სინამდვილეში, თქვენ გაქვთ ყველა მიზეზი, რომ მასზე გაბრაზდეთ. მართლა არ ფიქრობთ, რომ ამაზე ამაზე უკეთესს იმსახურებთ? 

სიმართლე ისაა, რომ ასეთ სიტუაციებში წარმატების მიღწევის ერთადერთი გზაა მასთან დაშორება და ემოციურად ხელმისაწვდომი ადამიანის ძებნაა.

ნუ დაელოდებით, რომ ის დაშორდება პარტნიორს, რომ ის დაივიწყებს ყოფილ შეყვარებულს, რომ ის მიატოვებს ცოლს... ადამიანი, რომელიც ამას ახლა არ აკეთებს, არც არასოდეს გააკეთებს. 

გარდა ამისა, გინდათ ადამიანი, რომლისთვისაც მოცემულ მომენტში, პრიორიტეტი არ ხართ?