Wizz Air-ით მოგზაურობა, როგორც საუკეთესო გამოცდილება: ჭკვიანური რჩევები, ციფრული კომფორტი და ინოვაციური სერვისი
- 02.05.2025
საიდუმლო არ არის, რომ ბიუჯეტური მოგზაურობა, უკვე დიდი ხანია მხოლოდ ეკონომიასთან აღარ ასოცირდება — განსაკუთრებით მაშინ, როცა ავიაკომპანიას ისეთი ამბიციური ხედვა აქვს, როგორიც Wizz Air-ს. ციფრული მიდგომა, დაბალი ფასები, თანამედროვე თვითმფრინავები და ახალი Customer First Compass ინიციატივა — Wizz Air აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მხოლოდ ბილეთის ფასით კი არა, არამედ სერვისითაც გაგაოცოთ.
დღეს განვიხილავთ პრაქტიკულ რჩევებს, რომ თქვენი მომდევნო ფრენა არა მხოლოდ იაფი, არამედ ჭკვიანური, კომფორტული და ხალისიანი იყოს:
საიდუმლო ამოხსნილია — როგორ იპოვოთ ბილეთი ყველაზე დაბალ ფასად
თუ Wizz Air-ის საიტზე გადაწყვიტეთ ბილეთის ყიდვა და მოგზაურობის თარიღი ჯერ ზუსტად არ შეგირჩევიათ, მაშინ შეგიძლიათ ბილეთი ყველაზე დაბალ ფასად აღმოაჩინოთ. ამისთვის საჭიროა უბრალოდ გამოიყენოთ Fare Finder ანუ ისარგებლოთ ფასით ძიების ფუნქციონალით. თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ რა მიმართულებაზე გსურთ ბილეთების დაჯავშნა, აირჩიოთ სასურველი თვე და სულ ესაა, თქვენს წინ ყველაზე ხელმისაწვდომი ბილეთების არჩევანი გადაიშლება. ხოლო თუ კონკრეტული მიმართულებაც არ გაქვთ შერჩეული, კიდევ უფრო უკეთესი - ამ შემთხვევაში თითქმის უფასოდაც კი დაჯავშნით ბილეთს.
Wizz Discount Club — კლუბი, სადაც დაზოგვა არ არის მხოლოდ ბონუსი
თუ წელიწადში ორჯერ მაინც დაფრინავთ, მაშინ აუცილებლად უნდა გახდეთ Wizz Discount Club-ის წევრი. წევრობის საფასური დაბალია, ხოლო ფასდაკლებები – სერიოზული. თითოეულ ფრენაზე შეგიძლიათ დაახლოებით 10 ევრო (დაახლოებით 30 ლარი) დაზოგოთ, ხოლო ბარგზე – 20 ევრომდე (დაახლოებით 60 ლარი). ვთანხმდებით, რომ 1 გზაზე თითქმის 90 ლარის დაზოგვა ხუმრობა არ არის. უფრო მეტიც, საწევრო ბარათი ასევე ვრცელდება თქვენს ერთ ან ორ მეგობარზე — ასე რომ მეგობრებთან ერთად მოგზაურობა კიდევ უფრო ბიუჯეტური გამოდის.
100%-ით ციფრული გამოცდილება — აპლიკაცია, რომელიც ყველაფერს დაგიგეგმავთ
დაჯავშნიდან ჩასხდომამდე, ერთი აპლიკაციით შეგიძლიათ მართოთ ყველა ნაბიჯი. ბილეთის დაჯავშნა, ბარგის დამატება, ადგილის შერჩევა, ჩასხდომის ბარათი და რეალურ დროში განახლებების მიღება — ეს ყველაფერი ხელისგულზე გაქვთ. თანაც Wizz Air-ის მობილური აპლიკაცია უკვე ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი.
Customer First Compass – ინვესტიცია თქვენს კომფორტში
Wizz Air-ის ახალი ტრანსფორმაციული ინიციატივა იმის მტკიცებულებაა, რომ ბიუჯეტური ფრენა სულაც არ ნიშნავს კომპრომისს. 14 მილიარდი ევროს ინვესტიცია მოხმარდება ოთხ ძირითად მიმართულებას:
პროდუქტი: ეკომეგობრული, თანამედროვე ფლოტი და Airbus A321XLR-ის კონტინენტთაშორისი შესაძლებლობები
ფასი: დაბალი ტარიფები, გამჭვირვალე პოლიტიკა და მეტი სარგებელი მომხმარებლებისთვის
მომსახურება: სწრაფი რეაგირება, ვირტუალური ასისტენტი, ბილეთის დაბრუნება 24 საათში და სერვისი მინიმალური შეფერხებებით
კომუნიკაცია: გაუმჯობესებული მხარდაჭერა აპლიკაციით, SMS-ით და ელფოსტით. ზაფხულიდან კი, MyJourney ფუნქციაც ხელმისაწვდომი გახდება.
მოგზაურობის დროს მუდმივი ინფორმირებულობა აუცილებელია - ეს მომხმარებლებს აძლევთ დამატებითი სიმშვიდის განცდას. არ დაგვავიწყდეს, მართალია მოგზაურობა პოზიტიური გამოცდილებაა, თუმცა ის შესაძლოა სტრესული იყოს. Wizz Air-ის ახალი MyJourney ფუნქცია აპლიკაციაში რეალურ დროში მოგაწვდით დეტალებს ჩამოფრენის დროის, შეფერხებების, გეითის, ბარგისა და სხვა აეროპორტთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაციის შესახებ.
თუ სწორად დაგეგმავთ მოგზაურობას, გამოიყენებთ ხელმისაწვდომ სერვისებს და მიენდობით ინოვაციურ ციფრულ გამოცდილებას, მაშინ Wizz Air-ით მოგზაურობა საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება. მიმზიდველი ბილეთის ფასი მხოლოდ დასაწყისია — დანარჩენი თქვენზეა. დაე, თქვენი მომდევნო მოგზაურობა იყოს მარტივი, ორგანიზებული და დაუვიწყარი – ზუსტად ისეთი, როგორსაც Wizz Air გვთავაზობს - მომხმარებელზე ორიენტირებულს, ხელმისაწვდომს და ინოვაციურს.