LIFE

როგორ დავამარცხოთ ფრენის შიში? Wizz Air-ის რჩევები მგზავრებისთვის

როგორ დავამარცხოთ ფრენის შიში? Wizz Air-ის რჩევები მგზავრებისთვის

ფრენის შიში ბევრად უფრო გავრცელებულია, ვიდრე გვგონია. მსოფლიოში მილიონობით ადამიანი განიცდის ავიაფობიას — ზოგისთვის ეს მსუბუქი დაძაბულობაა, ზოგისთვის კი — პანიკის ზღვარზე ყოფნა. და მაინც, ეს არ ნიშნავს სისუსტეს. შიში ბუნებრივი რეაქციაა იმაზე, რაც ჩვენ კონტროლს მიღმაა — და სწორედ ამიტომ, ეს შიში იმსახურებს გათვითცნობიერებას და არა დანებებას.

კვლევების მიხედვით, მოსახლეობის დაახლოებით 2.5%–3% ავიაფობიით იტანჯება, ხოლო დაახლოებით 40%-ს ფრენის წინ უჩნდება სტრესი ან შფოთვა — იქნება ეს ტურბულენტობის შიში, სიმაღლის შიში, კონტროლის დაკარგვის განცდა თუ უბრალოდ უცნობი პროცესების მიმართ უნდობლობა. მაგრამ სიახლე კარგი გვაქვს: შიშის მართვა შესაძლებელია

პირველ რიგში, დავსვათ შეკითხვა, თუ რატომ გვეშინია ფრენის?

ფრენა, რაც არ უნდა უსაფრთხო იყოს, ჩვენი ტვინისთვის არაბუნებრივი პროცესია. სიმაღლე, ხმაური, ჩაკეტილი სივრცე და კონტროლის ხელიდან გაშვება – ეს ყველაფერი ერთად აქტიურდება თვითგადარჩენის სისტემაში.

მაგრამ რეალურად, თვითმფრინავი არის მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტი. ავიაკატასტროფების ალბათობა არის 1:11 მილიონზე. შედარებისთვის — სამანქანო ავარიაში მოხვედრის ალბათობა 1:500-ზეა. გაურკვევლობის ფონზე, გონება ხშირად ვერ აფასებს რეალურ რისკებს – მაგრამ რაც უფრო მეტი ვიცით, მით უფრო ვმშვიდდებით.

როგორ გამოვიცნოთ, რომ შფოთვა გვიახლოვდება?

ფრენის შიშის სიმპტომები შეიძლება იყოს: დაჩქარებული გულისცემა, სუნთქვის გაძნელება, ხელების ოფლიანობა, პანიკის შეტევა ან გაბრუება, ობიექტური ფიქრის დაკარგვა.თუმცა, კარგი ამბავი ისაა, რომ ჩვენ შეგვიძლია შევანელოთ ან შევაჩეროთ ეს პროცესი.

რჩევები, რომლებიც ნამდვილად ეფექტურია:

ნუ დამალავთ შიშს: ფრენის წინ ან ბორტზე თამამად აღიარეთ ფრენის წინ ცოტა ვნერვიულობ ხოლმე, ხანდახან ვშფოთავ კიდეც. ეს გამბედაობის გამოვლინებაა – და ამით შინაგანად თქვენს თავს ეუბნები: მზად ვარ, ჩავხედო საკუთარ შიშს თვალებში. პრობლემის აღიარება ხომ პირველი ნაბიჯია, რომელსაც მისი მოგვარებისკენ ვდგამთ!

დაიხმარეთ სუნთქვა – გამოიყენეთ 4-7-8 მეთოდი: ჩაისუნთქეთ 4 წამის განმავლობაში, შეიკავეთ სუნთქვა 7 წამი და ამოისუნთქეთ 8 წამის განმავლობაში. ეს ტექნიკა აქტიურად გამოიყენება შფოთვის შესამცირებლად და დაახლოებით 1-2 წუთში იწყებს მოქმედებას.

მოემზადე ვიზუალურად – ნახეთ როგორია ფრენის გამოცდილება: თუკი წინასწარ მიიღებთ აეროპორტის პროცედურების და ჩასხდომის გამოცდილებას, დაათვალიერებთ თვითმფრინავის ინტერიერს და მოუსმენთ ბორტგამცილებლებს, მაშინ ფრენის გამოცდილება, ბევრად უფრო ნაცნობი გახდება. Wizz Air-ის YouTube არხზე ან Instagram-ზე შეგიძლიათ ნახოთ ყველაფერი, რაც წინასწარ მომზადებაში დაგეხმარებათ. რაც მეტს ხედავთ, მით ნაკლები გაურკვევლობა დარჩება.

შეარჩიე ადგილი ფრთებთან ახლოს: საიდუმლოს გაგიმხელთ – ტურბულენტობა ყველაზე ნაკლებად იგრძნობა ფრთების მხარეს. გარდა ამისა, შეარჩიეთ ისეთი ადგილი, რომელიც თქვენ გგვრით სიმშვიდეს - ზოგისთვის ეს ფანჯარაა, ზოგისთვის კი გასასვლელი. მნიშვნელოვანია, რომ თქვენი პრეფერენციების მიხედვით და აარჩიოთ ემოციურად ყველაზე უსაფრთხო ადგილი.

სხვა გამოცდილებით დატვირთეთ ტვინი – მუსიკა, ფილმები, პოდკასტები, წიგნები: რომელია თქვენი საყვარელი აქტივობა? წაიღეთ საყვარელი წიგნი, რომელიც ყოველ ჯერზე, თავიდან გითრევთ და გავიწყებთ რეალობას; შექმენით სპეციალური Flying Playlist – მუსიკით, რომელიც გაწყნარებს; გადმოწერეთ ფილმები და პოდკასტები — არჩევანი თქვენზეა, უბრალოდ მიეცით ტვინს გასართობი და დაძლიეთ შფოთვა.

და ბოლოს, მუდამ გახსოვდეთ, შიში არ არის სისუსტე — ის ჩვენი ტვინის თავდაცვის მექანიზმია. მაგრამ როცა ჩვენ ვსწავლობთ მის მართვას, ვცვლით არა მხოლოდ ფრენის გამოცდილებას, არამედ ვცვლით საკუთარ თვითშეფასებასაც. არაფერია იმაზე ამაღელვებელი, როცა თვითმფრინავი ცისკენ მიიწევს და აანალიზებ — შენ ეს შეძელი.