ადექი და წადი: 5 სიტუაცია, როდესაც სამსახურიდან წასვლა ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა
- 08.05.2025

სამსახურიდან წასვლა არ ნიშნავს სამუშაოს დაკარგვას. ზოგჯერ ეს ერთადერთი შესაძლებლობაა იპოვო საკუთარი თავი, პროფესიული ზრდის ახალი გზები და ღირსეული გარემო. რა თქმა უნდა, იმ პირობით, თუ გსურთ იყოთ ღირებული თანამშრომელი, გიყვარდეთ თქვენი საქმე, განვითარდეთ და სარგებელი მოიტანოთ.
ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი ელენა სიური გვიყვება, როდის არის სამსახურიდან წასვლა არა უბრალოდ დროული, არამედ აუცილებელი.
სამსახური - რისთვის არის საჭირო?
მსოფლიოში სამსახური ზრდასრული ადამიანისთვის რჩება მთავარ შესაძლებლობად, უზრუნველყოს საკუთარი და ოჯახის ცხოვრება და შეინარჩუნოს გარკვეული სოციალური დონე. სამსახური გვყოფს საზოგადოებრივ კლასებად, ფენებად და შრეებად, სამსახური განსაზღვრავს მატერიალური უზრუნველყოფის, სოციალური პრესტიჟისა და რეალური სარგებლიანობის ხარისხს, სამსახური, საბოლოო ჯამში, ცხოვრების დიდ ნაწილს იკავებს.
თანაც, არა მხოლოდ ზრდასრულის. სამსახურისთვის მზადებას ბავშვობიდანვე ვიწყებთ: ვიღებთ ცოდნას სკოლაში, ვეუფლებით უნარებს, ვსწავლობთ უმაღლეს სასწრავლებლებში. და ამხელა ინვესტიციის შემდეგ, უფლება გვაქვს რომ სამსახური აკმაყოფილებდეს სამ ძირითად მოთხოვნილებას:
-
განვითარება. ადამიანმა უნდა განვითარდეს, ისწავლოს და აითვისოს რაიმე ახალი, დაწინაურდეს კარიერაში.
-
უსაფრთხოება. სამუშაო ადგილის კომფორტი და შრომის ღირსეულ ანაზღაურება.
-
სოციალური მნიშვნელობა. უამრავი ადამიანისთვის სამსახური არის ის ადგილი, სადაც ისინი წარმოაჩენენ თავს როგორც სოციალურ ერთეულს: ცდილობენ ღირსეულად გამოიყურებოდნენ და ურთიერთობდნენ, ამყარებენ არა მხოლოდ პროფესიულ, არამედ მეგობრულ კავშირებსაც. პანდემიამ ნათლად აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის ასეთი კონტაქტები.
და ყველა ის სიტუაცია, როდესაც სამსახურიდან წასვლა ყველაზე სწორი იქნება, ამ სამი ძირითადი მოთხოვნილების დარღვევასთან არის დაკავშირებული. ამიტომ რეკომენდებულია ადგეთ და წახვიდეთ, თუ:
-
ხელფასს გაგვიანებენ. ორი თვე ანაზღაურების გარეშე - მნიშვნელოვანი მიზეზია ასეთ კომპანიას დაემშვიდობოთ. კრიზისს ყველა ვერ უმკლავდება და ბევრი შემთხვევაა, როდესაც თანამშრომლები აგრძელებენ ენთუზიაზმით მუშაობას. ეს დაკარგული დროა.
-
მოწყენილი ხართ, არ გაინტერესებთ ან გრცხვენიათ იმის, რასაც აკეთებთ. როდესაც ადამიანს არ უყვარს თავისი საქმე, არ აინტერესებს იგი, ის კარგად ვერ შეძლებს მის შესრულებას. ამ შემთხვევაში, დათხოვნა საჩუქარი იქნება როგორც თავად კომპანიისთვის, ასევე თქვენთვის.
-
თქვენ გაიზარდეთ, მაგრამ თავად სისტემა არ გაძლევთ წინსვლის საშუალებას.
-
თუ არ გაფასებენ, არ გცემენ პატივს და გიყენებენ. მუდმივი ჩხუბი, ინტრიგები, კონფლიქტები და დისკომფორტი, რომლებზეც ძალისხმევა, დრო და სიცოცხლე უნდა დახარჯოთ პროფესიული განვითარებისა და შემოქმედების ნაცვლად, ემოციურ გადაწვამდე მივყავართ. სამსახურში ომში წასვლასავით სიარული - შესაძლოა, ზოგს მოსწონს
-
თუ თქვენ გაქვთ გადაუჭრელი წინააღმდეგობები უფროსთან. როდესაც უფროსი ტირანია, მასთან ბრძოლას აზრი არ აქვს. უფრო ადვილია სხვა მოძებნოთ.
ყველა ეჭვი - უსაფრთხოების სასარგებლოდ
წახვიდეთ თუ დარჩეთ - თუ ახლა სწორედ ასეთი არჩევანის წინაშე დგახართ, უბრალოდ შეადარეთ ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე. ჩამოწერეთ 10 პუნქტი სვეტებში "ღირსებები" და "ნაკლოვანებები".
თუ უპირატესობა პლიუსებს ენიჭება და დაცულია სამი ძირითადი მოთხოვნილება: განვითარება, უსაფრთხოება და სოციალური მნიშვნელობა - უმჯობესია დარჩეთ. თუ მინუსში ხართ - დატოვეთ სამსახური. მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც სხვა სამუშაოს იპოვით, რადგან, ყველაფრის მიტოვებით და საარსებო წყაროს გარეშე დარჩენით, უფრო მეტად მიდრეკილი იქნებით პირველ ხელმისაწვდომ სამუშაო ადგილს ჩაეჭიდოთ, რომელიც შესაძლოა დატოვებულზე უარესი აღმოჩნდეს.