
ორსულობა ერთ–ერთი ყველაზე ნათელი პერიოდია ქალის ცხოვრებაში, თუმცა, ხშირია შემთხვევები, როდესაც ქალები სამშობიარო ტკივილების შიშს ებრძვიან, თუმცა, მომავალ დედას კარგად უნდა ახსოვდეს, რომ ის, რასაც თავად განიცდის, ნაყოფსაც ანალოგიურად გადაეცემა, ამიტომ საკითხის ამ კუთხით შეხედვა, ბევრად ამარტივებს საქმეს.
რატომ ვგრძნობთ ტკივილს?
მშობიარობის თემის ირგვლივ ბევრი უარყოფითი დამოკიდებულებაა: მეგობრების ისტორიებიდან დაწყებული, ფილმებით დამთავრებული. ასეთ საინფორმაციო ველში ქალი უნებურად განეწყობა ისე, რომ თვითონაც აუცილებლად იგრძნობს ტკივილს.
მნიშვნელოვანია თანდათანობით მოიცილოთ ეს შიში და გაიგოთ, რაზეა დამოკიდებული შეგრძნებების ინტენსივობა და როგორ შეგიძლიათ მათზე ზემოქმედება.
ქალის არასასიამოვნო პოზიციამ და კუნთების დაძაბულობამ შეიძლება გაზარდოს ტკივილი, მაგრამ სწორი პოზის დახმარებით მისი მოხსნა შესაძლებელია.
გადაჭარბებული შიშის დროს ორგანიზმში გამოიყოფა ადრენალინი, რომელიც ბლოკავს ენდორფინს, ბუნებრივ ტკივილგამაყუჩებელს. ამიტომ, პირველი, რაც ქალმა უნდა შეძლოს მშობიარობამდე, არის შიშების მართვა და უარყოფა.
როდის დავიწყოთ მომზადება?
მშობიარობისთვის ფსიქოლოგიური მზადების დაწყება რეკომენდებულია პირველი ტრიმესტრის შემდეგ, რათა საკმარისი დრო გქონდეთ საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებისთვის. როდესაც გონება არ გიშლით ხელს პანიკით და ნეგატივით, სხეული თავად ხვდება, როდის რა გააკეთოს.
პარტნიორის როლი შიშის მართვაში?
წყვილების უმეტესობისთვის, მშობიარობის ტკივილის გაზიარება აღრმავებს სიყვარულს ერთმანეთის მიმართ. ძალიან კარგია, თუ პარტნიორი დაეხმარება ქალს მედიტაციურ მდგომარეობაში დარჩენაში, რაც მოქმედებს როგორც ბუნებრივი ჰიპნოანესთეზია და მნიშვნელოვნად ამცირებს ტკივილს.
ჩვენმა სხეულმა იცის როგორ შეამციროს შეგრძნებების ინტენსივობა, მაგრამ ამისთვის ძალზე მნიშვნელოვანია გონებრივ სიმშვიდესთან და ფიზიკურ მოდუნებასთან ერთად მხარდაჭერა და ემოციების გაზიარება საყვარელი ადამიანის მიერ.
ვის აქვს უფრო მეტი შიში მშობიარობასთან დაკავშირებით?
თუ დედამ ბავშვობაში გოგონას გადასცა მოსაზრება, რომ მშობიარობა მძიმე ტკივილია, მაშინ ეს აზრი ჩაებეჭდება მეხსიერებაში. შიშები ასევე შეიძლება ახლდეს მათ, ვისაც არ აქვს კონტაქტი სხეულთან და დაბლოკოს მისი რომელიმე სიგნალი. ამ შემთხვევაში აუცილებელია თქვენს სხეულთან სწორი კავშირის აღდგენა.
თუ მშობიარობის შიში დაუძლეველია:
გაანდეთ თქვენი შიში ქალთა კონსულტაციის ექიმს და თქვენ მეანს; მას შეუძლია მყარი არგუმენტებით დაგაძლევინოთ ეს შიში.
ესაუბრეთ მეუღლეს, ოჯახის წევრებს, ნუ მიჩქმალავთ შიშს თქვენში, ეს კარგს არაფერს მოგიტანთ.
ესაუბრეთ მეგობრებს, რომლებმაც იმშობიარეს და დარწმუნდებით, რომ დროა დაძლიოთ შიში.
გახსოვდეთ, რომ თქვენ ორგანიზმში იმყოფება ცოცხალი არსება - შვილი, რომელსაც უკვე ძალიან უყვარხართ და თქვენ ხართ მისი ერთადერთი იმედი; ნამდვილად გიღირთ, რომ მას მშვიდი გარემო შეუქმნათ.
თემები: ორსულობა, სამშობიარო დეპრესია