LIFE

რა გიშლით ხელს იყოთ ბედნიერი? - 7 გავრცელებული შეცდომა

რა გიშლით ხელს იყოთ ბედნიერი? - 7 გავრცელებული შეცდომა

ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველაზე დიდ ტკივილს თავად გამოწვევები კი არა, ჩვენი მოლოდინები და შეხედულებები იწვევს; ნამდვილი ბედნიერება არ არის ის, რასაც პასიურად წავაწყდებით - ის ხშირად ძველი შეხედულებებისა და თვითდაწესებული დოგმების უარყოფის შედეგად მოდის.

დაფიქრდით, რომელ თვისებას ფლობთ ისეთს, რომელსაც არაფერი სასიკეთო მოაქვს თქვენთვის.

გარშემომყოფებისგან აღიარება

ის რომ სხვებისთვის მოსაწონი იყოთ, ცხადია ცუდი არაა - იქნება ეს უფროსის წამახალისებელი სიტყვები, სასიამოვნო კომენტარები სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე თუ კომპლიმენტები მეგობრებისგან, თუმცა, რაც უფრო მეტად ვეძებთ სხვებისგან ჩვენი სიკარგის დადასტურებას, მით უფრო მკვეთრად ვგრძნობთ თავდაჯერებულობის დეფიციტს.

ტექნოლოგიური მოწყობილობები

ბანალურად ჟღერს, მაგრამ საოცრად ეფექტურია დააწესოთ პირადი „ტექნოლოგიური შვებულება“, რომლის დროსაც ყოველდღიურად ერთი ან ორი საათით უარს იტყვით მობილურ მოწყობილობებზე.

წარსულის სიმძიმე

ბავშვობის ტრავმულმა გამოცდილება ზრდასრულ ცხოვრებაში აისახება; რაც უფრო ხშირად ვიხსენებთ მტკივნეულ მოგონებებს, მით უფრო მეტად ვგრძნობთ თავს მათს ხაფანგში, თუმცა, როგორც კი თავს ტკივილის აღიარების უფლებას მისცემთ - მისი მიჩქმალვის ნაცვლად - შეძლებთ წინსვლას; მთავარია, ამ გრძნობებს თვალი გაუსწოროთ და გათავისუფლდეთ მათგან.

არარეალური სრულყოფილებისკენ სწრაფვა

თანამედროვე ეპოქა სრულყოფილებას მოითხოვს - იდეალური სხეული, იდეალური სახლი; მკაცრი რეალობა ისაა, რომ შეუძლებელი სტანდარტების დაკმაყოფილების მცდელობა გვტოვებს მუდმივ არასრულფასოვნებაში.

არსებობს განსხვავება სრულყოფილებისკენ სწრაფვასა და საკუთარი თავისგან შეუძლებლის მოთხოვნას შორის.
დაისახეთ დაძლევადი მიზნები, დროთა განმავლობაში, თქვენთვის უფრო ადვილი გახდება სრულყოფილებისკენ სწრაფვის ტვირთისგან გათავისუფლება.

სხვებთან შედარება

რაც უფრო მეტად ვამახვილებთ ყურადღებას ჩვენს უნიკალურ თვისებებზე, მით ნაკლებად ვნერვიულობთ სხვების რეალობასთან შესაბამისობაზე, ამიტომ ეცადეთ იყოთ საკუთარი თავი და ნუ შეედრებით სხვებს.
გახსოვდეთ, ყველა ადამიანი უნიკალური და ინდივიდუალურია და რომ ყველას საკუთარი შეხედულებები აქვს ცხოვრებაზე.

წყენა

წლების განმავლობაში სხვადასხვა ადამიანის მიმართ წყენა გვიგროვდება - ძველი მეგობრები, რომლებიც დაგვშორდნენ, კოლეგები, რომლებმაც ზურგი შეგვაქციეს და ოჯახის წევრებიც კი, რომლებმაც იმედი გაგვიცრუეს.

დაიმახსოვრეთ, ბრაზი არაფერს აკეთებს რეალური ჭრილობების მოსაშუშებლად, ის მხოლოდ გვამძიმებს და ნეგატიურ ემოციებთან გვაკავშირებს. ქრონიკულმა წყენამ შეიძლება გამოიწვიოს სტრესის ჰორმონების მომატება, რაც გავლენას ახდენს ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.

მიმართეთ თვითრეფლექსიისა და თანაგრძნობის ვარჯიშებს, როდესაც ბრაზი ან წყენა იფეთქებს, შეჩერდით და შეეცადეთ სიტუაციას მეორე ადამიანის პერსპექტივიდან შეხედოთ - რა თქმა უნდა, მავნე ქცევის გამართლების გარეშე.
ხშირად, ადამიანები საკუთარი დაუცველობის ან ტკივილის გამო მოქმედებენ. ეს მათ არ ამართლებს, მაგრამ შეუძლია შეამსუბუქოს თქვენი ემოციური დატვირთვა. თუ გაშვება გიჭირთ, განიხილეთ წერილის დაწერა (მაშინაც კი, თუ ის არასდროს გიპასუხებთ). გამოხატეთ თქვენი გრძნობები და პატიების განზრახვა - პირველ რიგში თქვენივე სიმშვიდისთვის.

დამოუკიდებლობა

ბედნიერებისკენ მიმავალი მთავარი იდეაა, რომ ნებისმიერ ფასად ვიყოთ დამოუკიდებლები, თუმცა, ასეთი აზროვნება ხშირად იზოლაციასა და გადაღლას იწვევს.

ჩვენ სოციალური არსებები ვართ და დახმარების თხოვნა სისუსტის ნიშანი სულაც არ არის; ეს აღიარებაა, რომ ნამდვილი ძალა ასევე შეიძლება საზოგადოებისგან მივიღოთ.
თუნდაც ისეთი მარტივი ქმედებებიც კი, როგორიცაა კვირაში რამდენიმე ღამე პარტნიორისთვის ვახშმის მომზადება, როცა ძალიან დატვირთული დღე გაქვთ, მოგცემთ ნიშანს, ყურადღება გაამახვილოთ იმაზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია.

გულწრფელად გაიზიარეთ თქვენი ტვირთი ახლობელ ადამიანებთან - თუ სამსახურში გადატვირთული ხართ, შესთავაზეთ გუნდს თანამშრომლობითი მიდგომა; სახლში, რაიმე კონკრეტული საქმე ოჯახის წევრს მიანდეთ.
გახსოვდეთ, საზოგადოებაზე დაყრდნობა არა მხოლოდ თქვენს ტვირთს ამსუბუქებს, არამედ ხელს უწყობს უფრო ღრმა ურთიერთობებს, რომლებიც ნდობასა და თანამშრომლობაზეა აგებული.