LIFE

არასრულყოფილების ძალა: როგორ გავხდეთ უფრო კრეატიულები

არასრულყოფილების ძალა: როგორ გავხდეთ უფრო კრეატიულები

ბევრი ჩვენგანი ოცნებობს, უფრო კრეატიული იყოს, მაგრამ

როდესაც ახალ პროექტს ვიწყებთ, ხშირად ვამბობთ: „არ ვარ შემოქმედებითი ადამიანი“ ან „ვერასდროს შევძლებ ამის გაკეთებას ისე კარგად, როგორც სხვები“... - შემოქმედებითობა არ ნიშნავს არამიწიერი ნაპერწკლის ქონას, ან სრულყოფილ ტექნიკურ უნარებს - ის საკუთარი თავისთვის ექსპერიმენტების, წარუმატებლობის და შეცდომის მეთოდით ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაა.

ეს ყველაფერი იწყება ერთი ტოტალურად უგულებელყოფილი თვისებით - არასრულყოფილებისადმი ტოლერანტობით.

სრულყოფილების ილუზიები

კრეატიულობა არ ნიშნავს პირველივე ცდაზე რაიმე ბრწყინვალეს შექმნის შესაძლებლობას, ხარვეზების გარეშე.
ჭეშმარიტად შემოქმედებითი ყალიბდება ცდის, შეცდომის და მუდმივი კორექტირების განმეორებითი პროცესით.
ეს ჰგავს ფოტოგრაფიას: შეიძლება ასობით ფოტო გადაიღოთ, რათა იპოვოთ ის ერთი, რომელიც გადმოსცემს კადრის ჭეშმარიტ არსს.

როდესაც სრულყოფილების იდეას ვეჭიდებით, უგულებელვყოფთ შემოქმედებით პოტენციალს, რომელიც შეცდომებმა შეიძლება გამოავლინოს - შეიძლება უგულებელყოთ დაუსრულებელი ესკიზი, რომელიც ლამაზად არ გამოიყურება, მიუხედავად იმისა, რომ მასში ბრწყინვალე კონცეფციის ნაპერწკალია.

შესაძლოა, იმდენად იყოთ ორიენტირებული უნაკლო საბოლოო შედეგზე, რომ უარყოთ ღირებული უკუკავშირი, რადგან ის საფრთხეს უქმნის თქვენს მყიფე ხედვას სრულყოფილების შესახებ.

განსჯის და გაუგებრობის შიში

ჩვენ ხშირად ვმალავთ ჩვენს არასრულყოფილ ნამუშევრებს, რადგან გვეშინია, სხვების განსჯის. ვფიქრობთ, დაგვაკნინებენ იმის გამო, რომ ვერ მივაღწიეთ წარმოუდგენლად მაღალ ნიშნულს.

ამ შიშმა შეიძლება ხელი შეგვიშალოს დაუსრულებელი იდეების გაზიარებაში, რომლებიც სინამდვილეში ინოვაციის წყაროა. უნაკლოდ გამოჩენის ეს სურვილი რეალური თვითგამოხატვის ბარიერად იქცევა.

თუ ზედმეტად გაღელვებთ, როგორ აღიქვამენ სხვები თქვენს ნამუშევრებს, მუდმივად დააცენზურებთ საკუთარ თავს და ხშირად გამოტოვებთ იმ მომენტს, როდესაც არასრულყოფილმა ნამუშევარმა შეიძლება გამოიწვიოს თანამშრომლობითი გარღვევა.

აზროვნების ან მუშაობის პროცესში რეფლექსია და სხვებისთვის გაზიარება, რეალურად დაგეხმარებათ სხვებთან სწორად დაკავშირებაში.

ადამიანები პატივს სცემენ გულწრფელობას და გამბედაობას: „ჯერ არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ აი, რას ვფიქრობ“-ის თქმის სურვილი თანამშრომლობით საუბარსა უხსნის კარს.

არასრულყოფილებისადმი ტოლერანტობის განვითარება

არასრულყოფილებისადმი ტოლერანტობის უნარი, მუდმივი პრაქტიკით ვითარდება. პირველ რიგში, ეს დაგეხმარებათ სხვა ადამიანების შემოქმედების კულისებში მიმდინარე პროცესის გაცნობაში.

ჩვენ ხშირად მხოლოდ საბოლოო პროდუქტებს ვხედავთ, როგორიცაა გამოქვეყნებული წიგნები, დასრულებული აპლიკაციები ან დახვეწილი გალერეები - მაგრამ იშვიათად ვხედავთ არეულ, ე.წ. „შავ“ ვერსიებს.

იფიქრეთ იმაზე, როგორ მუშაობენ სინამდვილეში თქვენი საყვარელი ავტორები; მათ აქვთ ისტორია უამრავი რედაქტირების, უარყოფის და შეცდომებისგან სწავლის. (თვით ამ ტექსტზეც ბევრია ნამუშევარი, სანამ საბოლოოდ თქვენამდე მოვიტანდით).

აქტიურად მიესალმეთ გამოხმაურებას თქვენი პროექტების ადრეულ ეტაპებზე - მუშა პროცესის გაზიარება შეიძლება უხერხულად მოგეჩვენოთ და შეიძლება ხანდახან კრიტიკაც დაიმსახუროთ, თუმცა, ყველაფრის დახვეწამდე შემოთავაზების მიღებამ შეიძლება გაგიხსნათ ისეთი იდეები, რომლებსაც ვერასდროს მიიღებდით, თუ ბოლო წუთამდე დაელოდებოდით.
ეს არის მიდგომა, რომელიც არასრულყოფილების აღიარებით სრულყოფილებისკენ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ თუ პერფექციონისტის შფოთვისა და თავის არიდების რეჟიმში ხართ ჩაკეტილი, თქვენი ემოციური ენერგია სწრაფად ამოიწურება.

ითამაშეთ ექსპერიმენტებით, არ არის აუცილებელი გამუდმებული ფიქრის საბოლოო დახვეწილი შედეგზე, იფიქრეთ ყველაზე უარეს სცენარზეც.

რა მოხდება, თუ პროექტი იდეალურად არ შესრულდება? რა მოხდება, თუ თქვენი ნამუშევარი ყველას არ მოეწონება? - დიდი ალბათობით, ცხოვრება გაგრძელდება. თქვენ კი ისწავლით უკუკავშირიდან და მიუახლოვდებით შემოქმედების უფრო ავთენტურ გამოხატულებას - არასრულყოფილებისადმი ძლიერი ტოლერანტობა არის გასაღები, რომელიც ხსნის კარს ნამდვილი შემოქმედებისკენ.

ყველა შეცდომა ავლენს გაკვეთილს და ყველა არასრულყოფილ შეთავაზებას აქვს პოტენციალი, გამოიწვიოს შემდგომი ინოვაციები.

ბოლოსდაბოლოს, შემოქმედებითობის მთელი არსი ქმნის პროცესშია და არა შექმნილით ტკბობაში!