LIFE

WIZZ AIR-ი CUSTOMER FIRST COMPASS ინიციატივის ფარგლებში  WIZZ DISCOUNT CLUB-ს აუმჯობესებს

WIZZ AIR-ი CUSTOMER FIRST COMPASS ინიციატივის ფარგლებში  WIZZ DISCOUNT CLUB-ს აუმჯობესებს

Wizz Air-მა, ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონში ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადმა ავიაკომპანიამ, 29 აპრილს წარადგინა WIZZ Discount Club (WDC)-ის ახალი ვერსია, რომელიც შემუშავებულია Customer First Compass ინიციატივის ფარგლებში და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომის ნაწილია.

განახლებული WDC საწევრო პაკეტი, რომელიც ამოქმედდება 2025 წლის 29 აპრილიდან, მომხმარებელთა უკუკავშირის საფუძველზე შეიქმნა და მიზნად ისახავს ღირებულების, ინდივიდუალური მიდგომისა და მომსახურების გაუმჯობესებას Wizz Air-ის ერთგული წევრებისთვის მთელ ქსელში.
ფასდაკლებულ ბილეთებზე წვდომის გარდა, WDC წევრები ისარგებლებენ დამატებითი პრივილეგიებით:

  • უპირატესობით სარგებლობა მომხმარებელთა მომსახურების რიგებში;

  • ექსკლუზიური შეთავაზებები დაბადების დღისა და ყოველწლიური წევრობის აღსანიშნად;

  • სპეციალური ფასდაკლებები და აქციები მხოლოდ WDC წევრებისთვის;

  • გაუმჯობესებული პირობები Wizz Air-ის პარტნიორებთან.

ეს განახლებები ეფუძნება მგზავრების პირდაპირ უკუკავშირს და სრულად შეესაბამება Customer First Compass ინიციატივის ოთხ საყრდენ კომპონენტს: პროდუქტს, ფასს, მომსახურებასა და კომუნიკაციას. Wizz Air-ის მიზანია, მუდმივად გააუმჯობესოს მგზავრობის გამოცდილება იმ სერვისებში ინვესტირებით, რომლებიც ნამდვილად მნიშვნელოვანია მომხმარებლებისთვის.
ამჟამინდელი WDC წევრები ინფორმირებულნი იქნებიან განახლებების შესახებ და ექნებათ შესაძლებლობა, დაამტკიცონ ახალი პირობები, ან გააუქმონ საწევრო პაკეტი და მოითხოვონ თანხის დაბრუნება (დარჩენილი თვეების შესაბამისად). დაბრუნების მოთხოვნა განხორციელდება Wizz Air-ის საკონტაქტო ცენტრების – სატელეფონო მომსახურების ან ჩატის საშუალებით.

დამატებითი დეტალებისა და განახლებული პირობების სანახავად ეწვიეთ:

ttps://wizzair.com/en-gb/information-and-services/wizz-discount-club

სალვატორე გაბრიელე იმპერიალე, კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერი:

„დღეს წარდგენილი ცვლილება გაცილებით მეტია, ვიდრე WDC-ის ჩვეულებრივი განახლება. პერსონალიზებული შეთავაზებების, მომსახურების უპირატესობისა და სპეციალური ფასდაკლებების ინტეგრაციით, ჩვენ მივიწევთ იმ მოდელისკენ, რომელიც უზრუნველყოფს ინდივიდუალურ გამოცდილებასა და გაზრდილ ყურადღებას მომხმარებლისადმი მოგზაურობის ყველა ეტაპზე. ამ ცვლილებებში გათვალისწინებულია მგზავრების პირდაპირი მოთხოვნა და მათთვის ყველაზე ღირებული ელემენტები.

Customer First Compass ინიციატივის ფარგლებში ჩვენ ვაგრძელებთ მომხმარებელზე ორიენტირებულ განვითარებას – მეტი სარგებელი, მეტი მოქნილობა და რეალური ყურადღება მგზავრის საჭიროებებზე.”

Wizz Air-ის შესახებ

Wizz Air-ი ოპერირებს 232 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რის გამოც Wizz Air-ი გახდა საუკეთესო არჩევანი 62,8 მილიონი მგზავრისთვის 2024 წელს. Wizz Air-ი განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ხუთეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. 2019 და 2023 წლებში Wizz Air-ი დასახელდა „წლის ავიაკომპანიად” ATA-ს მიერ. World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში Wizz Air-ი აღიარეს, როგორც ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია 2021-2024 წლებში, ხოლო CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence-მა ავიაკომპანია დაასახელა, როგორც 2024 წლის „გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზების ჯგუფი ევროპის, შუა აზიისა და აფრიკის რეგიონებში”.