LIFE

Glovo — ერთი აპლიკაცია ყველაფრისთვის: სერვისები, რომელთა არსებობის შესახებ არ იცოდი

Glovo — ერთი აპლიკაცია ყველაფრისთვის: სერვისები, რომელთა არსებობის შესახებ არ იცოდი

როცა Glovo-ს ვახსენებთ, პირველ რიგში გვახსენდება გემრიელი საჭმელი, რომელიც ჩვენი სახლის კართან წუთებში აღმოჩნდება, ან სუპერმარკეტიდან მოტანილი პროდუქტები. მაგრამ რეალურად, Glovo-ს შესაძლებლობები ბევრად სცდება ამ ყველაზე პოპულარულ სერვისებს — ის ყოველდღიური ცხოვრების პატარა გმირად იქცა.

დღეს უკვე ერთ აპში შეგიძლია დაგეგმო, გამოიწერო, დაბეჭდო, გააგზავნო, გაწმინდო — და ეს ყველაფერი ისე, რომ სახლიდან ფეხი არც გაადგა.  

  • უცხოური შოპინგი? მაღაზიიდან სახლის კართან!

Glovo-ს აპში უკვე შეგიძლია მარტივად დაუკავშირდე საქართველოში მოქმედ საერთაშორისო მიტანის ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა Camex, PostalOn, Inex, China2Me და Kiwipost. თუ ხშირად ყიდულობ Amazon-ზე, eBay-ზე ან აზიურ პლატფორმებზე, შენი ამანათი პირდაპირ სახლში შეგიძლია მიიღო. თანაც, აპიდანვე მიადევნო თვალი ამანათის სტატუსს და მშვიდად დაელოდო კურიერის შეტყობინებას.

  • ფოტოების ბეჭდვა — პირდაპირ ტელეფონიდან

Fujifilm Photo Print-თან ერთად შენი ფოტოები მხოლოდ ტელეფონში აღარ დარჩება. აარჩიე საყვარელი კადრები და მიიღო მათ ბეჭდური ვერსია სახლში — საიუბილეოდ, საჩუქრად ან უბრალოდ, დაუვიწყარი მოგონებების შესანახად.

  • დაგეგმე დასვენება აპიდან — ტურები და ავტომობილის დაქირავების სერვისი

გინდა სასიამოვნო დასვენება საქართველოში? Glovo-ზე შეგიძლია დაათვალიერო ადგილობრივი ტურ-ოპერატორების შეთავაზებები და დაჯავშნო ტურები ქვეყნის მასშტაბით. ხოლო თუ მანქანა გჭირდება - შაბათ-კვირას ქალაქგარეთ გასასვლელად ან უბრალოდ, ქალაქში სასეირნოდ, გადაავლე თვალი ხელმისაწვდომ სერვისებს და იქირავე სწრაფად.

  • ქიმწმენდა? დაივიწყე “ვნახოთ, როდის მოვასწრებ”

წარმოიდგინე, რომ ის პიჯაკი, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა კარადაში ელოდება დღეს, როდესაც მოახერხებ და ქიმწმენდაში წაიღებ, ხვალვე მიიღო გასუფთავებული. დიახ, სუფთა, დაუთოებული და ჩასაცმელად გამზადებული. Glovo-ზე შეგიძლია აირჩიო ქიმწმენდის სერვისი და ისე მოაწესრიგო ტანსაცმელი, რომ საცობში დრო არ დაკარგო,

ყველაფერი ერთ აპლიკაციაში — აი, ამიტომ გვიყვარს Glovo