5 წუთიანი ჩვევა, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის: ნეირომეცნიერების საიდუმლო
- 29.11.2021
„მე მაქვს ოცნება, რომელიც ძილზე მნიშვნელოვანია“ - ერიკ ტომასი
იმისათვის, რომ გვქონდეს წარმატებული ცხოვრება, მნიშვნელოვანია გვქონდეს ხედვა და გეგმა, თუ როგორ ავისრულოთ ჩვენი ოცნებები. ჩვენ გამუდმებით უნდა ვცდილობდეთ დასახული მიზნებისკენ სვლას და ამ მარათონში, ზოგჯერ ძილის დათმობაც აუცილებელია.
თუმცა, ჩვენმა კულტურამ, სადაც „აჩქარება ნებისმიერ ფასად“ მიღებული მოვლენაა, გვაჩვენა, რომ ეს ნიშნავს არჩევანის გაკეთებას წარმატებასა და ცხოვრების ხარისხს შორის (მაგ. ჯანმრთელობა, ბედნიერება და კმაყოფილება).
სტრესმა და დაღლილობამ, რომელიც ცხოვრების სწრაფი ტემპითაა გამოწვეული, შეიძლება გამოიწვიოს განწყობის ცვალებადობა. ჩვენში მიმდინარე ლოგიკური პროცესები ფაქტობრივად იხურება და თავისუფლდება გაღიზიანება, იმედგაცრუება, ბრაზი და სევდა.
ხედავთ, როგორ ქმნის ეს იმ წარმატების საპირისპირო მოვლენას, რომლისკენაც ასე მივისწრაფვით?
სტიგმა, რომლის მიხედვითაც, შესვენების მოყვარული ადამიანები ზარმაცები არიან, კვლავ აქტუალურია, თუმცა ეს რწმენა უსაფუძვლოა. ნეირომეცნიერული კვლევები ადასტურებენ, რომ შესვენების პერიოდები აძლიერებენ ისეთ უნარებს, როგორებიცაა: პროდუქტიულობა; კრეატიულობა; ინოვაციური აზროვნება; აღმასრულებელი ფუნქცია; პოზიტიური აზროვნება; ინტუიცია და რაღა თქმა უნდა, მეხსიერება.
რომელია ერთი კონკრეტული მეთოდი, რომელიც განსაკუთრებით ეფექტურია? - ესაა ძილი.
ხშირად გვიჩნდება ცდუნება, რომ მოკლე შესვენების ნაცვლად, დავლიოთ მაგარი ყავა და გონება გამოვაფხიზლოთ. თუმცა, დადასტურებულია, რომ კოფეინისგან განსხვავებით, ძილი ნამდვილად აძლიერებს კონცენტრაციის უნარს.
გამოძინების ხანმოკლე პერიოდები, ასევე გვეხმარება ღამის უხარისხო ან არასაკმარისი ძილის შედეგების გამოსწორებაში.
შესაძლოა ეს ყველაფერი მშვენივრად ჟღერს, მაგრამ გაინტერესებთ, ვის აქვს დრო იმისთვის, რომ სამუშაო დღის განმავლობაში გამოიძინოს? მართალი ხართ, ბევრ ჩვენგანს ნამდვილად არა... მაგრამ დაძინება არ არის აუცილებელი იმისთვის, რათა შუადღის დასვენების სარგებელი მთელი ძალით შეიგრძნოთ!
აირჩიეთ თქვენი ფავორიტი 5 წუთიანი მეთოდი, დააყენეთ ტაიმერი და ისიამოვნეთ თქვენი შესვენებით!
1. დახუჭეთ თვალები...
ტვინის ზედაპირის 50 პროცენტზე მეტი, ვიზუალური ინფორმაციის დამუშავებას ეთმობა. თვალების დახუჭვა ათავისუფლებს ამ 50 პროცენტთან დაკავშირებულ ენერგიას, რაც ჩვენს ტვინს საშუალებას აძლევს დაისვენოს.
ვიზუალური ინფორმაციის შემცირებით, შესაძლებელია შევიგრძნოთ ის არაცნობიერი პროცესები, რომლებიც დაგვეხმარება დავუკავშირდეთ ჩვენს ინოვაციურ იდეებს.
2. იოცნებეთ!
თუ ბავშვობაში გსაყვედურობდნენ, რომ ხშირად ოცნებობდით, ჩვენი მშობლები და მასწავლებლები ფიქრობდნენ, რომ ეს თვისება სწავლაში ხელს შეგიშლიდათ... მაგრამ ნეირომეცნიერების მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მეოცნებეები, რეალურად უფრო მაღალ ქულას იღებენ კრეატიულ საკითხებში.
თავისუფალი აზროვნებისთვის დროის გამოყოფა, საშუალებას გაძლევთ გონებაში შერეული ინფორმაცია, უბრალოდ, გათიშოთ. ზუსტად ისევე, როგორც კუნთები იძენენ მოქნილობას გაჭიმვის შედეგად, ახალი იდეებიც სწორედ მაშინ იბადება, როცა მოდუნებულები ვართ.
3. ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ...
ზრდასრული ტვინი, რომელიც სხეულის წონის მხოლოდ 2% შეადგენს, პასუხისმგებელია მოხმარებული ჟანგბადის დაახლოებით 20 პროცენტზე... ეს ნიშნავს, რომ ჟანგბადი არის ის საწვავი, რომელიც ჩვენი ტვინის მთავარი საწვავია.
მარტივი ორიენტირებული სუნთქვა კი, სწორედ ამ საწვავით გვავსებს! ის ასევე გვეხმარება დავისვენოთ არაცნობიერში მიმდინარე ფსიქიკური პროცესებისგან, ააქტიურებს პარასიმპათიკური ნერვული სისტემას და შესაბამისად, აძლიერებს შემოქმედებითობას და პროდუქტიულობას!
თემები: ბედნიერება, ურთიერთობა, თავდაჯერებულობა, ქალები, რჩევები