„ძვირფასო, შენ იდეალი ხარ!“ - როგორ ცოლებს ეძებენ სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის მამაკაცები
- 04.02.2017
ვერძი
ვერძებმა იციან საკუთარი თავის ფასი, ამიტომ ეძებენ პარტნიორს, რომელსაც დაუკავშირებენ საკუთარ ბედს. ამასთანავე ვერძს შეფასების კრიტერიუმები ყოველთვის ინდივიდუალური აქვს. მთავარი, რაც რჩება შეუცვლელი - ვერძი ეძებს ღირსეულ ქალს.
კურო
კუროს იდეალური პარტნიორია - ქალი, რომელსაც გააჩნია უნარი დროულად დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნები, განასახიეროს მისი ფანტაზიები და გამოამჟღავნოს ყურადღება. ამასთანავე უნდა გახსოვდეთ, რომ კუროები მომთხოვნები და ჟინიანები არიან, ამიტომ მისი იდეალური პარტნიორი მზად უნდა იყოს შეასრულოს რჩეულის ნებისმიერი სურვილი.
ტყუპები
ტყუპები არ ეძებენ თავის მეორე ნახევარს ან მთელი ცხოვრების სიყვარულს. პირველ რიგში, საყვარელი ქალი მათთვის - მეგობარია. ასეთ მეგობარს შეიძლება გაანდო მნიშვნელოვანი საიდუმლო, ერთად გაერთო, გაუზიარო ინტერესები და ა.შ. მათი მთავარი მოთხოვნილებაა - შენთან უნდა იყოს საინტერესო.
კირჩხიბი
კირჩხიბები ეძებენ მზრუნველ და მგრძნობიარე ადამიანს, რომელიც არ უხეშობს, არ ბუზღუნებს და საერთოდ სათანადოდ იქცევა. ბევრი მათგანი მიდის საწინააღმდეგო გზით: ეძებს საკუთარი თავისთვის დამცველს, ძლიერ პიროვნებას, რომელსაც შეუძლია დაიცვას ის სამყაროს ხილული მტრებისგან.
ლომი
ლომებს სჭირდებათ წინააღმდეგობრივი პარტნიორი: ერთის მხრივ, შენ უნდა შეესაბამებოდე მის მეფურ სტატუსს (სილამაზით, ჭკუით, მომხიბვლელობით), მეორეს მხრივ კი - იყო საკმაოდ მოკრძალებული, იმისათვის რომ აღიარო მისი უპირატესობა შენზე. ლომთან კავშირი გვახსენებს მონარქის ნამდვილ კავშირს, რომლის დროს დედოფალს გააჩნია მაღალი სტატუსი საზოგადოებაში, მაგრამ დგას საკუთარი მეუღლის ბევრად ქვემოთ.
ქალწული
ქალწულს სჭირდება დამოუკიდებელი პარტნიორი. მოცემული ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლების ერთ-ერთი მთავარი თვისებაა - ბევრი სამუშაო და გარეგნული სიცივე. ქალწულებისთვის იდეალური პარტნიორია - ადამიანი, რომელსაც გააჩნია მუდმივი საქმე, მნიშვნელოვანი სამსახური ან ჰობი, სადაც შეძლებს დაკავდეს იმ დროს, სანამ მისი მეორე ნახევარი გატაცებულია სხვა რამით.
სასწორი
სასწორები მოწოდებულები არიან შემოიტანონ ამქვეყნად ჰარმონია. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი დაიწყებენ ისეთი ადამიაის ძებნს, რომელიც გააწონასწორებს მათ. პირიქით, ჰარმონიის მოყვარულები, სხვებშიც ამას აფასებენ. სასწორებს გვერდით სჭირდებათ სულიერად მომწიფებული და გააზრებული ადამიანი, რომელიც გაიზიარებს სასწორის იდეალებს.
მორიელი
მორიელი - ერთ-ერთი ყველაზე რთულია ზოდიაქოს ნიშნების ანალიზისას. ძნელია წარმოიდგინო მორიელის იდეალური პარტნიორი. ერთის მხრივ, მათ სჭირდებათ მამაცი, გაბედული პიროვნებები, რომლებიც გაიზიარებენ მათ სიგიჟეებს, ამავე დროს მათ გააჩნიათ სხვა მოთხოვნილებაც. ისინი მიისწრაფიან სულიერსა და ამაღლებულისკენ, და ამიტომ სჭირდებათ ქალი, რომელიც არა მხოლოდ გადაირევა მათზე, არამედ გააღმერთებს.
მშვილდოსანი
მშვილდოსანს ნებისმიერი ქალი მოხიბლავს, მაგრამ - ვერ დააკავებს. ის ძალიან მალე ხდება გულგრილი. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის არცერთ ქალთან არ იქნება ბედნიერი. მშვილდოსანს სჭირდება მრავალფეროვანი ქალი, რომელთანაც არ მოიწყენს.
თხის რქა
თხის რქა - ბევრ რამეში პედანტია. ის მკაცრი ანალიზით უდგება საკუთარ ცხოვრებას და მისი რომანტიკული ინტერესიც არ არის გამონაკლისი. თხის რქას სჭირდება მომთმენი ქალი, რომელიც შეეგუება მის ბედნიერი ოჯახური ცხოვრების ტაბულას და სიახლესაც შემოიტანს.
მერწყული
მერწყული საკუთარ მოთხოვნებში გვახსენებს ტყუპებს: ჰაერის სტიქიის ორივე ნიშანი, პირველ რიგში, ეძებს პარტნიორში მეგობარს, ვისთანაც ერთადაც გაერთობა და გაუზიარებს ინტერესებს. მერწყულის განსხვავებული თვისება ის არის, რომ ის ცდილობს შთაბეჭდილება მოახდინოს პარტნიორზე. მისი იდეალური პარტნიორი - მომთმენი, გონებამახვილი და ზომიერად ერუდირებულია.
თევზები
თევზები - ერთ-ერთი ყველაზე გაუთვალისწინებელი ზოდიაქოს ნიშანია. მათი იდეალური ქალი უნდა იყოს საკმაოდ მომთმენი ნებისმიერი მოულოდნელობებისადმი, რომლებიც შეიძლება გამოავლინონ თევზებმა. გარდა ამისა, უნდა გახსოვდეთ, რომ თევზები ძალიან აფასებენ ზრუნვას, ამიტომ ხშირად სჭირდებათ ყურადღება, ოღონდ არ უნდა გადააჭარბოთ. ზომიერების გრძნობა - მთავარი მოთხოვნაა თევზების მეორე ნახევრისადმი.
თემები: სიყვარული, სასიყვარულო ურთიერთობა, მამაკაცები, წყვილი, ქალები, რჩევები, ზოდიაქოს ნიშნები
<a href="cosmo.ru">cosmo.ru</a>