ვარსკვლავები, რომლებიც უარყოფენ, რომ პლასტიკური ოპერაცია გაიკეთეს - თუმცა ქირურგები ამხელენ
- 05.02.2017
მონიკა ბელუჩი - ბოტოქსი და ფილერი
მართალია, მონიკა ბელუჩი თავის უზადო გარეგნობას კარგ გენეტიკას და პირად ჰიგიენას აბრალებს, მაგრამ დაბერების საწინააღმდეგოდ მაინც მიმართავს დამხმარე საშულებებს. ექიმების თქმით, მის სახეზე პლასტიკური ოპერაციების კვალი არ ჩანს, რადგან აქვს მკვეთრად გამოხატული თვალის თიაქარი, დარღვეული აქვს ქვედა ყბის კონტური. ასევე დაბერებული აქვს კისერი, რაც გამორიცხავს ოპერაციას სახეზე, თუმცა ქირურგების თვალს არ გამოეპარათ მსუბუქი ჩარევები. მონიკას თვალის გარშემო გამოყენებული აქვს ბოტოქსი, ასევე აწეული აქვს წარბები და ტუჩებზე გამოყენებული აქვს შემავსებელი, ე.წ. ფილერები.
ჯულიანა მური - ის სუფთაა!
ჯულიანა მური ყოველთვის წინააღმდეგი იყო პლასტიკური ოპერაციების, მაგრამ ბოლო დროს უჩვეულოდ ახალგაზრდად გამოიყურება. ქირურქების თქმით, მის სახეზე მოდუნებული რბილი ქსოვილები შევსებულია სპეციალური გელით და გასწორებული აქვს მიმიკური ნაოჭები.
სელმა ჰაიეკი - რინოპლასტიკა, მამოპლასტიკა, ბოტოქსი
სელმა ჰაიეკი ცნობილია თავისი კატეგორიული განცხადებებით რომ არასოდეს მიმართავს პლასტიკურ ქირურგიას, მაგრამ სინამდვილეში ორსულობისა და მშობიარობის შემდეგ გაიკეთა რინოპლასტიკა და მამოპლასტიკა. ამ ფაქტს თავად კატეგორიულად უარყოფს, მაგრამ შედეგი სახეზეა. მისი მკერდი ხომ უჩვეულოდ გაიზარდა. მსახიობს წელს 50 წელი შეუსრულდება და სახეზე თითქმის არ აქვს ნაოჭი, რაც ხარისხიანის ბოტოქსის დამსახურებაა.
ქეით უისლენტი - ისიც სუფთაა!
ქეითს დიდი ხანია აბრალებენ რომ რინოპლასტიკას და ლიპოსაქციას მიმართა, თუმცა ამ ფაქტს თავად არ აღიარებს. მსახიობის ცხვირი მნიშვნელოვნად არ არის შეცვლილი, მაგრამ წონაში კი საგრძნობლად დაიკლო. თავად თვლის რომ ეს კარგი დიეტის დამსახურებაა.
შერონ სტოუნი - ბოტოქსი, ფილერი
მსახიობი წლების მანძილზე კატეგორიულად ამტკიცებდა რომ არასოდეს მიუმართავს პლასტიკური ქირურგიისთვის, ეს მის სახეზეც აისახებოდა. ბოლო დროს, ინტერვიუებში ამ თემაზე აღარ საუბრობს, თუმცა შესამჩნევად გაახალგაზრდავდა, რაც ბოტოქსისა და ფილერების დამსახურებაა.
ჯენიფერ ლოპესი - რინოპლასტიკა, ბოტოქსი, ფილერი
46 წლის ლოპესი კატეგორიულად უარყოფს რომ რინოპლასტიკა აქვს გაკეთებული, მაგრა ძველ ფოტოებს თუ გადავავლებთ თვალს მისი ცხვირი ახლა გაცილებით ლამაზი და თხელია. სახეზე ეტყობა, რომ გაკეთებული აქვს ბოტოქსისა ინექციები და ტუჩები შევსებული აქვს ფილერით. თუმცა თავად ამას ლათინურ ფესვებს აბრალებს და ამბობს რომ იდეალური კანი გენეტიკურია.
თემები: ქალი, სილამაზე, პლასტიკური, ბოტოქსი, ფილერი, ოპერაცია, ქირურგი
<a href="http://www.cosmo.ru/">http://www.cosmo.ru/</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია