LIFE

7 სახალისო ფაქტი ვალენტინობის შესახებ... როგორ აღინიშნება სიყვარულის დღე საქართველოში?

7 სახალისო ფაქტი ვალენტინობის შესახებ... როგორ აღინიშნება სიყვარულის დღე საქართველოში?

ყველამ იცის, რა არის ვალენტინობა, იგივე წმინდა ვალენტინის დღე, შეყვარებულების დღე, სიყვარულის დღე... ეს დღესასწაული 14 თებერვალს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. თუმცა უმეტესგან არც საერო და არც საეკლესიო დღესასწაული არაა. როგორც წესი, ამ დღეს ერთად ატარებენ შეყვარებულები. ისინი ერთმანეთს ულოცავენ და ჩუქნიან ყვავილებს, რომანტიკული შინაარსის ღია ბარათებსა თუ წერილებს, სხვადასხვანაირ საჩუქარს. ამ დღეს ხშირად უხსნიან სიყვარულს, სთხოვენ ცოლობას ან ქორწინდებიან...

1. ვალენტინობის დღის ისტორია V საუკუნის რომში იწყება, როგორც წმინდა ვალენტინის ხსენების დღე და მას მთელი ქრისტიანული სამყარო აღნიშნავდა. თუმცა ახლა, 14 თებერვალს, წმინდა ვალენტინის ოფიციალურ საეკლესიო დღესასწაულს, მხოლოდ პროტესტანტები აღნიშნავენ.

7 სახალისო ფაქტი ვალენტინობის შესახებ... როგორ აღინიშნება სიყვარულის დღე საქართველოში?

2. საზოგადოებაში, ვალენტინობასთან დაკავშირებით აზრი ორად იყოფა. ერთ ნაწილს მოსწონს დღესასწაული, როდესაც მათ შეუძლიათ, საკუთარი გრძნობების გამოხატვა და საყვარელი ადამიანის გახარება. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ სიყვარულის გამოხატვას კონკრეტული დღე არ სჭირდება და „ყველა დღე სიყვარულისაა“.

7 სახალისო ფაქტი ვალენტინობის შესახებ... როგორ აღინიშნება სიყვარულის დღე საქართველოში?

3. თუმცა საქართველოში, სიყვარულის დღე სულ სხვა თარიღს უკავშირდება! ქართული სიყვარულის დღის პირველად აღნიშვნა 1994 წელს, რუსთაველის თეატრში დაგეგმილი კონცერტით, დაიწყო. ამის თაობაზე გაზეთმა „კოქტეილმა“ აფიშით ამცნო თბილისის მოსახლეობას:

7 სახალისო ფაქტი ვალენტინობის შესახებ... როგორ აღინიშნება სიყვარულის დღე საქართველოში?

„ქართველი ახალგაზრდობა ღირსია დღესასწაულის, რამეთუ ყველაზე ლამაზი და ერთგული სიყვარული მათ იციან. დაე, ტრადიციული სიყვარულის დღე — 15 აპრილი გამხდარიყოს, ახალგაზრდობის სულის სილამაზის მშვენიერების ზეიმი საქართველოში. ახალგაზრდული ფესტივალი ცდაა ერის მომავლის გამოღვიძების და ნურასოდეს დაგავიწყდებათ, თანატოლებო, რომ ქვეყანა, რომელშიც ახლა ჩვენ ვცხოვრობთ, მომავალში ჩვენი სამართავია. ერთმანეთის სიყვარულით გავაძლიეროთ იგი.“

4. მსოფლიოში წამყვანი მულტიკატეგორული მიტანის სერვისის, Glovo-ს სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოს მთელი მასშტაბით, თბილისი იმ სამ ქალაქს შორისაა, სადაც 14 თებერვალს, ყველაზე ხშირად უკვეთავენ ყვავილებს! ამავე სტატისტიკის მიხედვით, თბილისელების საყვარელი ყვავილები, კი ვარდი და წინწკალააა.

7 სახალისო ფაქტი ვალენტინობის შესახებ... როგორ აღინიშნება სიყვარულის დღე საქართველოში?

5. რაც შეეხება საკვებს, ამ დღეს, მსოფლიოშო ყველაზე ხშირად უკვეთავენ პიცასა და ბურგერს. თუმცა აღმოჩნდა, რომ ვალენტინობის დღეს, თბილისელები სუშის ანიჭებენ უპირატესობას. დიახ, თბილისი იმ TOP 3 ქალაქს შორის აღმოჩნდა, სადაც 14 თებერვალს, ყველაზე ხშირად უკვეთავენ ტრადიციული იაპონურ საკვებს!

7 სახალისო ფაქტი ვალენტინობის შესახებ... როგორ აღინიშნება სიყვარულის დღე საქართველოში?

6. რეალურად, 14 თებერვლის სიმბოლო გულის ფორმის ტკბილეულია. თუმცა საქართველო, კონკრეტულად კი თბილისი, ამ ტრენდს არ იზიარებს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყველაზე ბევრ ტკბილეულს იტალიაში უკვეთავენ: მილანი, რომი და ტურინი „ტკბილი ქალაქების“ გამარჯვებულები არიან! აქ ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს ნაყინი, კრუასანი, ტირამისუ და ტკბილი კრეპები!

7 სახალისო ფაქტი ვალენტინობის შესახებ... როგორ აღინიშნება სიყვარულის დღე საქართველოში?

7. თუმცა, თუ არც შეყვარებული ხარ, არც ვალენტინობის დღესასწაულს აღნიშნავ, არც იაპონური სუში გიყვარს და არც ტკბილი კრეპები, ამ დღეს მაინც შეიძლება დადებითი ენერგიების მიღება - მთელი წლის განმავლობაში, წამყვანი კომპანიები ვალენტინობის აქციებისა და შეთავაზებებისთვის ემზადებიან.

7 სახალისო ფაქტი ვალენტინობის შესახებ... როგორ აღინიშნება სიყვარულის დღე საქართველოში?

ამიტომ, 14 თებერვალს, საყიდლებზე წასვლა უბრალოდ იდეალური არჩევანი იქნებოდა. ხოლო თუ პანდემიის პირობებში, ძალიან ერიდები ხალხმრავლობას, მაშინ Glovo-ს აპლიკაციაში დაათვალიერე ფავორიტი მაღაზიები, შეაფასე ფასდაკლებები და რაც მთავარია, გაუკეთე საჩუქარი საკუთარ თავს - დღეს ხომ სიყვარულის დღეა!