როგორ მოვამზადოთ კანი გაზაფხულისთვის? - 3 რჩევა დერმატოლოგებისგან
- 04.03.2022
1. პირველ რიგში, დაიწყეთ ამქერცლავებით
გამომშრალი და აქერცლილი კანი, ცივი ამინდის მთავარი დისკომფორტია. ამიტომ, როგორც წესი, ზამთრის სეზონზე, ჩვენ არ ვიყენებთ ექსფოლიატორებს.
ბევრი ადამიანი, ზამთრის თვეებში თავს არიდებს კანის აქერცვლას, რადგან ასეთ პროდუქტები, კანს აშრობენ. მაგრამ როგორც კი თბილი ამინდები იწყება და ტენიანობა იზრდება, ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ექსფოლიატორებს.
გაზაფხული საუკეთესო დროა, რათა დავიწყოთ ზამთარში დაგროვილი მკვდარი უჯრედების მოშორება. გაითვალისწინეთ, აუცილებელი არ არის მხოლოდ ფიზიკური ამქერცლავების, სკრაბებისა და გომაჟების გამოყენება.
გაზაფხულის რეჟიმის დასაწყებად იდეალური არჩევანია ნაზი ქიმიური ამქერცლავების გამოყენება. ასე, ნაკლებად დაზიანდება და გაღიზიანდება სახის კანი. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ქიმიური პილინგი, მაქსიმუმ კვირაში ორჯერ გამოიყენოთ.
2. გადაერთეთ მსუბუქ დამატენიანებელზე
მიუხედავად იმისა, რომ ზამთარში მძიმე და მსუყე კრემები ღვთაებრივი საჩუქარია, მათი წასმა წებოვან, ოფლიან სახეზე სხვა ამბავია.
ტემპერატურისა და ტენიანობის მატებასთან ერთად, აღარ არის საჭირო ინტენსიური და კონცენტრირებული კრემების გამოყენება. რადგან როგორც წესი, კანი წებოვანი ან ცხიმიანი ხდება.
მსუბუქი დამატენიანებელი დამატენიანებელი და დამარბილებელი საშუალებების გამოყენების შემდეგ კი, თავს ბევრად უკეთესად იგრძნობთ. ჩვენი რეკომენდაციაა მსუბუქი და თხელი კრემის გამოყენება, რომელიც სწრაფად შეიწოვება და აძლიერებს კანის ბარიერს.
3. და ბოლოს - გააძლიერეთ მზისგან დაცვა
ცნობილია, რომ ადამიანთა უმრავლესობა, ზამთრის სეზონზე არ იყენებს მზისგან დამცავ საშუალებებს. ცხადია, ეს შეცდომაა. მაგრამ გაზაფხულზე, მაშინ როდესაც მზის სხივების მავნე ზემოქმედება ძლიერდება, დამცავი საშუალებების გამოტოვება, უბრალოდ გამოუსწორებელი შეცდომაა.
გააძლიერეთ მზისგან დაცვა და გამოიყენეთ მინიმუმ SPF 30-ის შემცველი პროდუქტები. ეს არის საიდუმლო, რომელიც ჯანმრთელი და ახალგაზრდა კანის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
თემები: კანის მოვლა, სილამაზე ყველა ასაკში, გაზაფხული
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია